სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამარჯვება, რომელიც მარცხის ტოლფასია: რა ხდება პოლონეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - ტუსკის დაპირებები და პრემიერად დაბრუნების დიდი შანსი
გამარჯვება, რომელიც მარცხის ტოლფასია: რა ხდება პოლონეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - ტუსკის დაპირებები და პრემიერად დაბრუნების დიდი შანსი

პო­ლო­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ 17 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­აქ­ვეყ­ნა პო­ლო­ნე­თის სე­ი­მის არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი. სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი­დან ოქ­მე­ბის 100%-ის დათ­ვლის შე­დე­გად, ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბი ასე გა­ნა­წილ­და:

  • ლი­დე­რობს მმარ­თვე­ლი პარ­ტია "კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლი" - მი­ი­ღო ხმე­ბის 35.38% (194 მან­და­ტი);
  • მის მთა­ვარ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს "სა­მო­ქა­ლა­ქო კო­ა­ლი­ცი­ას" 30,7% -იანი მხარ­და­ჭე­რა აქვს (157 მან­და­ტი);
  • "მე­სა­მე გზამ" მი­ი­ღო ხმე­ბის 14.4% (65 მან­და­ტი);
  • "მე­მარ­ცხე­ნე­ებ­მა" მი­ი­ღეს ხმე­ბის 8.61% (26 მან­და­ტი);
  • ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე "კონ­ფე­დე­რა­ცი­ამ" მი­ი­ღო ხმე­ბის 7.16% (18 მან­და­ტი).

ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის "სა­მო­ქა­ლა­ქო კო­ა­ლი­ცი­ის" ლი­დე­რი დო­ნალდ ტუს­კი ცდი­ლობს, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის 8-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბა და­ას­რუ­ლოს.

მარ­თლაც, ტუსკს სე­იმ­ში კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნის და მთავ­რო­ბის და­კომ­პლექ­ტე­ბის დიდი შან­სი აქვს.

ხმის მი­ცე­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მან გა­ნა­ცხა­და:

"პო­ლო­ნეთ­მა გა­ი­მარ­ჯვა, დე­მოკ­რა­ტი­ამ გა­ი­მარ­ჯვა. ეს ცუდი დრო­ის და­სას­რუ­ლია, პარ­ტია "კა­ნო­ნი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის“ და­სას­რუ­ლია!“

პრე­ზი­დენ­ტი ან­ჯეი დუდა კი და­ა­ვა­ლებს ამ­ჟა­მად მმარ­თველ პარ­ტი­ას კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნას, მაგ­რამ დიდი ალ­ბა­თო­ბით, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან გა­ცი­ლე­ბით დიდი შან­სია, რომ ტუს­კის პარ­ტი­ამ და­ნარ­ჩენ ორ ცენ­ტრის­ტულ პარ­ტი­ას­თან შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ოს.

არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მსგავ­სად, ორი­ვე პარ­ტი­ამ გა­მარ­ჯვე­ბა აღ­ნიშ­ნა. ყო­ფი­ლი და მოდი, სი­მარ­თლე ვთქვათ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი დო­ნალდ ტუს­კი ვერ მა­ლავ­და თა­ვის ტრი­უმფს და ეს მისი სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა­სა და ხმის ინ­ტო­ნა­ცი­ა­შიც კი იგ­რძნო­ბო­და.

პო­ლო­ნეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა წლებ­თან ერ­თად იძა­ბე­ბო­და. The Financial Times-ს წერ­და, რომ "კა­ნონ­მა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბამ“ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტე­ლე­ვი­ზია პრო­პა­გან­დის ინ­სტრუ­მენ­ტად აქ­ცია. მან ასე­ვე შე­ზღუ­და აბორ­ტის უფ­ლე­ბა, მო­ახ­დი­ნა ერ­თსქე­სი­ან­თა წყვი­ლე­ბის, მიგ­რან­ტე­ბი­სა და ლტოლ­ვი­ლე­ბის დე­მო­ნი­ზა­ცია.

ამ ყვე­ლა­ფერ­მა ბრი­უ­სე­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია და პო­ლო­ნეთს მი­ლი­არ­დო­ბით ევ­როს ფი­ნან­სი­რე­ბა გა­უ­ყი­ნა. ტუსკმა პი­რო­ბა დადო, რომ ამ თან­ხებს განბ­ლო­კავს და ვარ­შა­ვას მტკი­ცე პრო­ევ­რო­პულ გზა­ზე და­აბ­რუ­ნებს.

