"ერთი 10 კაცი როგორ ვერ მოისყიდეთ?" - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ "ქართული ოცნების" უმრავლესობას სხდომაზე, რომელზეც პრეზიდენტის იმპიჩმენტი განიხილება. დღეს "ქართულმა ოცნებამ განიცადა სრული პოლიტიკური, მორალური და სამართლებრივი ფიასკო. სამართლებრივი იმიტომ, რომ ამ პარლამენტში ვერ შედგება პრეზიდენტის იმპიჩმენტი. თქვენ კენჭისყრის დროს ვერ მიიღებთ 100 ხმას. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მთავარი მიზანი იყო პრეზიდენტის გადაყენება და შემდგომ იმ დესტრუქციული პროცესების განვითარება, რაც ამას მოჰყვებოდა. ერთადერთი, სადაც თქვენ გაიმარჯვეთ, ეს არის მორჩილი საკონსტიტუციო სასამართლო, შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული პირებით და "ქართული ოცნების" პოლიტიკოსებით. მთავარი გადაწყვეტილება ამ დარბაზში მიიღება. იყო დიდი ხმაური, რომ დეპუტატები იყვნენ მოსყიდული. მართლა, 6 მილიარდი აქვს იმ კაცს და 10 დეპუტატი როგორ ვერ მოისყიდეთ ან როგორ ვერ დააშანტაჟეთ?.." იმიტომ ვერ მოისყიდეთ, რომ საქართველოს ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია, პარლამენტში ვერ მოიძებნა 10 გამყიდველი... დღეს ოპოზიციას შეუძლია იამაყოს, რომ თქვენ ჩაგაგდოთ ასეთ მძიმე მდგომარეობაში..."
მისი თქმით, მიუხედავად არაერთი შეცდომისა, სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებასთან" არის მართალი. "ის დგას ევროპის გზაზე და საქართველოს ინტერესებს იცავს... "ქალბატონო სალომე ხვალ აიღეთ ბილეთი და წადით, იარეთ, იარეთ, "ქართული ოცნების" და მტრის ჯინაზე", - განაცხადა მან.
იხილეთ ასევე: