სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სინაგოგიდან რამდენიმე დღე 50 ჩვილის ტირილი ისმოდა.. ებრაელ მეძუძურებს ქართველი ქალებიც გვერდში დასდგომიან" - როგორ გადაურჩა დანგრევას რაჭის სინაგოგა კომუნისტების დროს?
"სინაგოგიდან რამდენიმე დღე 50 ჩვილის ტირილი ისმოდა.. ებრაელ მეძუძურებს ქართველი ქალებიც გვერდში დასდგომიან" - როგორ გადაურჩა დანგრევას რაჭის სინაგოგა კომუნისტების დროს?

"რო­დე­საც სი­ნა­გო­გას დან­გრე­ვას უპი­რებ­დნენ, ონე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი, ქა­ლე­ბი თა­ვი­ან­თი ჩვი­ლი შვი­ლე­ბით სა­ლო­ცავ­ში ჩა­ი­კეტ­ნენ. ებ­რა­ელ მე­ძუ­ძურ ქა­ლებს სო­ფელ ღა­რის მო­სახ­ლე­ო­ბა, ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი გვერ­დში ამოს­დგო­მი­ან, ისი­ნი თა­ვი­ან­თი ჩვი­ლე­ბით მო­სუ­ლან სი­ნა­გო­გას­თან და წრე შე­მო­ურ­ტყამთ", - ამ­ბობს და­ვით ლობ­ჯა­ნი­ძე.

იგი რა­ჭა­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, ამა­ყობს რომ ბაგა-ბა­ღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ძა­ლი­ან ბევ­რი ებ­რა­ე­ლი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და და მათი მე­გობ­რო­ბა დღე­საც მჭიდ­როდ გრძელ­დე­ბა... და­ვით ლობ­ჯა­ნი­ძე რა­ჭა­ში მყო­ფი ებ­რა­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს, თუ რო­გორ გა­და­არ­ჩი­ნეს ებ­რა­ელ­მა და რაჭ­ველ­მა მე­ძუ­ძურ­მა დე­დებ­მა სი­ნა­გო­გა, კო­მუ­ნის­ტებს რომ არ და­ენგრი­ათ...

- საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ურ­წმუ­ნო ათე­ის­ტე­ბის მყინ­ვა­რე­ბის პე­რი­ოდ­ში სტი­ქი­უ­რად და­ი­წყო ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი და რე­ლი­გი­უ­რი კულტმსა­ხუ­რე­ბის ძეგ­ლე­ბის ნგრე­ვა. ონში და­ან­გრი­ეს ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ნა­გე­ბო­ბა, იგი­ვე საფრ­თხე და­ე­მუქ­რა სი­ნა­გო­გა­საც. ამ საქ­მეს წინ აღუდ­გა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა რა­ბი­ნი და­ვით ბა­ა­ზო­ვი (1883-1947წ). ეს ის და­ვით ბა­ა­ზო­ვია, რო­მე­ლიც 1907 წლის 14 აგ­ვის­ტოს ჰა­ა­გა­ში გა­მარ­თულ სი­ო­ნის­ტთა მერ­ვე კონ­გრეს­ზე სი­ტყვით გა­მო­ვი­და და აღ­ნიშ­ნა: "ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი არ იც­ნობ­დნენ ასი­მი­ლა­ცი­ის ისეთ მას­შტა­ბებს, რო­გორც სხვე­ბი". სა­ინ­ტე­რე­სოა აგ­რეთ­ვე 1915 წელს ქ. ფრან­კფურ­ტში სტუ­დენტ-ახალ­გაზ­რდო­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მისი წარ­დგი­ნე­ბა და გა­მოს­ვლა.

ონე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის გა­ცი­ლე­ბა ის­რა­ელ­ში - ფოტო: ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვი

კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წრე­ბო­და 400 დე­ლე­გა­ტი, სულ ახალ­გაზ­რდო­ბა და სტუ­დენ­ტო­ბა, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და საფ­რან­გე­თის გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი ლიმ­ფო­ნი. ლიმ­ფონ­მა რა­ბი­ნი და­ვით ბა­ა­ზო­ვი ასე წა­რად­გი­ნა: "ძმე­ბო! თქვენს წინ დგას თქვე­ნი ძმა შო­რე­უ­ლი ქვეყ­ნი­დან მო­სუ­ლი, ეს ქვე­ყა­ნა შორს არის ჩვენ­გან, მაგ­რამ იგი ახ­ლოს უნდა იყოს ყვე­ლა ებ­რა­ე­ლის გულ­ში (კონ­ფე­რენ­ცია დიდი აღ­ტა­ცე­ბით ფეხ­ზე წა­მოდ­გა, სა­ო­ცა­რი სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და)... ევ­რო­პა დღეს ცდი­ლობს ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ეს კი ქარ­თველ ერს 2000 წლის წინ ჰქონ­და შეთ­ვი­სე­ბუ­ლი. ამის მოწ­მეა მცხე­თის ქა­ლა­ქი და მისი მა­მა­სახ­ლი­სი, რო­მე­ლიც და­უხ­ვდა იე­რუ­სა­ლი­მი­დან გა­მო­რე­კილ ებ­რა­ე­ლებს პურ­მა­რი­ლით. ქარ­თველ ერს შე­უძ­ლია ამა­ყად წარ­მოთ­ქვას: "ჩვენც გვყავ­და მე­ფე­ე­ბი, სამ­ღვდე­ლო­ე­ბა, მწერ­ლო­ბა, მაგ­რამ სხვა ერე­ბის დევ­ნა ფიქ­რა­დაც არ მოგ­ვსვლი­აო, ევ­რო­პის წი­ნან­დე­ლი ძა­ლე­ბით დაქ­ცე­ულ სის­ხლში ჩვე­ნი ხელი არ გას­ვრი­ლაო". აი, ასე­თია ქარ­თვე­ლი ერი, სა­ი­და­ნაც ჩვე­ნი სტუ­მა­რი­აო".

კრე­ბამ სა­ში­ნე­ლი ტა­შის­ცე­მა ატე­ხა. ხმა­მაღ­ლა გა­ი­ძა­ხო­და: "გა­უ­მარ­ჯოს ქარ­თველ ხალ­ხს, სი­ცო­ცხლე და ბედ­ნი­ე­რე­ბა ქარ­თველ ხალ­ხსო". ბევ­რის თვალ­ზე ცრემ­ლი გა­მოჩ­ნდა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდ­ხანს ვერ დამ­შვიდ­და. გე­ნე­რალ­მა თა­ვი­სი სი­ტყვა ასე და­ას­რუ­ლა: "შვი­ლე­ბო თქვენ ან­დერ­ძად გქონ­დეთ, ვი­საც რით შე­გეძ­ლოთ იმით გა­მო­ხა­ტეთ სიყ­ვა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ერი­სო". რო­დე­საც კრე­ბას მი­ვე­სალ­მე და გა­ვა­ცა­ნი, რომ დღეს ძმუ­რად ვცხოვ­რობთ ებ­რა­ე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მეთ­ქი, ერ­თმა­ნე­თის ჭირ­სა და ლხინს ვი­ზი­ა­რებთ და მათ­თან მე­გობ­რო­ბა და ძმო­ბა სულ მუ­დამ გვექ­ნე­ბაო, სა­ზო­გა­დო­ე­ბა კვლავ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით შეხ­ვდა ამ სი­ტყვებს და უსურ­ვა ქარ­თველ ერს კე­თი­ლი წარ­მა­ტე­ბა"...