დო­ნალდ ტუს­კი გა­მოც­დი­ლი პო­ლო­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სია. ის წარ­სულ­ში არა მხო­ლოდ პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, არა­მედ ევ­რო­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეც იყო.

ის და მისი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი ლი­ბე­რა­ლურ-კონ­სერ­ვა­ტო­რუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის ხალ­ხია, რომ­ლე­ბიც თა­ვის პო­ლი­ტი­კას პრო­ევ­რო­პუ­ლო­ბის­კენ, ფე­მი­ნიზ­მის­კენ, სო­ცი­ა­ლუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კი­სა­კენ მი­მარ­თა­ვენ.

2007 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე მან ხმე­ბის 41.5% აიღო და სე­ი­მი­დან 209 (სულ 460) ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, ხოლო სე­ნატ­ში 60 ად­გი­ლი 100-დან.

2014 წელს ის ევ­რო­საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბით ვერ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, სა­მა­გი­ე­როდ, თა­ნამ­დე­ბო­ბამ მისი მო­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა.

ჯერ კი­დევ ოპო­ზი­ცი­ა­ში მყო­ფი ტუს­კი, მმარ­თველ პარ­ტი­ას ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, რომ ის Polexit-ს, ანუ პო­ლო­ნე­თის ევ­რო­კავ­ში­რი­დან გას­ვლას აპი­რებ­და.

2019 წელს ტუსკს ევ­რო­საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ვადა გა­უ­ვი­და და ის პო­ლო­ნურ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუნ­და. მა­შინ ბევ­რი ფიქ­რობ­და, რომ პო­ლი­ტი­კო­სი 2020 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, თუმ­ცა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი თქვა.

თა­ვის ახალ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში მან ლი­ბე­რა­ლუ­რი იდე­ე­ბი ჩადო: დადო პი­რო­ბა, რომ პო­ლი­ტი­კა­ში ქა­ლე­ბის როლს გაზ­რდი­და, მო­ახ­დენ­და ლგბტ კავ­ში­რე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას, შე­არ­ბი­ლებ­და აბორ­ტე­ბის თა­ო­ბა­ზე არ­სე­ბულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, ასე­ვე მოხ­დე­ბო­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სე­ბის 30%-იანი ზრდა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის პირ­ვე­ლი ბი­ნის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, უპ­რო­ცენ­ტო კრე­დი­ტით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

თუ ისი­ნი მარ­თლაც მო­ვიდ­ნენ სა­თა­ვე­ში, აგ­რეთ­ვე აპი­რე­ბენ, რომ ეკ­ლე­სი­ის ფონ­დი გა­ა­უქ­მონ, ხოლო სას­კო­ლო ატეს­ტა­ტე­ბი­დან რე­ლი­გი­ის საგ­ნის ქუ­ლე­ბი ამო­ი­ღონ.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
8

80-იან წლებში, სოცბანაკის პერიოდში, პოლონეთი ყველაზე მეტად იქაჩებოდა ევროპისაკენ. გადავიდა ევროპაში და ახლა ყველაზე მეტად იქაჩება უკან :).

ქართველი
13

კიდეკაი ამ ლიბერასტმა ტუსკმა როარ მოიგო..

ავტორი:

გამარჯვება, რომელიც მარცხის ტოლფასია: რა ხდება პოლონეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - ტუსკის დაპირებები და პრემიერად დაბრუნების დიდი შანსი

გამარჯვება, რომელიც მარცხის ტოლფასია: რა ხდება პოლონეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - ტუსკის დაპირებები და პრემიერად დაბრუნების დიდი შანსი

პოლონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიამ 17 ოქტომბერს გამოაქვეყნა პოლონეთის სეიმის არჩევნების საბოლოო შედეგები. საარჩევნო უბნებიდან ოქმების 100%-ის დათვლის შედეგად, ამომრჩეველთა ხმები ასე განაწილდა:

  • ლიდერობს მმართველი პარტია "კანონი და სამართალი" - მიიღო ხმების 35.38% (194 მანდატი);
  • მის მთავარ მოწინააღმდეგეს "სამოქალაქო კოალიციას" 30,7% -იანი მხარდაჭერა აქვს (157 მანდატი);
  • "მესამე გზამ" მიიღო ხმების 14.4% (65 მანდატი);
  • "მემარცხენეებმა" მიიღეს ხმების 8.61% (26 მანდატი);
  • ულტრამემარჯვენე "კონფედერაციამ" მიიღო ხმების 7.16% (18 მანდატი).

