ავტორი:

"ერთი ჩახდილი დარბოდა და გვახსოვს, რა შოუს გვიტარებდა, მეორე რუსული რუბლებით ფინანსდება" - კალაძე "გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და "დროას“ პროექტზე

"ერთი ჩახდილი დარბოდა და გვახსოვს, რა შოუს გვიტარებდა, მეორე რუსული რუბლებით ფინანსდება" - კალაძე "გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და "დროას“ პროექტზე

როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პარტიების, "გირჩი-მეტი თავისუფლება“ და "დროა“-ს მიერ შექმნილ ახალ პროექტს "მონა.ჯი“-ს.

მისი თქმით, ეს ადამიანები არიან მავნებლები.

"ორი "ლუზერი“ რაღაც სისულელეს რომ აკეთებს, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უბრალოდ, შეუძლებელია. ისინი თავისი ფსიქოლოგიით არიან ჩვეულებრივი მავნებლები და ისინი ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის წინააღმდეგ. როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო. არ ვიცი, ერთი ჩახდილი დარბოდა და გვახსოვს რა შოუებს გვიტარებდა, მეორე რუსული რუბლებით ფინანსდება. როგორ შეიძლება ახლა ამ ადამიანებზე სერიოზული კომენტარი გააკეთო. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ასეა მაგათი საქმე“, - განაცხადა კალაძემ.