ავტორი:

შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზში მყოფ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ ტაშის დაკვრის გამო უსაყვედურა

შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზში მყოფ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ ტაშის დაკვრის გამო უსაყვედურა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს უსაყვედურა იმის გამო, რომ მათ იმპიჩმენტის საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მხარდაჭერა ტაშით გამოხატეს.

შალვა პაპუაშვილმა მათ თავშეკავებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ნამდვილად მოეთხოვებათ, საქართველოს პარლამენტს პატივი სცენ.

"მივმართავ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომლებიც ლოჟაში არიან განთავსებული. თქვენ ხართ აქ დაკვირვებისთვის და არა მონაწილეობისთვის, მათ შორის, რაც შეეხება ტაშს და სხვა გამოხატულებას. ძალიან გთხოვთ, პატივი სცეთ საქართველოს პარლამენტს. ვფიქრობ, საკითხი, რომელსაც დღეს ჩვენ განვიხილავთ, სწორედ ამას ეხება. პატივი უნდა სცეთ კონსტიტუციას, კონსტიტუციურ ორგანოებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ნამდვილად მოეთხოვებათ, რომ უპირველეს ყოვლისა, პატივი სცენ საქართველოს პარლამენტს. ამიტომ, მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ. დააკვირდით პროცესს. თქვენ არ ხართ ამ პროცესის მონაწილენი“, - მიმართა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.