სი­ნა­გო­გა ონში

ბა­ა­ზო­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით ონი­დან მა­ლუ­ლად თბი­ლის­ში გა­იგ­ზავ­ნა რამ­დე­ნი­მე მორ­წმუ­ნე და ბრძე­ნი ებ­რა­ე­ლი, ხოლო ღა­მით, რო­დე­საც სი­ნა­გო­გას დან­გრე­ვას უპი­რებ­დნენ, ონე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი, ქა­ლე­ბი თა­ვი­ან­თი ჩვი­ლი შვი­ლე­ბით სა­ლო­ცავ­ში ჩა­ი­კეტ­ნენ. ებ­რა­ელ მე­ძუ­ძურ ქა­ლებს სო­ფელ ღა­რის მო­სახ­ლე­ო­ბა, ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი გვერ­დში ამოს­დგო­მი­ან, ისი­ნი თა­ვი­ან­თი ჩვი­ლე­ბით მო­სუ­ლან სი­ნა­გო­გას­თან და წრე შე­მო­ურ­ტყამთ, თან მა­ლუ­ლად სურ­სათ-სა­ნო­ვა­გე­საც აწ­ვდიდ­ნენ. რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 50 ჩვი­ლი ბავ­შვის ტი­რი­ლი ის­მო­და სი­ნა­გო­გი­დან. გა­მოს­ვლა მა­ინც არა­ვის მოს­ვლია ფიქ­რად.

ამა­სო­ბა­ში თბი­ლი­სი­დან მა­შინ­დე­ლი მთავ­რო­ბის შე­წყნა­რე­ბა ჩა­მო­ი­ტა­ნეს წარ­გზავ­ნი­ლებ­მა. ასე გა­და­ურ­ჩა ან­ტი­რე­ლი­გი­ურ ბრძო­ლას ონის სი­ნა­გო­გა. ასე გა­დარ­ჩა იგი სრულ გა­პარ­ტა­ხე­ბა-ია­ვარ­ქმნას. ებ­რა­ელ­თა თავ­გან­წირ­ვამ რწმე­ნა გა­და­არ­ჩი­ნა, სი­ნა­გო­გამ კი ერი შე­ი­ნა­ხა ფი­ზი­კუ­რად და სუ­ლი­ე­რად. ან­ტი­რე­ლი­გი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა საბ­ჭო­უ­რი პე­რი­ო­დის არც მომ­დევ­ნო წლებს აკ­ლდა, მაგ­რამ სი­ნა­გო­გა­ში ღვთის მსა­ხუ­რე­ბა არ შე­წყვე­ტი­ლა.

ამ პე­რი­ო­დი­სათ­ვის ებ­რა­ელ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევრთა რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენ­და 563-ს, აქე­დან ამ­ში­კაშ­ვი­ლი იყო 36, ბუ­ზუ­კაშ­ვი­ლი – 39, ბე­რი­კაშ­ვი­ლი - 6, ბა­ა­ზო­ვი -3, გა­გუ­ლაშ­ვი­ლი – 10, გო­რე­ლაშ­ვი­ლი-5, და­ვი­თაშ­ვი­ლი - 29, კა­კი­აშ­ვი­ლი -5, კი­კოშ­ვი­ლი - 4, ნა­ნი­აშ­ვი­ლი - 2, შიმ­ში­ლაშ­ვი­ლი 128, ჩა­ჩაშ­ვი­ლი 124, ჭან­ჭა­ლაშ­ვი­ლი - 6; ქო­საშ­ვი­ლი - 18, ყო­ყუ­აშ­ვი­ლი - 12, ტა­ტი­კიშ­ვი­ლი - 10, ხი­ტი­ბაშ­ვი­ლი - 16, ხა­ნა­ნაშ­ვი­ლი - 7, ხე­ტუ­აშ­ვი­ლი - 4, ხა­ხი­აშ­ვი­ლი 96, სულ 20 გვა­რი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ებრაელი
0

ორი კომენტარი წავიკუთხე არც ერთი არ ეხება აქ მოყვანილ ფაქტებს სიყვარულს და ძმობას ბოღმის ტალახში ჩამოქცეულ უხმს მკითველს მინდა რომ ვუთხრა წიგნი გადაშალონ და ისწავლონ რა არის ნამდვილი მეგობრობა რადგან ცხოვრებამ ვერ გაანათლათ

Geo!-ს
4

ებრაელები გვენაცვალონ ჩვენ -ქართველებს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ეს საღებავია გამოყენებული..." - რას ამბობს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ატმის შეღებვის ფაქტზე
ავტორი:

"სინაგოგიდან რამდენიმე დღე 50 ჩვილის ტირილი ისმოდა.. ებრაელ მეძუძურებს ქართველი ქალებიც გვერდში დასდგომიან" - როგორ გადაურჩა დანგრევას რაჭის სინაგოგა კომუნისტების დროს?

