პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა ღაზის საავადმყოფოში და ვინ არის პასუხისმგებელი ასობით ადამიანის სიკვდილზე? - "ჰესბოლამ" მრისხანების დღე გამოაცხადა (ფოტოები)
რა მოხდა ღაზის საავადმყოფოში და ვინ არის პასუხისმგებელი ასობით ადამიანის სიკვდილზე? - "ჰესბოლამ" მრისხანების დღე გამოაცხადა (ფოტოები)

ღა­ზა­ში, ქა­ლაქ ალ აპ­ლის არა­ბულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, ასო­ბით ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი. "ჰა­მა­სი“ თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ის­რა­ელს აკის­რებს. თა­ვის მხრივ, ის­რა­ე­ლი მომ­ხდარ­ში "ჰა­მასს" ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სპი­კე­რის და­ნი­ელ ჰა­გა­რის თქმით, ის­რა­ე­ლი ჰოს­პიტ­ლის და­ბომბვის საქ­მეს იძი­ებს. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ბევ­რი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­აა, რო­მელ­საც "ჰა­მა­სი" ავ­რცე­ლებს.

  • ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით კი, ღა­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აფეთ­ქე­ბა “ის­ლა­მუ­რი ჯი­ჰა­დის” რა­კე­ტამ გა­მო­იწ­ვია. მათი თქმით, “პა­ლეს­ტი­ნის ის­ლა­მუ­რი ჯი­ჰა­დის” წა­რუ­მა­ტებ­ლად გაშ­ვე­ბულ რა­კე­ტას ღა­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სა­სიკ­ვდი­ლო აფეთ­ქე­ბა მოჰ­ყვა.

"ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის ანა­ლი­ზი­დან, მტერ­მა ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­კე­ტე­ბი გა­უშ­ვა, რომ­ლებ­მაც სა­ა­ვად­მყო­ფოს მახ­ლობ­ლად ჩა­ი­ა­რეს, რო­დე­საც ის აფეთ­ქდა. სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, რამ­დე­ნი­მე წყა­რო­დან, რო­მე­ლიც გვაქვს, “პა­ლეს­ტი­ნის ის­ლა­მუ­რი ჯი­ჰა­დის” ორ­გა­ნი­ზა­ცია პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი [სა­რა­კე­ტო] დარ­ტყმის­თვის, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფოს მოხ­ვდა”,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • მომ­ხდა­რის შემ­დეგ საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი და­ი­წყო და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი იყო ლი­ბან­ში, ირან­სა და თურ­ქეთ­ში.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასო­ბით პა­ლეს­ტი­ნე­ლი შე­იკ­რი­ბა და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს ქა­ლა­ქებ­ში, მათ შო­რის რა­მა­ლა­ში, სა­დაც მო­მი­ტინ­გე­ებ­სა და პა­ლეს­ტი­ნელ უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებს შო­რის შე­ტა­კე­ბა მოხ­და.

შე­ტა­კე­ბა იყო ლი­ბან­შიც ასო­ბით დე­მონ­სტრან­ტსა და ლი­ბა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებს შო­რის. აქ­ცი­ე­ბი გა­ი­მარ­თა აშშ-ის სა­ელ­ჩოს­თან, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლაქ ბე­ი­რუთ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. ასო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა ბე­ი­რუთ­ში საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს­თან, სა­დაც "ჰეზ­ბო­ლას“ დრო­შე­ბი აღ­მარ­თეს და სა­ელ­ჩოს შე­ნო­ბას ქვე­ბი და­უ­ში­ნეს.

ლი­ბან­ში, მოძ­რა­ო­ბა "ჰეზ­ბო­ლამ“, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის გამო, ოთხშა­ბა­თი "მრის­ხა­ნე­ბის დღედ“ გა­მო­ა­ცხა­და.

ასო­ბით მო­მი­ტინ­გე შე­იკ­რი­ბა ბრი­ტა­ნე­თი­სა და საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო­ებ­თან თე­ი­რან­შიც.

  • მომ­ხდა­რი მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თმა ლი­დერ­მა დაგ­მო და რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა ის­რა­ელს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­და.

"აღ­შფო­თე­ბუ­ლი და ღრმად დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ვარ ღა­ზა­ში, ალ აჰლის არა­ბულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბი­სა და მსხვერ­პლის გამო", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, ჯო ბა­ი­დენი ღა­ზა­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას.

მისი თქმით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით იორ­და­ნი­ის მეფე აბ­დუ­ლა II-სა და ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს ესა­უბ­რა და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გუნდს ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა და­ა­ვა­ლა იმის შე­სა­ხებ, თუ ზუს­ტად რა მოხ­და.

"ვე­რა­ფე­რი გა­ა­მარ­თლებს სა­ა­ვად­მყო­ფო­ზე თავ­დას­ხმას. ვე­რა­ფე­რი გა­ა­მარ­თლებს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ზან­ში ამო­ღე­ბას", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი ღა­ზა­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ზე მომ­ხდარ თავ­დას­ხმას. მისი თქმით, მომ­ხდა­რის გა­რე­მო­ე­ბე­ბი უნდა გა­ირ­კვეს.

