პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგის ხელს კანკალით ართმევდნენ... სალომესთან ალბათ, სხვანაირად იყვნენ თავიდან გარიგებულები და მერე რაღაც შეიცვალა" - მაკა ჩიჩუა
"გიორგის ხელს კანკალით ართმევდნენ... სალომესთან ალბათ, სხვანაირად იყვნენ თავიდან გარიგებულები და მერე რაღაც შეიცვალა" - მაკა ჩიჩუა

"რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ჰქონ­დათ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ იმ დღის მერე, რო­გორც კი გი­ორ­გიმ გა­აჟ­ღე­რა, რომ ქვე­ყა­ნა არას­წო­რი გზით მი­დი­ო­და... საქ­მე აქამ­დე რომ მი­სუ­ლი­ყო, ამის არა­ნა­ი­რი ბერ­კე­ტი არ ჰქონ­დათ. ვერც უბე­დავ­დნენ, როცა ხე­დავ­დნენ, ხელს კან­კა­ლით არ­თმევ­დნენ... სა­ლო­მეს­თან, ალ­ბათ, კი­დევ სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, სხვა­ნა­ი­რად იყ­ვნენ თა­ვი­დან გა­რი­გე­ბუ­ლე­ბი და მერე რა­ღაც შე­იც­ვა­ლა..." - ამ­ბობს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი - მაკა ჩი­ჩუა...

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, პარ­ლა­მენ­ტში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხი ჩა­ვარ­და.

ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მაკა ჩი­ჩუამ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ისა­უბ­რა:

- ეს ყვე­ლა­ფე­რი იმას მოწ­მობს, რომ რა­ღაც გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში მი­ვე­დი­ნე­ბით. ვერ გე­ტყვით, რა არის ეს, სა­ერ­თოდ, რაში ეწე­რე­ბა. სა­დღაც ბნე­ლი ძა­ლე­ბის­კენ, რუ­სე­თის­კენ მივ­დი­ვართ და რუ­სე­თი საით მი­დის, ეგ კი­დევ ღმერ­თმა უწყის. ძა­ლი­ან დიდ გა­უ­გებ­რო­ბა­ში ვართ მო­ყო­ლი­ლი...

- გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ერ­თმა­ნეთს ადა­რებთ?

- არ ვა­და­რებ, მაგ­რამ აშ­კა­რად ჩანს, თუ შენ რა­ღა­ცა­ზე პრინ­ცი­პუ­ლად შენი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი აზრი და­ა­ფიქ­სი­რე, შენი მტრე­ბი ხდე­ბი­ან. ამ შემ­თხვე­ვა­შიც იგი­ვე მოხ­და. მო­მენ­ტა­ლუ­რად ლან­ძღვა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ცირკს ემ­სგავ­სე­ბა. ცირ­კი ისე­დაც არა­სო­დეს მიყ­ვარ­და და ეს კი­დევ ცუდი ცირ­კია. რა მოვ­ლე­ნებ­საც ვუ­ყუ­რებთ, სხვა სა­ხე­ლი არ ჰქვია... არც პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნაა, არც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ცინ­ვაა, მას­ხრად აგ­დე­ბა, გაყ­ვლე­ფა, ქვეყ­ნის უზურ­პა­ცია, თა­ვი­ან­თი პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა... ამ დროს ქვე­ყა­ნა იღუ­პე­ბა - მთლი­ა­ნო­ბა­ში მხო­ლოდ ასე­თი შე­ფა­სე­ბა შე­მიძ­ლია გა­ვა­კე­თო...

ქცე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს არა­ნა­ი­რად არ ემ­სა­ხუ­რე­ბა და ემ­სა­ხუ­რე­ბა მხო­ლოდ კონ­კრე­ტულ, ვი­ღა­ცის მი­ზანს, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა, რომ ქვე­ყა­ნა უფსკრუ­ლის­კენ წა­იყ­ვა­ნოს... სიღ­რმე­ებ­ში ვე­ღარც შეხ­ვალ, ვინ ვის რა უთხრა, ამას აღა­რა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ აქვს. მათი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი აღარც გვა­მახ­სოვ­რდე­ბა.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე იმით და­ვი­მახ­სოვ­რეთ, რომ ამ­დე­ნი ხა­ნია, რა­ღაც ზნე­და­ცე­მულ როლს თა­მა­შობს. ბო­ლომ­დე რომ თა­ვის თავ­ზე აი­ღოს, აი, მე იმ­დე­ნად ზნე­და­ცე­მუ­ლი ვარ, ხელს ყვე­ლა­ფერ­ზე მო­ვა­წერ, ოღონ­დაც ვი­ღა­ცას ვემ­სა­ხუ­როო... ესე­ნი ხომ თა­ვი­ან­თი სი­ტყვე­ბით არ ლა­პა­რა­კო­ბენ! მათ ხომ თა­ვი­ან­თი პრინ­ცი­პი არ გა­აჩ­ნი­ათ! რა­ღაც თა­მაშს თა­მა­შო­ბენ, რო­მელ­საც მი­უ­თი­თე­ბენ...