"სინაგოგიდან რამდენიმე დღე 50 ჩვილის ტირილი ისმოდა.. ებრაელ მეძუძურებს ქართველი ქალებიც გვერდში დასდგომიან" - როგორ გადაურჩა დანგრევას რაჭის სინაგოგა კომუნისტების დროს?

"როდესაც სინაგოგას დანგრევას უპირებდნენ, ონელი ებრაელები, ქალები თავიანთი ჩვილი შვილებით სალოცავში ჩაიკეტნენ. ებრაელ მეძუძურ ქალებს სოფელ ღარის მოსახლეობა, ქართველი ქალები გვერდში ამოსდგომიან, ისინი თავიანთი ჩვილებით მოსულან სინაგოგასთან და წრე შემოურტყამთ", - ამბობს დავით ლობჯანიძე.

იგი რაჭაში დაიბადა და გაიზარდა, ამაყობს რომ ბაგა-ბაღიდან მოყოლებული ძალიან ბევრი ებრაელი მეგობარი ჰყავდა და მათი მეგობრობა დღესაც მჭიდროდ გრძელდება... დავით ლობჯანიძე რაჭაში მყოფი ებრაელების შესახებ გვიამბობს, თუ როგორ გადაარჩინეს ებრაელმა და რაჭველმა მეძუძურმა დედებმა სინაგოგა, კომუნისტებს რომ არ დაენგრიათ...

- საბჭოთა ხელისუფლების ურწმუნო ათეისტების მყინვარების პერიოდში სტიქიურად დაიწყო ისტორიულ-კულტურული და რელიგიური კულტმსახურების ძეგლების ნგრევა. ონში დაანგრიეს ყველა ქრისტიანული ნაგებობა, იგივე საფრთხე დაემუქრა სინაგოგასაც. ამ საქმეს წინ აღუდგა მსოფლიო მასშტაბით ცნობილი პიროვნება რაბინი დავით ბააზოვი (1883-1947წ). ეს ის დავით ბააზოვია, რომელიც 1907 წლის 14 აგვისტოს ჰააგაში გამართულ სიონისტთა მერვე კონგრესზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა: "ქართველი ებრაელები არ იცნობდნენ ასიმილაციის ისეთ მასშტაბებს, როგორც სხვები". საინტერესოა აგრეთვე 1915 წელს ქ. ფრანკფურტში სტუდენტ-ახალგაზრდობის კონფერენციაზე მისი წარდგინება და გამოსვლა.

ონელი ებრაელების გაცილება ისრაელში - ფოტო: ეროვნული არქივი

კონფერენციას ესწრებოდა 400 დელეგატი, სულ ახალგაზრდობა და სტუდენტობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა და თავმჯდომარეობდა საფრანგეთის გენერალ-ლეიტენანტი ლიმფონი. ლიმფონმა რაბინი დავით ბააზოვი ასე წარადგინა: "ძმებო! თქვენს წინ დგას თქვენი ძმა შორეული ქვეყნიდან მოსული, ეს ქვეყანა შორს არის ჩვენგან, მაგრამ იგი ახლოს უნდა იყოს ყველა ებრაელის გულში (კონფერენცია დიდი აღტაცებით ფეხზე წამოდგა, საოცარი სიჩუმე ჩამოვარდა)... ევროპა დღეს ცდილობს ადამიანის სიყვარულის განხორციელებას, ეს კი ქართველ ერს 2000 წლის წინ ჰქონდა შეთვისებული. ამის მოწმეა მცხეთის ქალაქი და მისი მამასახლისი, რომელიც დაუხვდა იერუსალიმიდან გამორეკილ ებრაელებს პურმარილით. ქართველ ერს შეუძლია ამაყად წარმოთქვას: "ჩვენც გვყავდა მეფეები, სამღვდელოება, მწერლობა, მაგრამ სხვა ერების დევნა ფიქრადაც არ მოგვსვლიაო, ევროპის წინანდელი ძალებით დაქცეულ სისხლში ჩვენი ხელი არ გასვრილაო". აი, ასეთია ქართველი ერი, საიდანაც ჩვენი სტუმარიაო".

