პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტი პარლამენტში რომ მივა, იცით რა გამოჩნდება? - გამოჩნდება, რომ ის კი არ არის „კოჭლი იხვი“, არამედ დარბაზში მსხდომნი არიან "კოჭლი იხვების ფერმა“ - გია ხუხაშვილი
"პრეზიდენტი პარლამენტში რომ მივა, იცით რა გამოჩნდება? - გამოჩნდება, რომ ის კი არ არის „კოჭლი იხვი“, არამედ დარბაზში მსხდომნი არიან "კოჭლი იხვების ფერმა“ - გია ხუხაშვილი

პრე­ზი­დენტს უნდა იმის ჩვე­ნე­ბა, რომ ის უფრო ძლი­ე­რია, ვიდ­რე ეს პო­ლი­ტი­კუ­რი "შპა­ნა“. ეს არის "შპა­ნა“, ეს ხომ პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი არ არის, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ რა­საც ვხე­დავთ, ამის ჩვე­ნე­ბა უნდა, ეს კონ­ტრას­ტი უნდა და­ვი­ნა­ხოთ პარ­ლა­მენ­ტში, ვინ არი­ან ესე­ნი და ვინ არის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ხვი­ჩია იქ სა­ერ­თოდ ზედ­მე­ტია, მე­ცა­მე­ტე გო­ჭად უნდა დაჯ­დეს თუ რის­თვის შე­დის? - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხის გა­ტა­ნის დღეს პრე­ზი­დენ­ტის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში მის­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არ აპი­რე­ბენ იმ­პიჩ­მენ­ტის მხარ­და­ჭე­რას, სხდო­მა­ზე არ უნდა შე­ვიდ­ნენ, ხოლო ვინც სე­სი­ას და­ეს­წრე­ბა, უნდა იცო­დეს, რომ "პო­ლი­ტი­კა­ში ამის შემ­დეგ მათი ად­გი­ლი არ იქ­ნე­ბა".

"პარ­ლა­მენ­ტში რომ მივა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, იცით რა გა­მოჩ­ნდე­ბა? - მარ­ტო რომ შევა, გა­მოჩ­ნდე­ბა, რომ ის კი არ არის "კოჭ­ლი იხვი“, არა­მედ დარ­ბაზ­ში ვინც იჯ­დე­ბა, ისი­ნი არი­ან ერთი კა­ცის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი "კოჭ­ლის იხ­ვე­ბის ფერ­მა“.

მე ვფიქ­რობ, რომ უნდა მოხ­დეს სი­ტუ­ა­ცი­ის კრის­ტა­ლი­ზა­ცია, არც ერთი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი, ვინც ამ­ბობს, რომ მხარს არ და­უ­ჭერს იმ­პიჩ­მენტს, უბ­რა­ლოდ, დარ­ბაზ­ში არ უნდა შე­ვი­დეს. ამის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ნე­ბის­მი­ე­რი დის­კუ­სია უბ­რა­ლოდ აზრს და­კარ­გავს. ვინც იქ შევა, ყვე­ლა "აპ­რა­ვებს“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბას და ესე იგი, ძა­ლი­ან ცუდ თა­მაშს ეწე­ვა. თუ ხვი­ჩი­ას ჰგო­ნია, რომ ჭკვი­ა­ნურ ფინ­ტებს ატა­რებს, ეს ასე არ არის, 2 კვი­რაა ფულ­ზე ლა­პა­რა­კობს, ფულს არ იხ­დი­ა­ნო. ვინც შევა, უნდა იცო­დეს, რომ ის არის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი იმ­პიჩ­მენ­ტის­თვის ხმის მი­ცე­მა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, ამ ორ­ლე­სულ ბრძო­ლა­ში, რო­მე­ლიც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­სა და მმარ­თველ პარ­ტი­ას შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობს, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს აქვს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ზი­რი, რომ ეს ბრძო­ლა მო­ი­გოს.

"ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი რა­ღაც შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ებ­შია წა­სუ­ლი, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ბი­ძი­ნას თა­მა­შია. არ იც­ნობთ ამ ბი­ძი­ნას, მე ვიც­ნობ და სრუ­ლი დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ეს არ არის ბი­ძი­ნას თა­მა­ში. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არ არის ასე­თი ჭკვი­ა­ნი და ყოვ­ლის­შემ­ძლე, რო­გორც ამ ხალ­ხს ჰგო­ნია. თვი­თონ­ვე ქმნი­ან ბი­ძი­ნას მი­თო­ლო­გი­ას, რომ ის ზე­ა­და­მი­ა­ნია. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ყვე­ლა­ფერს ამ­ბობს, რაც სათ­ქმე­ლია, უბ­რა­ლოდ პერ­სო­ნა­ლი­ზა­ცი­ას არ აკე­თებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით და მე ვფიქ­რობ, ეს წმინ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ტაქ­ტი­კის სა­კი­თხია. ახლა და­ი­ძა­ბე­ბა ვი­თა­რე­ბა, ვი­ღა­ცას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ხომ უნდა გა­ი­მარ­თოს პიკ­ზე, ხი­დე­ბის დაწ­ვა პო­ლი­ტი­კა­ში მტერ­თა­ნაც კი არ შე­იძ­ლე­ბა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ინარ­ჩუ­ნებს მა­ნევ­რს, რაც ნე­ბის­მი­ერ პო­ლი­ტი­კოსს სჭირ­დე­ბა, მან იცის, რომ თუ ვინ­მეს უნდა ელა­პა­რა­კოს, უნდა ელა­პა­რა­კოს ბი­ძი­ნას და ესე­ნი [ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა] ვის და­კარ­გვი­ან, რომ რე­ვე­რან­სე­ბით იყოს“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მმარ­თვე­ლი ძა­ლის კრი­ტი­კას, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი "ომი“ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა და­ი­წყო, ხუ­ხაშ­ვი­ლი სა­პა­სუ­ხოდ გან­მარ­ტავს, რომ ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ომი კი არ და­ი­წყო, მან რა­ღაც მო­მენ­ტში გა­და­წყვი­ტა, რომ გამ­ხდა­რი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი.

"სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ანუ ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ლი­დე­რი გახ­და უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, მა­ნამ­დე ის იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ნა­წი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ეს არ მო­ე­წო­ნა ხე­ლი­სუ­ფალს. რო­გორც კი ის ერთი წლის წინ შე­ვი­და პრე­ზი­დენ­ტის რე­ა­ლურ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ფუნ­ქცი­ა­ში, ამის შემ­დეგ, ჩემი აზ­რით, არის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი პრე­ზი­დენ­ტი.

ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი დღეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოპო­ნენ­ტე­ბის ფლანგზე ყვე­ლა­ზე მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი ფი­გუ­რა. შე­სა­ბა­მი­სად, მას შე­უძ­ლია, რომ გახ­დეს ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ლი­დე­რი, ერ­თგვა­რი ორ­თქლმა­ვა­ლი. თუ ოპო­ზი­ცია იქ­ნე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი და შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ებ­ში ღრმად არ შევა, "მიშა- გრი­შას“ არ მი­ა­ბა­მენ ამ სა­კითხს, ოპო­ზი­ცი­აც მო­გე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა. ოპო­ზი­ცი­ამ უნდა ითა­ნამ­შრომ­ლოს მას­თან, უნდა გა­კეთ­დეს გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მა­გი­და, რო­მე­ლიც კარ­გი გა­გე­ბით შე­ა­ზან­ზა­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რე­ვო­ლუ­ცია და მჭა­დის გა­დაბ­რუ­ნე­ბა კი არა“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, პრო­ცეს­მა აჩ­ვე­ნა, რომ მო­ნო­ლითს ბზა­რი შე­ე­პა­რა.

"კარგ ამ­ბავს გე­ტყვით და ცუდ ამ­ბავ­საც გე­ტყვით - ცუდი ამ­ბა­ვი ის არის, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ინ­სტი­ტუ­ტი, ერთ კაცს უდევს ჯი­ბე­ში. ფაქ­ტობ­რი­ვად, წმინ­და წყლის რე­ლი­გი­უ­რი მო­ნო­თე­ის­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა შექ­მნი­ლი, სა­დაც ერთი უზე­ნა­ე­სია და ყვე­ლა­ფე­რი მისი ნე­ბით ხდე­ბა და მას ემორ­ჩი­ლე­ბა. სა­კონ­სტი­ტუ­ცი­ოც აღ­მოჩ­ნდა ამ მრევ­ლის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი.

კარ­გი ამ­ბა­ვი ის არის, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო გმი­რო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა სამ­მა მო­სა­მარ­თლემ, ანუ მთლი­ა­ნად მა­ინც ვერ აკონ­ტრო­ლე­ბენ და თვი­თონ ამ მან­კი­ერ სის­ტე­მას კო­რო­ზია შე­ე­პა­რა. მე ვფიქ­რობ, რომ ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას კი­დევ აქვს შან­სი, რომ ამ წუმ­პი­დან ამო­ვი­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოე
0

ბატონი ხუხაშვილი არ იყო,ვენებს იჭრიდა და გვარწმუნებდა ივანიშვილი გადაგვარჩენს, გვიხსნის ნაცებისგანო? ეხლა გაშმაგებული ლანძღავს ივანიშვილს და გვმოძღვრავს, ნაცები გადავარჩენსო.როდის ამბობდა სიმართლე,მაშინ თუ ახლა?როგორ უნდა დავუჯერო ასეთ ადამიანს?

სოსო
3

აი ასეთი ტვინნაღრძობი ე.წ.მიმომხილველები რომაა ქვეყანაში იმიტომ ვართ ასეთ დღეში,გაიგე ხუხა,რომ შენ და სალო ერთი ჩასარეცხი რაღაცა ხართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"პრეზიდენტი პარლამენტში რომ მივა, იცით რა გამოჩნდება? - გამოჩნდება, რომ ის კი არ არის „კოჭლი იხვი“, არამედ დარბაზში მსხდომნი არიან "კოჭლი იხვების ფერმა“ - გია ხუხაშვილი

"პრეზიდენტი პარლამენტში რომ მივა, იცით რა გამოჩნდება? - გამოჩნდება, რომ ის კი არ არის „კოჭლი იხვი“, არამედ დარბაზში მსხდომნი არიან "კოჭლი იხვების ფერმა“ - გია ხუხაშვილი

პრეზიდენტს უნდა იმის ჩვენება, რომ ის უფრო ძლიერია, ვიდრე ეს პოლიტიკური "შპანა“. ეს არის "შპანა“, ეს ხომ პოლიტიკური გუნდი არ არის, "ქართულ ოცნებაში“ რასაც ვხედავთ, ამის ჩვენება უნდა, ეს კონტრასტი უნდა დავინახოთ პარლამენტში, ვინ არიან ესენი და ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, ხვიჩია იქ საერთოდ ზედმეტია, მეცამეტე გოჭად უნდა დაჯდეს თუ რისთვის შედის? - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის გატანის დღეს პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც არ აპირებენ იმპიჩმენტის მხარდაჭერას, სხდომაზე არ უნდა შევიდნენ, ხოლო ვინც სესიას დაესწრება, უნდა იცოდეს, რომ "პოლიტიკაში ამის შემდეგ მათი ადგილი არ იქნება".

"პარლამენტში რომ მივა სალომე ზურაბიშვილი, იცით რა გამოჩნდება? - მარტო რომ შევა, გამოჩნდება, რომ ის კი არ არის "კოჭლი იხვი“, არამედ დარბაზში ვინც იჯდება, ისინი არიან ერთი კაცის მფლობელობაში არსებული "კოჭლის იხვების ფერმა“.

მე ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს სიტუაციის კრისტალიზაცია, არც ერთი ოპოზიციონერი, ვინც ამბობს, რომ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს, უბრალოდ, დარბაზში არ უნდა შევიდეს. ამის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი დისკუსია უბრალოდ აზრს დაკარგავს. ვინც იქ შევა, ყველა "აპრავებს“ ხელისუფლების ქმედებას და ესე იგი, ძალიან ცუდ თამაშს ეწევა. თუ ხვიჩიას ჰგონია, რომ ჭკვიანურ ფინტებს ატარებს, ეს ასე არ არის, 2 კვირაა ფულზე ლაპარაკობს, ფულს არ იხდიანო. ვინც შევა, უნდა იცოდეს, რომ ის არის ეჭვმიტანილი იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემაში“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგის თქმით, ამ ორლესულ ბრძოლაში, რომელიც სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტიას შორის მიმდინარეობს, ქვეყნის პრეზიდენტს აქვს ყველა პოლიტიკური კოზირი, რომ ეს ბრძოლა მოიგოს.

