პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს რომელ რეგიონშია ნაადრევი ქორწინების ყველაზე მეტი შემთხვევები - ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი სტატისტიკაზე
საქართველოს რომელ რეგიონშია ნაადრევი ქორწინების ყველაზე  მეტი შემთხვევები -  ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი სტატისტიკაზე

2022 წლის სტა­ტის­ტი­კას თუ გა­დავ­ხე­დავთ, ცალ­სა­ხად ვერ ვი­ტყვით, რომ ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის პრობ­ლე­მაა. ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო იმე­რეთ­ში და თბი­ლის­შიც, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის გენ­დე­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, სოფო რუ­სეც­კიმ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი კა­ხე­თის რე­გი­ონ­შიც ხდე­ბა.

"ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო იმე­რეთ­ში, თბი­ლის­შიც, სა­დაც ბევ­რი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბა არ არის, რო­გორც ქვე­მო ქარ­თლში. აქ ისევ სტე­რე­ო­ტი­პებს და გენ­დერულ ნორ­მებს ვა­წყდე­ბით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რია სა­მუ­შაო. ქალ­თა მი­მართ დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აღ­მო­ფხვრის კო­მი­ტეტ­მა ჩვენს ქვე­ყა­ნას მო­უ­წო­და, რომ იმ რე­გი­ო­ნებ­ში გა­აძ­ლი­ე­როს მუ­შა­ო­ბა, სა­დაც ეს სტე­რე­ო­ტი­პე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რად მოქ­მე­დებს. 2020 წელს ჩა­ვა­ტა­რეთ გან­წყო­ბე­ბის მოკ­ვლე­ვა, ვიკ­ვლი­ეთ, ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებ­ში რა­ტომ ხდე­ბო­და ად­რე­ულ ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა, მათ შო­რის, იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბე­ბი. ამ კვლე­ვის ფარ­გლებ­ში, ჩვენ შევ­ხვდით რო­გორც უწყე­ბე­ბის - შსს-ს, გა­ნათ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, სო­ცი­ა­ლურ მუ­შა­კებს, ასე­ვე, ად­გი­ლობ­რივ თემს, ვისი შვი­ლე­ბიც ად­რე­ულ ასაკ­ში და­ქორ­წინ­დნენ, ან ვინც თა­ვად იყო ად­რე­ულ ასაკ­ში და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მიგ­ნე­ბე­ბი ამო­ვი­და. მა­გა­ლი­თად, უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თვლიდ­ნენ, რომ ეს ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ტრა­დი­ცია იყო და ამ ტრა­დი­ცი­ას­თან ბრძო­ლა ძა­ლი­ან რთუ­ლი, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. თა­ვად მშობ­ლე­ბი რას გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, იცით? გო­გო­ე­ბის­თვის არა­ნა­ი­რი პერ­სპექ­ტი­ვა არ არის, ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი აქვთ, სკო­ლა­ში სა­თა­ნა­დო გა­ნათ­ლე­ბას ვერ იღე­ბენ, რომ შე­სა­ბა­მი­სი მო­მა­ვა­ლი, სამ­სა­ხუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ჰქონ­დე­თო. ოჯა­ხებს იმ­დე­ნად უჭირთ, თუ ოჯახ­ში ბიჭი და გოგო ჰყავთ და ორი­ვეს­თვის გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ, პრი­ო­რი­ტეტს ბიჭს ანი­ჭე­ბენ, ესეც პრობ­ლე­მაა. ასე­ვე, და­სა­ხელ­და ასე­თი პრობ­ლე­მა - დე­დე­ბი გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, სკო­ლა­ში შვი­ლის გაშ­ვე­ბა მე­ში­ნია, რად­გან იქ ბი­ჭე­ბი მან­ქა­ნით ხში­რად არი­ან მო­სუ­ლე­ბი, გო­გო­ებს ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი და გვე­ში­ნია შვილს ვი­ღა­ცამ თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ არ აღუკ­ვე­თო­სო. ხან­და­ხან, მშო­ბელს ურ­ჩევ­ნია, თა­ვად შე­ურ­ჩი­ოს გო­გოს მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ქმა­რი, ვიდ­რე უცხო პი­რის­გან იყოს მო­ტა­ცე­ბუ­ლი. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ვიც­ნობ მა­ინც იმ ოჯახს, ფი­ნან­სუ­რად ძლი­ე­რი­აო და მშობ­ლებს ჰგო­ნი­ათ, რომ ასე მათი შვი­ლის მო­მა­ვა­ლი უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, რად­გან გო­გო­ე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას ვერ ხე­და­ვენ.