ოპოზიციური ძალის "სამოქალაქო კოალიციის" ლიდერი დონალდ ტუსკი ცდილობს, რომ მმართველი პარტიის 8-წლიანი მმართველობა დაასრულოს.

მართლაც, ტუსკს სეიმში კოალიციის შექმნის და მთავრობის დაკომპლექტების დიდი შანსი აქვს.

ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, მან განაცხადა:

"პოლონეთმა გაიმარჯვა, დემოკრატიამ გაიმარჯვა. ეს ცუდი დროის დასასრულია, პარტია "კანონისა და სამართლიანობის“ დასასრულია!“

პრეზიდენტი ანჯეი დუდა კი დაავალებს ამჟამად მმართველ პარტიას კოალიციის შექმნას, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს შეუძლებელი იქნება, რადგან გაცილებით დიდი შანსია, რომ ტუსკის პარტიამ დანარჩენ ორ ცენტრისტულ პარტიასთან შეთანხმებას მიაღწიოს.

არჩევნების შემდეგ, ჩვენი პოლიტიკოსების მსგავსად, ორივე პარტიამ გამარჯვება აღნიშნა. ყოფილი და მოდი, სიმართლე ვთქვათ, სავარაუდოდ, მომავალი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ვერ მალავდა თავის ტრიუმფს და ეს მისი სახის გამომეტყველებასა და ხმის ინტონაციაშიც კი იგრძნობოდა.

პოლონეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა წლებთან ერთად იძაბებოდა. The Financial Times-ს წერდა, რომ "კანონმა და სამართლიანობამ“ საზოგადოებრივი ტელევიზია პროპაგანდის ინსტრუმენტად აქცია. მან ასევე შეზღუდა აბორტის უფლება, მოახდინა ერთსქესიანთა წყვილების, მიგრანტებისა და ლტოლვილების დემონიზაცია.

ამ ყველაფერმა ბრიუსელის უკმაყოფილება გამოიწვია და პოლონეთს მილიარდობით ევროს ფინანსირება გაუყინა. ტუსკმა პირობა დადო, რომ ამ თანხებს განბლოკავს და ვარშავას მტკიცე პროევროპულ გზაზე დააბრუნებს.

დონალდ ტუსკი გამოცდილი პოლონელი პოლიტიკოსია. ის წარსულში არა მხოლოდ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, არამედ ევროსაბჭოს თავმჯდომარეც იყო.

ის და მისი თანაგუნდელები ლიბერალურ-კონსერვატორული იდეოლოგიის ხალხია, რომლებიც თავის პოლიტიკას პროევროპულობისკენ, ფემინიზმისკენ, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკისაკენ მიმართავენ.

2007 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მან ხმების 41.5% აიღო და სეიმიდან 209 (სულ 460) ადგილი დაიკავა, ხოლო სენატში 60 ადგილი 100-დან.

2014 წელს ის ევროსაბჭოს ხელმძღვანელი გახდა, თუმცა განსაკუთრებული წარმატებებით ვერ გამოირჩეოდა, სამაგიეროდ, თანამდებობამ მისი მომავალი პოლიტიკური კურსი ჩამოაყალიბა.

ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფი ტუსკი, მმართველ პარტიას ადანაშაულებდა, რომ ის Polexit-ს, ანუ პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლას აპირებდა.

2019 წელს ტუსკს ევროსაბჭოს ხელმძღვანელობის ვადა გაუვიდა და ის პოლონურ პოლიტიკაში დაბრუნდა. მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ პოლიტიკოსი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა, თუმცა ოპოზიციონერმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

თავის ახალ საარჩევნო კამპანიაში მან ლიბერალური იდეები ჩადო: დადო პირობა, რომ პოლიტიკაში ქალების როლს გაზრდიდა, მოახდენდა ლგბტ კავშირების ლეგალიზაციას, შეარბილებდა აბორტების თაობაზე არსებულ კანონმდებლობას, ასევე მოხდებოდა მასწავლებლების ხელფასების 30%-იანი ზრდა და მოქალაქეებისთვის პირველი ბინის შეძენის შემთხვევაში, უპროცენტო კრედიტით უზრუნველყოფა.

თუ ისინი მართლაც მოვიდნენ სათავეში, აგრეთვე აპირებენ, რომ ეკლესიის ფონდი გააუქმონ, ხოლო სასკოლო ატესტატებიდან რელიგიის საგნის ქულები ამოიღონ.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე