მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ჩანს ღაზის მიწისქვეშა წყვდიადში? - გვირაბების 3-4 სართულიანი ქსელები, ბუნკერები, იარაღის საცავები, ბაზები რაკეტების წარმოებისთვის... - "ცახალის" რთული ამოცანა
რა ჩანს ღაზის მიწისქვეშა წყვდიადში? -  გვირაბების 3-4 სართულიანი ქსელები,  ბუნკერები, იარაღის საცავები, ბაზები რაკეტების წარმოებისთვის... - "ცახალის" რთული ამოცანა

"ჰა­მა­სის" მმარ­თვე­ლო­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, ღა­ზის სექ­ტორ­ში მი­წის­ქვე­შა ლა­ბი­რინ­თე­ბის გა­უ­ვა­ლი ქსე­ლი გა­კეთ­და. ეს ქსე­ლი არა მხო­ლოდ უშუ­ა­ლოდ ღა­ზის ქვეშ არის, არა­მედ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ეგ­ვიპ­ტე­სა და ის­რა­ელ­შიც კი გა­და­დის. თუ თავ­და­პირ­ვე­ლად ამ ქსელს უფრო სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი­სა და პრო­დუქ­ტე­ბის კონ­ტრა­ბან­დის­თვის იყე­ნებ­დნენ, ნელ-ნელა ეს ია­რა­ღის გა­და­ზიდ­ვის უკა­ნო­ნო გზად და ტე­რო­რის­ტე­ბის თავ­შე­საფ­რად იქცა. 7 ოქ­ტომ­ბერს "ჰა­მა­სის" ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმი­სა და გა­ჩა­ღე­ბუ­ლი ომის შემ­დეგ, სულ უფრო რე­ა­ლუ­რი ხდე­ბა ღა­ზის სექ­ტორ­ში ის­რა­ე­ლის სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცია, რომ­ლის ერთ-ერთ მიზ­ნად სწო­რედ მი­წის­ქვე­შა ღა­ზის გა­ნად­გუ­რე­ბაც სა­ხელ­დე­ბა.

პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის მიერ გა­თხრი­ლი მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი პირ­და­პირ საფრ­თხეს უქ­მნის ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბას. ამ ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, მხო­ლოდ ბოლო ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ეგ­ვიპ­ტუ­რი გვი­რა­ბით ღა­ზის სექ­ტორ­ში 20 ათა­სი მცი­რე ზო­მის ია­რა­ღი, ექ­ვსი ათა­სი ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტა და 100 ტო­ნა­ზე მეტი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა გა­და­ი­ტა­ნეს. ასე­თი გვი­რა­ბე­ბის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა უც­ნო­ბია, მაგ­რამ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ სულ მცი­რე, ათა­სი მა­ინც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. გა­საკ­ვი­რია ამ­დე­ნი გვი­რა­ბის არ­სე­ბო­ბა, მათი სიღ­რმე, მო­წყო­ბა... ეს წარ­მო­ად­გენს ერ­თგვარ 3-4-სარ­თუ­ლი­ან სივ­რცე­ებს, რო­მელ­თა ნა­წილ­საც აქვს რამ­დე­ნი­მე­ფე­ნი­ა­ნი თავ­დაც­ვის სის­ტე­მა, ბუნ­კე­რე­ბი "ბო­ე­ვი­კე­ბის­თვის", სა­დაც მი­ნი­მუმ 15 ათა­სი ადა­მი­ა­ნის გან­თავ­სე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ გა­დახ­ვი­დეთ ერთი ბო­ლო­დან მე­ო­რე­ზე და გა­და­ი­ტა­ნოთ ცო­ცხა­ლი ძალა თუ ია­რა­ღი. აქ გან­ლა­გე­ბუ­ლია სა­მე­თა­უ­რო პუნ­ქტე­ბი, რა­კე­ტე­ბი­სა და ია­რა­ღის სა­ცა­ვე­ბი, ასე­ვე სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი სა­შუ­ა­ლო რა­დი­უ­სის რა­კე­ტე­ბის წარ­მო­ე­ბის­თვის...

  • რო­გორ იწყე­ბო­და ღა­ზის მი­წის­ქვე­შე­თის ცხოვ­რე­ბა?

რო­გორც ამ­ბო­ბენ, მექ­სი­კე­ლი ნარ­კო­ბა­რო­ნე­ბის მოკ­ლე გვი­რა­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­თა­ვეს მექ­სი­კა-ამე­რი­კის სა­ზღვარ­ზე იღებს და პირ­ვე­ლი­ვე მო­სა­ზღვრე შტატ­ში, რამ­დე­ნი­მე კმ-ში მთავ­რდე­ბა, ჰა­მა­სის გვი­რა­ბებ­თან შე­და­რე­ბით, ბავ­შვუ­რი გა­თხრე­ბია.

ზო­გი­ერ­თი ცნო­ბით, პირ­ვე­ლი გვი­რა­ბე­ბი ღა­ზას სექ­ტორ­ში 1980-იანი წლე­ბის ბო­ლოს გა­მოჩ­ნდა. რამ­დე­ნი­მე მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლით, რომ­ლე­ბიც ეგ­ვიპ­ტე­ში მი­დი­ო­და, ძი­რი­თა­დად, მოხ­მა­რე­ბის სა­ქო­ნე­ლი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მი­ე­წო­დე­ბო­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად ამ გვი­რა­ბე­ბის თხრა უბ­რა­ლო მო­სახ­ლე­ო­ბამ და კონ­ტრა­ბან­დის­ტებ­მა ღა­ზის სექ­ტო­რი­სა და ეგ­ვიპ­ტის 12 კმ-იან სა­ზღვარ­ზე და­ი­წყეს. რო­გორც დღეს არის ცნო­ბი­ლი, შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით და მძი­მე ტექ­ნი­კის გა­რე­შე მათ 1 200 გვი­რა­ბი გა­ა­კე­თეს, ანუ გა­მო­დის, რომ ყო­ველ კი­ლო­მეტრზე 100 გვი­რა­ბი მო­დი­ო­და. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრზეა გაშ­ლი­ლი და მი­წის ქვეშ 20-30 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს. ამ გვი­რა­ბე­ბის მი­ზა­ნი იყო, რომ ეგ­ვიპ­ტი­დან ღა­ზა­ში სხვა­დას­ხვა სა­ხის პრო­დუქ­ტე­ბი სა­ბა­ჟოს ავ­ლით გა­და­ე­ზი­დათ.

ეს ის­ტო­რი­უ­ლი ფო­ტოა, ასე შედ­გა ეგ­ვი­პუტრ-ღა­ზუ­რი ქორ­წი­ლი. უც­ნო­ბია პა­ტარ­ძალ­მა და­ი­წუ­ნა ღაზა თუ სი­ძემ, ან იქ­ნებ თაფ­ლო­ბის თვეს შარმ-ელ-შე­იხ­ში გა­ტა­რე­ბა უნ­დო­დათ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი გვი­რა­ბით ზედ­მე­ტი ფორ­მა­ლო­ბე­ბის გა­რე­შე გა­და­ვიდ­ნენ ეგ­ვიპ­ტე­ში.

ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა 2007 წელს, რო­დე­საც პა­ლეს­ტი­ნა­ში "ჰა­მა­სი" მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

მას მერე, გვი­რა­ბე­ბის ეკო­ნო­მი­კა ღა­ზას სექ­ტორ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს შე­ად­გენს. "ჰა­მა­სის" მთავ­რო­ბამ მათ მფლო­ბე­ლებს გა­და­სა­ხა­დე­ბი და­უ­წე­სა და პრო­დუქ­ტე­ბის გა­და­ზიდ­ვა­საც აკონ­ტრო­ლებს. რა თქმა უნდა, ვაჭ­რო­ბას­თან ერ­თად გვი­რა­ბე­ბი ია­რა­ღის, საწ­ვა­ვი­სა და სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის გა­და­სა­ზი­დი გზაც გახ­და. პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­მა ეგ­ვიპ­ტე­ში, სულ ცოტა, 13 ათა­სი მან­ქა­ნა მო­ი­პა­რეს, რო­მე­ლიც ამ გვი­რა­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ღა­ზა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

არა­ბუ­ლი და პა­ლეს­ტი­ნუ­რი მე­დი­ით ირ­კვე­ვა, რომ "ჰა­მა­სის" ბი­უ­ჯე­ტის 10-15 პრო­ცენტს შე­ად­გენს ამ მი­წის­ქვე­შე­თი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი. დღი­უ­რად ეს შე­მო­სა­ვა­ლი ზოგ­ჯერ 170 000 დო­ლარს აღ­წევს. გვი­რაბ­ში მუ­შა­ო­ბა პა­ტა­რა ბავ­შვებ­საც შე­უძ­ლი­ათ, მათი ხელ­ფა­სი 20 დო­ლა­რია, რაც ღა­ზის პი­რო­ბე­ბის­თვის საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი შე­მო­სა­ვა­ლია.

ამი­ტომ ამ­გვა­რი გვი­რა­ბე­ბის "მშე­ნებ­ლო­ბი­სას", რო­დე­საც ხდე­ბა ტრა­გე­დია, ხში­რად ბავ­შვე­ბი იღუ­პე­ბი­ან.

  • რა ღირს გვი­რა­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბა?

ერთი მან­ქა­ნის გა­დაყ­ვა­ნა 2011 წელს 500 დო­ლარს შე­ად­გენ­და, ერთი ადა­მი­ა­ნის - 20-25 დო­ლა­რი. გვი­რა­ბის ეკო­ნო­მი­კა ის­რა­ე­ლის შემ­თხვე­ვა­ში, არ მუ­შა­ობ­და, თუმ­ცა ეგ­ვიპ­ტეს­თან ნამ­დვი­ლად აყ­ვავ­და. ყვე­ლა­ფე­რი იმის ბრა­ლი იყო, რომ ეგ­ვიპ­ტე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი თავს იბრმა­ვებ­დნენ და ვი­თომ არ იცოდ­ნენ, სა­ი­დან ჩნდე­ბო­და უსას­რუ­ლო კონ­ტრა­ბან­და. ასე გაგ­რძელ­დე­ბო­და, რომ არა ღა­ზის ფუნ­და­მენ­ტა­ლის­ტე­ბი. მათ ეგ­ვიპ­ტე­ში "ძმე­ბი მუს­ლი­მე­ბის“ მხარ­და­ჭე­რა და­ი­წყეს, ხოლო როცა მათი მხარ­და­ჭე­რი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ეგ­ვიპ­ტელ­მა გე­ნე­რალ­მა აბ­დელ ელ-სი­სიმ ჩა­მო­აგ­დო და შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, "ჰა­მასს" არ აპა­ტია, რომ რა­დი­კა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბას "ძმებ მუს­ლი­მებს“ უჭერ­და მხარს. და­ი­წყეს გვი­რა­ბე­ბის დან­გრე­ვა. სა­ინ­ტე­რე­სო იყო ქა­ლაქ რა­ფა­ხის შემ­თხვე­ვა, სა­დაც ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. აქ ასო­ბით გვი­რა­ბი იყო და შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ყვე­ლა სახ­ლის სა­თი­თა­ოდ შე­მოწ­მე­ბა. ამი­ტომ სი­სიმ გას­ცა ბრძა­ნე­ბა, რომ ქა­ლა­ქის ერთი კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უ­სი, რო­მე­ლიც ღა­ზის სექ­ტო­რი­დან იყო და­შო­რე­ბუ­ლი, გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ. ხალ­ხი კი სპე­ცი­ა­ლუ­რად ახალ აშე­ნე­ბულ კვარ­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მაგ­რამ ღა­ზა­ში ხალ­ხი არ და­ნებ­და გა­რე­მოს და გვი­რა­ბე­ბი ორ კი­ლო­მეტ­რამ­დე და­აგ­რძე­ლეს და მა­ინც მიწ­ვდნენ რა­ფა­ხის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც დან­გრე­უ­ლი არ იყო. თა­ვის მხრივ, არც ჯი­უ­ტი სისი და­ნებ­და და ხმელ­თა­შუა ზღვი­დან გვი­რა­ბის გა­თხრა და­ი­წყო, რომ და­ნარ­ჩე­ნი გვი­რა­ბე­ბი ზღვის წყლით და­ეტ­ბო­რა. მიწა იქ რბი­ლია და ად­ვი­ლად იშ­ლე­ბა. პრე­ზი­დენ­ტის ამ მე­თოდ­მა გა­ა­მარ­თლა და ღა­ზის გვი­რა­ბე­ბის ნა­წი­ლი ან და­ინ­გრა, ან და­იტ­ბო­რა, რის მე­რეც "ჰა­მა­სმა" ეგ­ვიპ­ტე ღა­ზის მო­სახ­ლე­ო­ბის შიმ­შილ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. თუმ­ცა "ჰა­მა­სი" ამას პრო­პა­გან­დის­თვის იყე­ნებ­და, იმი­ტომ რომ საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ზე ბო­ი­კო­ტი არ ვრცელ­დე­ბა და ღა­ზა­ში ის ეგ­ვიპ­ტი­და­ნაც შე­დი­ო­და და ის­რა­ე­ლი­და­ნაც.

გარ­და ამი­სა, გვი­რა­ბებ­მა ღა­ზა­ში შე­ი­ძი­ნა სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც, ამ ტი­პის გვი­რა­ბე­ბი შე­და­რე­ბით კარ­გად არის დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი, სა­დაც უბ­რა­ლო ქვი­შა და ხის გა­მაგ­რე­ბე­ბი კი არა, რკი­ნა-ბე­ტო­ნია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, აქვთ დენი, საკ­ვე­ბი, წყა­ლი, მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბი და ასე შემ­დეგ.

  • რა­ტომ არის ამ გვი­რა­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა რთუ­ლი?

ასე­თი გვი­რა­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის, სა­ჭი­როა შე­სა­ბა­მი­სი ბუნ­კერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს და ის­რა­ელს მათი დიდი მა­რა­გი არ აქვს. თა­ნაც ეს ბომ­ბე­ბი გან­კუთ­ვნი­ლია იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუ სა­ჭი­რო გახ­და ირა­ნის ბირ­თვუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის და­ბომბვა. მე­ო­რე ის, რომ გვი­რა­ბის ჩა­მოშ­ლი­ლი ნა­წი­ლი არა­ფერს ცვლის, იმი­ტომ რომ ტე­რო­რის­ტე­ბი მას ძა­ლი­ან სწრა­ფად აღად­გე­ნენ ხოლ­მე.

ზო­გი­ერ­თი წყა­რო წერს, რომ "ჰა­მა­სის" ტე­რო­რის­ტე­ბი გვი­რა­ბებს სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ქვეშ აშე­ნე­ბენ, მა­გა­ლი­თად, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი­სა და სკო­ლე­ბის, რაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ­სად დას­ტურ­დე­ბა. აქ ის დე­ტა­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ის­რა­ე­ლი უსას­რუ­ლო გვი­რა­ბებ­თან ბრძო­ლა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ნაკ­ლე­ბად წარ­მა­ტე­ბუ­ლია.

უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა ის­რა­ე­ლი სახ­მე­ლე­თო სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და­წყე­ბას არ ჩქა­რობს. სა­მა­გი­ე­როდ, 7 ოქ­ტომ­ბრი­დან არ წყდე­ბა ღა­ზის სექ­ტორ­ზე ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბი. სახ­მე­ლე­თო სპე­ცო­პე­რა­ცი­ას არა უშუ­ა­ლოდ გვი­რა­ბე­ბი არ­თუ­ლებს, არა­მედ ღა­ზის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სპე­ცი­ფი­კაც. მა­გა­ლი­თად, ეს არის კომ­პაქ­ტუ­რი და­სახ­ლე­ბე­ბი ვიწ­რო ქუ­ჩე­ბით. ღა­ზის მო­სახ­ლე­ო­ბა, სხვა­დას­ხვა წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, 2-3 მი­ლი­ო­ნია, ხოლო ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­თო­ბი 365 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რია.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის ფარ­თო­ბი 720 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რია. თბი­ლის­ზე ორ­ჯერ პა­ტა­რა და­სახ­ლე­ბა ორ­ჯერ მეტი მო­სახ­ლე­ო­ბით. ასეთ პი­რო­ბებ­ში ომი რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა დიდი სა­ვე­ლე შე­ტა­კე­ბე­ბის­გან, ამას­თა­ნა­ვე, ის­რა­ე­ლის არ­მი­ის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი იკარ­გე­ბა. მათ არ იცი­ან ად­გი­ლობ­რი­ვებ­ზე კარ­გად გა­რე­მო, გვი­რა­ბე­ბის გამო, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მათ­ზე სწრა­ფი იე­რი­შის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და მი­მალ­ვა. ასე­ვე 2-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ის­რა­ე­ლის ზი­ზღით არი­ან გაზ­რდი­ლე­ბი, იმის გარ­კვე­ვა, ვინ პო­ტენ­ცი­უ­რი მტე­რია და ვინ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, ურ­თუ­ლე­სი იქ­ნე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მეშახტე ტყიბულიდან
9

გვირაბების გათხრაში მაგენი ჩვენთან შედარებით არარაობა არიან. 

გიორგი
8

ამ გვირაბების თხრას, ცხოვრება რომ მოეწესრიგებინათ ისა სჯობდა. თუმც, ოკუპაციის ქვეშ ეკონომიკის აღმასვლა ძნელია.

ავტორი:

რა ჩანს ღაზის მიწისქვეშა წყვდიადში? - გვირაბების 3-4 სართულიანი ქსელები, ბუნკერები, იარაღის საცავები, ბაზები რაკეტების წარმოებისთვის... - "ცახალის" რთული ამოცანა

რა ჩანს ღაზის მიწისქვეშა წყვდიადში? -  გვირაბების 3-4 სართულიანი ქსელები,  ბუნკერები, იარაღის საცავები, ბაზები რაკეტების წარმოებისთვის... - "ცახალის" რთული ამოცანა

"ჰამასის" მმართველობაში მოსვლის შემდეგ, ღაზის სექტორში მიწისქვეშა ლაბირინთების გაუვალი ქსელი გაკეთდა. ეს ქსელი არა მხოლოდ უშუალოდ ღაზის ქვეშ არის, არამედ ზოგიერთი მათგანი ეგვიპტესა და ისრაელშიც კი გადადის. თუ თავდაპირველად ამ ქსელს უფრო საყოფაცხოვრებო ნივთებისა და პროდუქტების კონტრაბანდისთვის იყენებდნენ, ნელ-ნელა ეს იარაღის გადაზიდვის უკანონო გზად და ტერორისტების თავშესაფრად იქცა. 7 ოქტომბერს "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმისა და გაჩაღებული ომის შემდეგ, სულ უფრო რეალური ხდება ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია, რომლის ერთ-ერთ მიზნად სწორედ მიწისქვეშა ღაზის განადგურებაც სახელდება.

პალესტინელების მიერ გათხრილი მიწისქვეშა გადასასვლელები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ისრაელის უსაფრთხოებას. ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ეგვიპტური გვირაბით ღაზის სექტორში 20 ათასი მცირე ზომის იარაღი, ექვსი ათასი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და 100 ტონაზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება გადაიტანეს. ასეთი გვირაბების ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ არსებობს მტკიცებულება, რომ სულ მცირე, ათასი მაინც ფუნქციონირებს. გასაკვირია ამდენი გვირაბის არსებობა, მათი სიღრმე, მოწყობა... ეს წარმოადგენს ერთგვარ 3-4-სართულიან სივრცეებს, რომელთა ნაწილსაც აქვს რამდენიმეფენიანი თავდაცვის სისტემა, ბუნკერები "ბოევიკებისთვის", სადაც მინიმუმ 15 ათასი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ეს მიწისქვეშა გადასასვლელები საშუალებას გაძლევთ გადახვიდეთ ერთი ბოლოდან მეორეზე და გადაიტანოთ ცოცხალი ძალა თუ იარაღი. აქ განლაგებულია სამეთაურო პუნქტები, რაკეტებისა და იარაღის საცავები, ასევე სახელოსნოები საშუალო რადიუსის რაკეტების წარმოებისთვის...

  • როგორ იწყებოდა ღაზის მიწისქვეშეთის ცხოვრება?

როგორც ამბობენ, მექსიკელი ნარკობარონების მოკლე გვირაბები, რომლებიც სათავეს მექსიკა-ამერიკის საზღვარზე იღებს და პირველივე მოსაზღვრე შტატში, რამდენიმე კმ-ში მთავრდება, ჰამასის გვირაბებთან შედარებით, ბავშვური გათხრებია.

ზოგიერთი ცნობით, პირველი გვირაბები ღაზას სექტორში 1980-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელით, რომლებიც ეგვიპტეში მიდიოდა, ძირითადად, მოხმარების საქონელი და მედიკამენტები მიეწოდებოდა.

თავდაპირველად ამ გვირაბების თხრა უბრალო მოსახლეობამ და კონტრაბანდისტებმა ღაზის სექტორისა და ეგვიპტის 12 კმ-იან საზღვარზე დაიწყეს. როგორც დღეს არის ცნობილი, შიშველი ხელებით და მძიმე ტექნიკის გარეშე მათ 1 200 გვირაბი გააკეთეს, ანუ გამოდის, რომ ყოველ კილომეტრზე 100 გვირაბი მოდიოდა. ზოგიერთი მათგანი რამდენიმე კილომეტრზეა გაშლილი და მიწის ქვეშ 20-30 მეტრზე მდებარეობს. ამ გვირაბების მიზანი იყო, რომ ეგვიპტიდან ღაზაში სხვადასხვა სახის პროდუქტები საბაჟოს ავლით გადაეზიდათ.

ეს ისტორიული ფოტოა, ასე შედგა ეგვიპუტრ-ღაზური ქორწილი. უცნობია პატარძალმა დაიწუნა ღაზა თუ სიძემ, ან იქნებ თაფლობის თვეს შარმ-ელ-შეიხში გატარება უნდოდათ, ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი გვირაბით ზედმეტი ფორმალობების გარეშე გადავიდნენ ეგვიპტეში.

ყველაფერი შეიცვალა 2007 წელს, როდესაც პალესტინაში "ჰამასი" მოვიდა ხელისუფლებაში.

მას მერე, გვირაბების ეკონომიკა ღაზას სექტორში მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. "ჰამასის" მთავრობამ მათ მფლობელებს გადასახადები დაუწესა და პროდუქტების გადაზიდვასაც აკონტროლებს. რა თქმა უნდა, ვაჭრობასთან ერთად გვირაბები იარაღის, საწვავისა და სამშენებლო მასალების გადასაზიდი გზაც გახდა. პალესტინელებმა ეგვიპტეში, სულ ცოტა, 13 ათასი მანქანა მოიპარეს, რომელიც ამ გვირაბების მეშვეობით ღაზაში გადაიყვანეს.

არაბული და პალესტინური მედიით ირკვევა, რომ "ჰამასის" ბიუჯეტის 10-15 პროცენტს შეადგენს ამ მიწისქვეშეთიდან მიღებული შემოსავალი. დღიურად ეს შემოსავალი ზოგჯერ 170 000 დოლარს აღწევს. გვირაბში მუშაობა პატარა ბავშვებსაც შეუძლიათ, მათი ხელფასი 20 დოლარია, რაც ღაზის პირობებისთვის საკმაოდ სოლიდური შემოსავალია.

ამიტომ ამგვარი გვირაბების "მშენებლობისას", როდესაც ხდება ტრაგედია, ხშირად ბავშვები იღუპებიან.

  • რა ღირს გვირაბებით სარგებლობა?

ერთი მანქანის გადაყვანა 2011 წელს 500 დოლარს შეადგენდა, ერთი ადამიანის - 20-25 დოლარი. გვირაბის ეკონომიკა ისრაელის შემთხვევაში, არ მუშაობდა, თუმცა ეგვიპტესთან ნამდვილად აყვავდა. ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ ეგვიპტელი მაღალჩინოსნები თავს იბრმავებდნენ და ვითომ არ იცოდნენ, საიდან ჩნდებოდა უსასრულო კონტრაბანდა. ასე გაგრძელდებოდა, რომ არა ღაზის ფუნდამენტალისტები. მათ ეგვიპტეში "ძმები მუსლიმების“ მხარდაჭერა დაიწყეს, ხოლო როცა მათი მხარდაჭერილი ორგანიზაცია ეგვიპტელმა გენერალმა აბდელ ელ-სისიმ ჩამოაგდო და შემდეგ პრეზიდენტი გახდა, "ჰამასს" არ აპატია, რომ რადიკალურ დაჯგუფებას "ძმებ მუსლიმებს“ უჭერდა მხარს. დაიწყეს გვირაბების დანგრევა. საინტერესო იყო ქალაქ რაფახის შემთხვევა, სადაც ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აქ ასობით გვირაბი იყო და შეუძლებელი იყო ყველა სახლის სათითაოდ შემოწმება. ამიტომ სისიმ გასცა ბრძანება, რომ ქალაქის ერთი კილომეტრის რადიუსი, რომელიც ღაზის სექტორიდან იყო დაშორებული, გაენადგურებინათ. ხალხი კი სპეციალურად ახალ აშენებულ კვარტალში გადაიყვანეს. მაგრამ ღაზაში ხალხი არ დანებდა გარემოს და გვირაბები ორ კილომეტრამდე დააგრძელეს და მაინც მიწვდნენ რაფახის იმ ნაწილს, რომელიც დანგრეული არ იყო. თავის მხრივ, არც ჯიუტი სისი დანებდა და ხმელთაშუა ზღვიდან გვირაბის გათხრა დაიწყო, რომ დანარჩენი გვირაბები ზღვის წყლით დაეტბორა. მიწა იქ რბილია და ადვილად იშლება. პრეზიდენტის ამ მეთოდმა გაამართლა და ღაზის გვირაბების ნაწილი ან დაინგრა, ან დაიტბორა, რის მერეც "ჰამასმა" ეგვიპტე ღაზის მოსახლეობის შიმშილში დაადანაშაულა. თუმცა "ჰამასი" ამას პროპაგანდისთვის იყენებდა, იმიტომ რომ საკვებ პროდუქტებზე ბოიკოტი არ ვრცელდება და ღაზაში ის ეგვიპტიდანაც შედიოდა და ისრაელიდანაც.