"საფ­რან­გე­თი გმობს ღა­ზა­ში ალ-აჰლის არა­ბულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ზე თავ­დას­ხმას, რომ­ლის მსხვერ­პლიც უამ­რა­ვი პა­ლეს­ტი­ნე­ლი გახ­და. გა­რე­მო­ე­ბებს სი­ნათ­ლე უნდა მო­ე­ფი­ნოს“, - წერს მაკ­რო­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი, შარლ მი­შე­ლი ღა­ზა­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმას ეხ­მა­უ­რე­ბა და აცხა­დებს, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე თავ­დას­ხმა სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

”მი­ვი­ღეთ ეს ინ­ფორ­მა­ცია, რო­დე­საც ლი­დე­რე­ბი ვირ­ტუ­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე ვი­ყა­ვით შეკ­რე­ბი­ლი. სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე თავ­დას­ხმა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბას“, - აღ­ნიშ­ნა მი­შელ­მა.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღეს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, ჯო ბა­ი­დე­ნი ის­რა­ელს ეწ­ვე­ვა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
12
6

ორი ატომური ბომბი ჩამოაგდო ამერიკამ მძინარე იაპონიის ქალაქებში და რა პასუხი აგო?

ქართველი ვაჟკაცი
0

სიკვდილი საქართველოს მტრებს!!!!ვინც რუსეთს უჭერდით მხარს და მისი მოკავშირეები იყავით,როცა საქართველო რუსეთთან მარტო ომობდა ყველა დაისჯებით!!!დაელოდეთ !!!

ავტორი:

რა მოხდა ღაზის საავადმყოფოში და ვინ არის პასუხისმგებელი ასობით ადამიანის სიკვდილზე? - "ჰესბოლამ" მრისხანების დღე გამოაცხადა (ფოტოები)

რა მოხდა ღაზის საავადმყოფოში და ვინ არის პასუხისმგებელი ასობით ადამიანის სიკვდილზე? - "ჰესბოლამ" მრისხანების დღე გამოაცხადა (ფოტოები)

ღაზაში, ქალაქ ალ აპლის არაბულ საავადმყოფოში, აფეთქების შედეგად, ასობით ადამიანია დაღუპული. "ჰამასი“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს. თავის მხრივ, ისრაელი მომხდარში "ჰამასს" ადანაშაულებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელი ჰოსპიტლის დაბომბვის საქმეს იძიებს. მისივე განცხადებით, ბევრი ცრუ ინფორმაციაა, რომელსაც "ჰამასი" ავრცელებს.

  • ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით კი, ღაზის საავადმყოფოში აფეთქება “ისლამური ჯიჰადის” რაკეტამ გამოიწვია. მათი თქმით, “პალესტინის ისლამური ჯიჰადის” წარუმატებლად გაშვებულ რაკეტას ღაზის საავადმყოფოში სასიკვდილო აფეთქება მოჰყვა.

"ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერატიული სისტემების ანალიზიდან, მტერმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რომლებმაც საავადმყოფოს მახლობლად ჩაიარეს, როდესაც ის აფეთქდა. სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რამდენიმე წყაროდან, რომელიც გვაქვს, “პალესტინის ისლამური ჯიჰადის” ორგანიზაცია პასუხისმგებელია წარუმატებელი [სარაკეტო] დარტყმისთვის, რომელიც საავადმყოფოს მოხვდა”,- ნათქვამია განცხადებაში.

  • მომხდარის შემდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო დასავლეთ სანაპიროზე, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. საპროტესტო აქციები იყო ლიბანში, ირანსა და თურქეთში.

მედიის ინფორმაციით, ასობით პალესტინელი შეიკრიბა დასავლეთ სანაპიროს ქალაქებში, მათ შორის რამალაში, სადაც მომიტინგეებსა და პალესტინელ უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა.

შეტაკება იყო ლიბანშიც ასობით დემონსტრანტსა და ლიბანის უსაფრთხოების ძალებს შორის. აქციები გაიმართა აშშ-ის საელჩოსთან, რომელიც დედაქალაქ ბეირუთთან ახლოს მდებარეობს. ასობით ადამიანი შეიკრიბა ბეირუთში საფრანგეთის საელჩოსთან, სადაც "ჰეზბოლას“ დროშები აღმართეს და საელჩოს შენობას ქვები დაუშინეს.

ლიბანში, მოძრაობა "ჰეზბოლამ“, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო, ოთხშაბათი "მრისხანების დღედ“ გამოაცხადა.

ასობით მომიტინგე შეიკრიბა ბრიტანეთისა და საფრანგეთის საელჩოებთან თეირანშიც.

  • მომხდარი მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა დაგმო და რამდენიმე მათგანმა ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"აღშფოთებული და ღრმად დამწუხრებული ვარ ღაზაში, ალ აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარი აფეთქებისა და მსხვერპლის გამო", - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ღაზაში, საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას.

მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით იორდანიის მეფე აბდულა II-სა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდს ინფორმაციის შეგროვება დაავალა იმის შესახებ, თუ ზუსტად რა მოხდა.

"ვერაფერი გაამართლებს საავადმყოფოზე თავდასხმას. ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას", - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ღაზაში, საავადმყოფოზე მომხდარ თავდასხმას. მისი თქმით, მომხდარის გარემოებები უნდა გაირკვეს.

"საფრანგეთი გმობს ღაზაში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოზე თავდასხმას, რომლის მსხვერპლიც უამრავი პალესტინელი გახდა. გარემოებებს სინათლე უნდა მოეფინოს“, - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ღაზაში, საავადმყოფოზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა საერთაშორისო კანონმდებლობას არ შეესაბამება.

”მივიღეთ ეს ინფორმაცია, როდესაც ლიდერები ვირტუალურ შეხვედრაზე ვიყავით შეკრებილი. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას“, - აღნიშნა მიშელმა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელს ეწვევა.