"ოპოზიციის ნაწილი რაღაც შეთქმულების თეორიებშია წასული, რომ სალომე ზურაბიშვილი ბიძინას თამაშია. არ იცნობთ ამ ბიძინას, მე ვიცნობ და სრული დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის ბიძინას თამაში. ბიძინა ივანიშვილი არ არის ასეთი ჭკვიანი და ყოვლისშემძლე, როგორც ამ ხალხს ჰგონია. თვითონვე ქმნიან ბიძინას მითოლოგიას, რომ ის ზეადამიანია. სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს ამბობს, რაც სათქმელია, უბრალოდ პერსონალიზაციას არ აკეთებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, ეს წმინდა პოლიტიკური ტაქტიკის საკითხია. ახლა დაიძაბება ვითარება, ვიღაცასთან მოლაპარაკებები ხომ უნდა გაიმართოს პიკზე, ხიდების დაწვა პოლიტიკაში მტერთანაც კი არ შეიძლება. სალომე ზურაბიშვილი ინარჩუნებს მანევრს, რაც ნებისმიერ პოლიტიკოსს სჭირდება, მან იცის, რომ თუ ვინმეს უნდა ელაპარაკოს, უნდა ელაპარაკოს ბიძინას და ესენი [ქართული ოცნება] ვის დაკარგვიან, რომ რევერანსებით იყოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება მმართველი ძალის კრიტიკას, რომ პოლიტიკური "ომი“ სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო, ხუხაშვილი საპასუხოდ განმარტავს, რომ ზურაბიშვილმა ომი კი არ დაიწყო, მან რაღაც მომენტში გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო საქართველოს პრეზიდენტი.

"სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი ანუ ინსტიტუციური ლიდერი გახდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მანამდე ის იყო "ქართული ოცნების“ ნაწილი, შესაბამისად, ეს არ მოეწონა ხელისუფალს. როგორც კი ის ერთი წლის წინ შევიდა პრეზიდენტის რეალურ კონსტიტუციურ ფუნქციაში, ამის შემდეგ, ჩემი აზრით, არის ძალიან ძლიერი პრეზიდენტი.

ზურაბიშვილი დღეს არის ხელისუფლების ოპონენტების ფლანგზე ყველაზე მაღალრეიტინგული ფიგურა. შესაბამისად, მას შეუძლია, რომ გახდეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერი, ერთგვარი ორთქლმავალი. თუ ოპოზიცია იქნება ადეკვატური და შეთქმულების თეორიებში ღრმად არ შევა, "მიშა- გრიშას“ არ მიაბამენ ამ საკითხს, ოპოზიციაც მოგებული დარჩება. ოპოზიციამ უნდა ითანამშრომლოს მასთან, უნდა გაკეთდეს გარკვეული პოლიტიკური მაგიდა, რომელიც კარგი გაგებით შეაზანზარებს ხელისუფლებას, რევოლუცია და მჭადის გადაბრუნება კი არა“, - განაცხადა ხუხაშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ხუხაშვილის განმარტებით, პროცესმა აჩვენა, რომ მონოლითს ბზარი შეეპარა.

"კარგ ამბავს გეტყვით და ცუდ ამბავსაც გეტყვით - ცუდი ამბავი ის არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ინსტიტუტი, ერთ კაცს უდევს ჯიბეში. ფაქტობრივად, წმინდა წყლის რელიგიური მონოთეისტური ორგანიზაციაა შექმნილი, სადაც ერთი უზენაესია და ყველაფერი მისი ნებით ხდება და მას ემორჩილება. საკონსტიტუციოც აღმოჩნდა ამ მრევლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

კარგი ამბავი ის არის, რომ სამოქალაქო გმირობა გამოავლინა სამმა მოსამართლემ, ანუ მთლიანად მაინც ვერ აკონტროლებენ და თვითონ ამ მანკიერ სისტემას კოროზია შეეპარა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საზოგადოების გამარჯვება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას კიდევ აქვს შანსი, რომ ამ წუმპიდან ამოვიდეს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.