რუსეთის დუმამ დღეს, 17 ოქტომბერს გააუქმა რატიფიკაცია ხელშეკრულების, რომელიც ბირთვული ცდების აკრძალვას ითვალისწინებდა.
დერატიფიკაცია რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პირველივე მოსმენით მოახდინა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დუმას ხელშეკრულების დერატიფიკაციის წინადადება 5 ოქტომბერს შესთავაზა.
პუტინის თქმით, ბირთვული ცდების აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს აშშ-მა და რუსეთმა, თუმცა ამ ხელშეკრულების რატიფიკაცია მხოლოდ რუსეთმა მოახდინა. ახლა კი დროა, მისი რატიფიცირება გაუქმდეს.