გარდა ამისა, გვირაბებმა ღაზაში შეიძინა სამხედრო დანიშნულებაც, ამ ტიპის გვირაბები შედარებით კარგად არის დაპროექტებული, სადაც უბრალო ქვიშა და ხის გამაგრებები კი არა, რკინა-ბეტონია გამოყენებული, აქვთ დენი, საკვები, წყალი, მოსასვენებელი ადგილები და ასე შემდეგ.

  • რატომ არის ამ გვირაბების განადგურება რთული?

ასეთი გვირაბების განადგურებისთვის, საჭიროა შესაბამისი ბუნკერსაწინააღმდეგო რაკეტა, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს და ისრაელს მათი დიდი მარაგი არ აქვს. თანაც ეს ბომბები განკუთვნილია იმ შემთხვევისთვის, თუ საჭირო გახდა ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა. მეორე ის, რომ გვირაბის ჩამოშლილი ნაწილი არაფერს ცვლის, იმიტომ რომ ტერორისტები მას ძალიან სწრაფად აღადგენენ ხოლმე.

ზოგიერთი წყარო წერს, რომ "ჰამასის" ტერორისტები გვირაბებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ქვეშ აშენებენ, მაგალითად, საავადმყოფოებისა და სკოლების, რაც ოფიციალურად არსად დასტურდება. აქ ის დეტალია მნიშვნელოვანი, რომ ისრაელი უსასრულო გვირაბებთან ბრძოლაში ჯერჯერობით ნაკლებად წარმატებულია.

უკვე რამდენიმე დღეა ისრაელი სახმელეთო სპეცოპერაციის დაწყებას არ ჩქარობს. სამაგიეროდ, 7 ოქტომბრიდან არ წყდება ღაზის სექტორზე ავიაიერიშები. სახმელეთო სპეცოპერაციას არა უშუალოდ გვირაბები ართულებს, არამედ ღაზის გეოგრაფიული სპეციფიკაც. მაგალითად, ეს არის კომპაქტური დასახლებები ვიწრო ქუჩებით. ღაზის მოსახლეობა, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, 2-3 მილიონია, ხოლო ტერიტორიის ფართობი 365 კვადრატული კილომეტრია.

ცნობისთვის, თბილისის ფართობი 720 კვადრატული კილომეტრია. თბილისზე ორჯერ პატარა დასახლება ორჯერ მეტი მოსახლეობით. ასეთ პირობებში ომი რადიკალურად განსხვავდება დიდი საველე შეტაკებებისგან, ამასთანავე, ისრაელის არმიის უპირატესობები იკარგება. მათ არ იციან ადგილობრივებზე კარგად გარემო, გვირაბების გამო, შესაძლებელი იქნება მათზე სწრაფი იერიშის განხორციელება და მიმალვა. ასევე 2-მილიონიანი მოსახლეობიდან, რომლებიც ისრაელის ზიზღით არიან გაზრდილები, იმის გარკვევა, ვინ პოტენციური მტერია და ვინ მშვიდობიანი მოქალაქე, ურთულესი იქნება.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანრი კურტანიძე