პალესტინის სამედიცინო წყაროების ცნობით, "ჰამასის" ლიდერის ისმაილ ჰანიეს ოჯახის 14 წევრი დაიღუპა ღაზას ქალაქ შეიხ რადვანზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
მათი ცნობითვე, გარდაცვლილებს შორის არიან ჰანიეს ძმა და ძმისშვილი. თავად ჰანიე ამჟამად ყატარში იმყოფება.
ვინ არის ისმაილ ჰანიე?
ის პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მე-3 პრემიერ-მინისტრი იყო 2006-2007 წლებში.
ისმაილ აბდელ სალამ ჰანია, მეტსახელად აბუ ალ-აბდი, 1963 წელს დაიბადა ღაზის სექტორში განთავსებულ შატის ლტოლვილთა ბანაკში, სწავლობდა გაეროს სკოლებში, რომლებიც ლტოლვილებისთვისაა განკუთვნილი. 1987 წელს დაამთავრა ისლამური უნივერსიტეტის არაბისტიკის ფაკულტეტი. მოგვიანებით დაუახლოვდა "ჰამასის" დამფუძნებელს, შეიხ აჰმედ იასინს. ისმაილ ჰანია დაქორწინებულია და ჰყავს 13 შვილი.
2006 წლის 16 თებერვალს "ჰამასმა" ჰანია პალესტინის პრემიერ მინისტრად დანიშნა. ერთი წლის შემდეგ, პალესტინის ეროვნული ხელისუფლების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ჰანიეს მთავრობა დაითხოვა, მაგრამ "ჰამასმა" ეს გადაწყვეტილება არალეგიტიმურად გამოაცხადა და მინისტრთა კაბინეტმა მუშაობა გააგრძელა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰანიე ტერორისტად გამოაცხადა.
წაიკითხეთ ასევე: