მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტმა საკუთარ თავზე იწვნია, როგორი უსამართლო სასამართლო გვაქვს, ამავე სასამართლოს გასამართლებულია სააკაშვილი... " - დავით კირკიტაძე
"პრეზიდენტმა საკუთარ თავზე იწვნია, როგორი უსამართლო სასამართლო გვაქვს, ამავე სასამართლოს გასამართლებულია სააკაშვილი... " - დავით კირკიტაძე

მინ­და, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს ვუ­თხრა, კი­დევ სჯე­რა, რომ ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო სა­მარ­თლი­ა­ნია და არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი? მან ხომ სა­კუ­თარ თავ­ზე იწ­ვნია, რო­გო­რი უსა­მარ­თლო სა­სა­მარ­თლო გვაქვს ჩვენ, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, და­ვით კირ­კი­ტა­ძემ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კირ­კი­ტა­ძემ აღ­ნიშ­ნა, თუ პრე­ზი­დენტს მარ­თლაც სურს, რომ თა­ვი­სუ­ფალ პო­ლი­ტი­კო­სად დარ­ჩეს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უნდა შე­ი­წყა­ლოს.

„მინ­და, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს მო­ვუ­წო­დო და ვუ­თხრა, მას კი­დევ სჯე­რა, რომ ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო სა­მარ­თლი­ა­ნია, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი? მან ხომ სა­კუ­თარ თავ­ზე იწ­ვნია, რო­გო­რი უსა­მარ­თლო სა­სა­მარ­თლო გვაქვს ჩვენ, რო­გო­რი პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლოა, რო­გორ ემორ­ჩი­ლე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან ზე­წო­ლას.

მინ­და, შე­ვახ­სე­ნო, რომ ამა­ვე სა­სა­მარ­თლოს გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი. მას ხელთ აქვს ბერ­კე­ტი, ამ უსა­მარ­თლო სა­სა­მარ­თლოს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ას­წო­როს. რას ელო­დე­ბა ის? - თუ კი­დევ დარ­ჩა იმე­დი, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და კა­ნო­ნით და სა­მარ­თლი­ა­ნად. არა, ქალ­ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, ისე­ვე რო­გორც თქვენს შემ­თხვე­ვა­ში, ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოქ­მე­დებ­და პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბი­დან, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თქვენ გუ­შინ ოპო­ზი­ცი­ას მო­უ­წო­დეთ, არ შე­მო­სუ­ლი­ყო დარ­ბაზ­ში, რო­დე­საც იქ­ნე­ბო­და სა­კი­თხის გან­ხილ­ვა. კარ­გად იცით, რომ ჩვენ ეს პო­ზი­ცია და­ვა­ფიქ­სი­რეთ თქვენს მო­წო­დე­ბამ­დე, ჩვენ არ შე­მოვ­დი­ვართ დარ­ბაზ­ში იმი­ტომ, რომ ის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ამ დარ­ბაზ­ში უნდა გა­ი­მარ­თოს, არ არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რეს­ში, ჩვენს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­ში. რო­დე­საც სწო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა და­ი­წყეთ, ევ­რო­პულ დე­და­ქა­ლა­ქებ­ში სი­ა­რუ­ლი, მა­შინ და­ი­წყო „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ თქვე­ნი იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა.

თუ მარ­თლაც გსურთ, თა­ვი­სუ­ფალ პო­ლი­ტი­კო­სად დარ­ჩეთ, სა­მარ­თლი­ან პო­ლი­ტი­კო­სად, უნდა გა­დად­გათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი, უნდა შე­ი­წყა­ლოთ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მა­შინ და­ვი­ჯე­რებთ, რომ ნამ­დვი­ლად თა­ვი­სუ­ფა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ხართ, რე­ა­ლუ­რად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი პრე­ზი­დენ­ტი და თავს არ ეს­ხმით მხო­ლოდ კო­ბა­ხი­ძეს და იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც თქვე­ნი იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა წა­მო­ი­წყო“,-აღ­ნიშ­ნა კირ­კი­ტა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კირკიტაძეს!
0

შენი ადგილი ციხეშია, ქვეყნად სამართალი, რომ არსებობდეს!

@
0

ეს სალომესთბის ჩამმოწერილ გეგმაში არ შედის

თუ წინა პრეზიდენტებს განდევნიან მოკლავენ ან დაიჭერენ ეს სალომესთვის 100 % სამართლიანი და კონატიტუციურია!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"პრეზიდენტმა საკუთარ თავზე იწვნია, როგორი უსამართლო სასამართლო გვაქვს, ამავე სასამართლოს გასამართლებულია სააკაშვილი... " - დავით კირკიტაძე

"პრეზიდენტმა საკუთარ თავზე იწვნია, როგორი უსამართლო სასამართლო გვაქვს, ამავე სასამართლოს გასამართლებულია სააკაშვილი... " - დავით კირკიტაძე

მინდა, საქართველოს პრეზიდენტს ვუთხრა, კიდევ სჯერა, რომ ქართული სასამართლო სამართლიანია და არ არის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი? მან ხომ საკუთარ თავზე იწვნია, როგორი უსამართლო სასამართლო გვაქვს ჩვენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, თუ პრეზიდენტს მართლაც სურს, რომ თავისუფალ პოლიტიკოსად დარჩეს, მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიწყალოს.

„მინდა, საქართველოს პრეზიდენტს მოვუწოდო და ვუთხრა, მას კიდევ სჯერა, რომ ქართული სასამართლო სამართლიანია, დამოუკიდებელი და არ არის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი? მან ხომ საკუთარ თავზე იწვნია, როგორი უსამართლო სასამართლო გვაქვს ჩვენ, როგორი პოლიტიკურად ანგაჟირებული სასამართლოა, როგორ ემორჩილება „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლას.

მინდა, შევახსენო, რომ ამავე სასამართლოს გასამართლებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მას ხელთ აქვს ბერკეტი, ამ უსამართლო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება გამოასწოროს. რას ელოდება ის? - თუ კიდევ დარჩა იმედი, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ქართული სასამართლო ხელმძღვანელობდა კანონით და სამართლიანად. არა, ქალბატონო პრეზიდენტო, ისევე როგორც თქვენს შემთხვევაში, ქართული სასამართლო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოქმედებდა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე.

მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გუშინ ოპოზიციას მოუწოდეთ, არ შემოსულიყო დარბაზში, როდესაც იქნებოდა საკითხის განხილვა. კარგად იცით, რომ ჩვენ ეს პოზიცია დავაფიქსირეთ თქვენს მოწოდებამდე, ჩვენ არ შემოვდივართ დარბაზში იმიტომ, რომ ის პროცესი, რომელიც ამ დარბაზში უნდა გაიმართოს, არ არის ქართველი ხალხის ინტერესში, ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. როდესაც სწორი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა დაიწყეთ, ევროპულ დედაქალაქებში სიარული, მაშინ დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ თქვენი იმპიჩმენტის პროცედურა.

თუ მართლაც გსურთ, თავისუფალ პოლიტიკოსად დარჩეთ, სამართლიან პოლიტიკოსად, უნდა გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, უნდა შეიწყალოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მაშინ დავიჯერებთ, რომ ნამდვილად თავისუფალი პრეზიდენტი ხართ, რეალურად ბიძინა ივანიშვილისგან თავისუფალი პრეზიდენტი და თავს არ ესხმით მხოლოდ კობახიძეს და იმ ადამიანებს, ვინც თქვენი იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო“,-აღნიშნა კირკიტაძემ.