ღაზას სექტორში მდებარე საავადმყოფოში რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა. როგორც BBC პალესტინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, გარდაცვლილთა რაოდენობა მინიმუმ 500-ია. "ჰამასის" წევრების თქმით, მათი რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან ნანგრევების ქვეშ უამრავი ადამიანია მოყოლილი.
პალესტინური მხარე ამბობს, რომ მომხდარი ისრაელის საჰაერო თავდასხმას უკავშირდება, ხოლო ისრაელის სამხედრო სპიკერი აღნიშნავს, რომ მომხდარზე ამ ეტაპზე პასუხისმგებლობას არ იღებენ და "ინციდენტს სწავლობენ".
ალ-აჰლი ბაპტისტური საავადმყოფო ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.
მისი თქმით, 600 000-მა პალესტინელმა ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც ისრაელმა ისინი გააფრთხილა, მოსალოდნელი სახმელეთო შეტევის წინ სამხრეთით გადასულიყვნენ.
"მაგრამ ჯერ კიდევ არის 100 000 ადამიანი, რომლებიც უნდა წავიდნენ“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.
ამასთან, მისი თქმით, ისრაელი აგრძელებს ოპერაციებს ღაზას სამხრეთით, სადაც მათ სამიზნეს "ჰამასის" ლიდერები და ინფრასტრუქტურა წარმოადგენს.