კრებამ საშინელი ტაშისცემა ატეხა. ხმამაღლა გაიძახოდა: "გაუმარჯოს ქართველ ხალხს, სიცოცხლე და ბედნიერება ქართველ ხალხსო". ბევრის თვალზე ცრემლი გამოჩნდა, საზოგადოება დიდხანს ვერ დამშვიდდა. გენერალმა თავისი სიტყვა ასე დაასრულა: "შვილებო თქვენ ანდერძად გქონდეთ, ვისაც რით შეგეძლოთ იმით გამოხატეთ სიყვარული ქართველი ერისო". როდესაც კრებას მივესალმე და გავაცანი, რომ დღეს ძმურად ვცხოვრობთ ებრაელები საქართველოში მეთქი, ერთმანეთის ჭირსა და ლხინს ვიზიარებთ და მათთან მეგობრობა და ძმობა სულ მუდამ გვექნებაო, საზოგადოება კვლავ აღფრთოვანებით შეხვდა ამ სიტყვებს და უსურვა ქართველ ერს კეთილი წარმატება"...

სინაგოგა ონში

ბააზოვის ინიციატივით ონიდან მალულად თბილისში გაიგზავნა რამდენიმე მორწმუნე და ბრძენი ებრაელი, ხოლო ღამით, როდესაც სინაგოგას დანგრევას უპირებდნენ, ონელი ებრაელები, ქალები თავიანთი ჩვილი შვილებით სალოცავში ჩაიკეტნენ. ებრაელ მეძუძურ ქალებს სოფელ ღარის მოსახლეობა, ქართველი ქალები გვერდში ამოსდგომიან, ისინი თავიანთი ჩვილებით მოსულან სინაგოგასთან და წრე შემოურტყამთ, თან მალულად სურსათ-სანოვაგესაც აწვდიდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში 50 ჩვილი ბავშვის ტირილი ისმოდა სინაგოგიდან. გამოსვლა მაინც არავის მოსვლია ფიქრად.

ამასობაში თბილისიდან მაშინდელი მთავრობის შეწყნარება ჩამოიტანეს წარგზავნილებმა. ასე გადაურჩა ანტირელიგიურ ბრძოლას ონის სინაგოგა. ასე გადარჩა იგი სრულ გაპარტახება-იავარქმნას. ებრაელთა თავგანწირვამ რწმენა გადაარჩინა, სინაგოგამ კი ერი შეინახა ფიზიკურად და სულიერად. ანტირელიგიური მოძრაობა საბჭოური პერიოდის არც მომდევნო წლებს აკლდა, მაგრამ სინაგოგაში ღვთის მსახურება არ შეწყვეტილა.

ამ პერიოდისათვის ებრაელთა საზოგადოების წევრთა რაოდენობა შეადგენდა 563-ს, აქედან ამშიკაშვილი იყო 36, ბუზუკაშვილი – 39, ბერიკაშვილი - 6, ბააზოვი -3, გაგულაშვილი – 10, გორელაშვილი-5, დავითაშვილი - 29, კაკიაშვილი -5, კიკოშვილი - 4, ნანიაშვილი - 2, შიმშილაშვილი 128, ჩაჩაშვილი 124, ჭანჭალაშვილი - 6; ქოსაშვილი - 18, ყოყუაშვილი - 12, ტატიკიშვილი - 10, ხიტიბაშვილი - 16, ხანანაშვილი - 7, ხეტუაშვილი - 4, ხახიაშვილი 96, სულ 20 გვარი.