- ძა­ლი­ან დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ჰქონ­დათ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ და რო­გორ ფიქ­რობთ, საქ­მე აქამ­დე რომ არ მი­ვი­და, რა იყო მი­ზე­ზი?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ჰქონ­დათ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ იმ დღის მერე, რო­გორც კი გი­ორ­გიმ გა­აჟ­ღე­რა, რომ ქვე­ყა­ნა არას­წო­რი გზით მი­დი­ო­და... თუმ­ცა საქ­მე აქამ­დე რომ მი­სუ­ლი­ყო, ამის არა­ნა­ი­რი ბერ­კე­ტი არ ჰქონ­დათ. ვერც უბე­დავ­დნენ, როცა ხე­დავ­დნენ, ხელს კან­კა­ლით არ­თმევ­დნენ... სა­ლო­მეს­თან, ალ­ბათ, კი­დევ სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, სხვა­ნა­ი­რად იყ­ვნენ თა­ვი­დან გა­რი­გე­ბუ­ლე­ბი და მერე რა­ღაც შე­იც­ვა­ლა... მარ­თლა არ ვიცი, ამ სიღ­რმე­ებ­ში რა ხდე­ბა და სა­ლო­მეს ამ­ბა­ვი რო­გორ უნდა გან­ვი­ხი­ლო..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
1

გარეწრების "ოჯახი"!

ლიკა
2

ორი პრეზიდენტი, რომელთაც არანაირი სიკეთე არ მოუტანიათ ქვეყნისთვის!😏👎👎

ავტორი:

"გიორგის ხელს კანკალით ართმევდნენ... სალომესთან ალბათ, სხვანაირად იყვნენ თავიდან გარიგებულები და მერე რაღაც შეიცვალა" - მაკა ჩიჩუა

"გიორგის ხელს კანკალით ართმევდნენ... სალომესთან ალბათ, სხვანაირად იყვნენ თავიდან გარიგებულები და მერე რაღაც შეიცვალა" - მაკა ჩიჩუა

"რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წინააღმდეგობა ჰქონდათ გიორგი მარგველაშვილის მიმართ იმ დღის მერე, როგორც კი გიორგიმ გააჟღერა, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდიოდა... საქმე აქამდე რომ მისულიყო, ამის არანაირი ბერკეტი არ ჰქონდათ. ვერც უბედავდნენ, როცა ხედავდნენ, ხელს კანკალით ართმევდნენ... სალომესთან, ალბათ, კიდევ სხვა ურთიერთობა ჰქონდათ, სხვანაირად იყვნენ თავიდან გარიგებულები და მერე რაღაც შეიცვალა..." - ამბობს ყოფილი პირველი ლედი - მაკა ჩიჩუა...

როგორც ცნობილია, მთელი დღის განმავლობაში, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით მაკა ჩიჩუამ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა:

- ეს ყველაფერი იმას მოწმობს, რომ რაღაც გაურკვევლობაში მივედინებით. ვერ გეტყვით, რა არის ეს, საერთოდ, რაში ეწერება. სადღაც ბნელი ძალებისკენ, რუსეთისკენ მივდივართ და რუსეთი საით მიდის, ეგ კიდევ ღმერთმა უწყის. ძალიან დიდ გაუგებრობაში ვართ მოყოლილი...

- გიორგი მარგველაშვილის და სალომე ზურაბიშვილის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას ერთმანეთს ადარებთ?

- არ ვადარებ, მაგრამ აშკარად ჩანს, თუ შენ რაღაცაზე პრინციპულად შენი ინდივიდუალური აზრი დააფიქსირე, შენი მტრები ხდებიან. ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდა. მომენტალურად ლანძღვაზე გადაინაცვლეს. ეს ყველაფერი ცირკს ემსგავსება. ცირკი ისედაც არასოდეს მიყვარდა და ეს კიდევ ცუდი ცირკია. რა მოვლენებსაც ვუყურებთ, სხვა სახელი არ ჰქვია... არც პოლიტიკური მოვლენაა, არც საზოგადოებრივი, საზოგადოების დაცინვაა, მასხრად აგდება, გაყვლეფა, ქვეყნის უზურპაცია, თავიანთი პირადი მიზნებისთვის გამოყენება... ამ დროს ქვეყანა იღუპება - მთლიანობაში მხოლოდ ასეთი შეფასება შემიძლია გავაკეთო...

ქცევები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს არანაირად არ ემსახურება და ემსახურება მხოლოდ კონკრეტულ, ვიღაცის მიზანს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ წაიყვანოს... სიღრმეებში ვეღარც შეხვალ, ვინ ვის რა უთხრა, ამას აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. მათი სახელები და გვარები აღარც გვამახსოვრდება.

ირაკლი კობახიძე იმით დავიმახსოვრეთ, რომ ამდენი ხანია, რაღაც ზნედაცემულ როლს თამაშობს. ბოლომდე რომ თავის თავზე აიღოს, აი, მე იმდენად ზნედაცემული ვარ, ხელს ყველაფერზე მოვაწერ, ოღონდაც ვიღაცას ვემსახუროო... ესენი ხომ თავიანთი სიტყვებით არ ლაპარაკობენ! მათ ხომ თავიანთი პრინციპი არ გააჩნიათ! რაღაც თამაშს თამაშობენ, რომელსაც მიუთითებენ...

- ძალიან დიდი წინააღმდეგობა ჰქონდათ გიორგი მარგველაშვილის მიმართ და როგორ ფიქრობთ, საქმე აქამდე რომ არ მივიდა, რა იყო მიზეზი?

- რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წინააღმდეგობა ჰქონდათ გიორგი მარგველაშვილის მიმართ იმ დღის მერე, როგორც კი გიორგიმ გააჟღერა, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდიოდა... თუმცა საქმე აქამდე რომ მისულიყო, ამის არანაირი ბერკეტი არ ჰქონდათ. ვერც უბედავდნენ, როცა ხედავდნენ, ხელს კანკალით ართმევდნენ... სალომესთან, ალბათ, კიდევ სხვა ურთიერთობა ჰქონდათ, სხვანაირად იყვნენ თავიდან გარიგებულები და მერე რაღაც შეიცვალა... მართლა არ ვიცი, ამ სიღრმეებში რა ხდება და სალომეს ამბავი როგორ უნდა განვიხილო..წაიკითხეთ სრულად