ავტორი:

19 ოქტომბერს ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნება

19 ოქტომბერს ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნება

ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალი, წელს უკვე მეორედ ჩატარდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ფესტივალის ფარგლებში ოთხი კონცერტია დაგეგმილი. მათ შორის, ორი თბილისში ( რუსთაველის ეროვნულ თეატრში) და ორი თელავში.

19 ოქტომბერს, ფესტივალს მსოფლიოში აღიარებული საოპერო ვარსკვლავი, იანო ალიბეგაშვილი, სოლო კონცერტით კომპოზიტორ ნიკა ნიკვაშვილთან და სიმებიან ორკესტრთან ერთად გახსნის. კონცერტი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში გაიმართება.

21 ოქტომბერს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, ოთხი ფრანგი და ერთი ქართველი კომპოზიტორის ერთობლივი კონცერტი გაიმართება, რომლებიც სპეციალურად ფესტივალის ფარგლებში ეწვევიან საქართველოს.

28 ოქტომბერს, ქალაქ თელავში, საფორტეპიანო მუსიკის საღამო გაიმართება, ხოლო 29 ოქტომბერს, ფესტივალი უმასპინძლებს „თითების თეატრს“ , რომელიც მსმენელს კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის ბალეტ “სერაფიტას” მიხედვით შექმნილ წარმოდგენას შესთავაზებს.

R