სხვა­დას­ხვა კვლე­ვის ფარ­გლებ­ში სულ ვიკ­ვლევთ, რა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია რე­გი­ო­ნებ­ში მო­ზარ­დე­ბის­თვის, სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი არა­ფე­რი კეთ­დე­ბა.

ვფიქ­რობ, რომ სო­ცი­ა­ლურ თე­მამ­დე დავ­დი­ვართ. ოჯა­ხებ­ში ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებს, გო­გო­ნე­ბის უპერ­სპექ­ტი­ვო­ბას უფრო მი­ვა­კუთ­ვნებ­დი ამ ფაქტს, ვიდ­რე ტრა­დი­ცი­ებს. ჩვენ ად­გილ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბას ვხვდე­ბით და ისი­ნი ბევრ პრობ­ლე­მას ასა­ხე­ლე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და რუ­სეც­კიმ.

ინ­ტერ­ვი­უს სრულ ვერ­სი­ას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Kakha K.
0

ქალთა დამცველი ორგანიზაციები რეალურად კი არ იცავენ უფლებებს არამედ ხელს ითბობენ და უბრალო გრანტიჭამიები არიან. მათ ეშინით და არავის აძლევენ უფლებას პოლიციას მიმართონ და ცდილობენ დანაშაულები მიჩქმალონ...

ბევრი იურისტი აფარებს ასეთ ორგანიზაციას თავს და რეალურად საქმეში 0 აკეთებს, მეტის საქმეებს "არჩევენ" რა გამოდგება და რა არა

ჰაჰა
5

ასეთი გაუბედავი წერილის გამოქვეყნება ღირდა?! 

ავტორი:

საქართველოს რომელ რეგიონშია ნაადრევი ქორწინების ყველაზე მეტი შემთხვევები - ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი სტატისტიკაზე

საქართველოს რომელ რეგიონშია ნაადრევი ქორწინების ყველაზე  მეტი შემთხვევები -  ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი სტატისტიკაზე

2022 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება ეთნიკური უმცირესობის პრობლემაა. ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო იმერეთში და თბილისშიც, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სოფო რუსეცკიმ "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე განმარტებით, ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევები კახეთის რეგიონშიც ხდება.

"ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო იმერეთში, თბილისშიც, სადაც ბევრი ეთნიკური უმცირესობა არ არის, როგორც ქვემო ქართლში. აქ ისევ სტერეოტიპებს და გენდერულ ნორმებს ვაწყდებით, ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო. ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა ჩვენს ქვეყანას მოუწოდა, რომ იმ რეგიონებში გააძლიეროს მუშაობა, სადაც ეს სტერეოტიპები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს. 2020 წელს ჩავატარეთ განწყობების მოკვლევა, ვიკვლიეთ, ეთნიკურ უმცირესობებში რატომ ხდებოდა ადრეულ ასაკში ქორწინება, მათ შორის, იძულებითი ქორწინებები. ამ კვლევის ფარგლებში, ჩვენ შევხვდით როგორც უწყებების - შსს-ს, განათლების წარმომადგენლებს, სოციალურ მუშაკებს, ასევე, ადგილობრივ თემს, ვისი შვილებიც ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ, ან ვინც თავად იყო ადრეულ ასაკში დაქორწინებული. ძალიან საინტერესო მიგნებები ამოვიდა. მაგალითად, უწყებების წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ ეს ეთნიკური უმცირესობების ტრადიცია იყო და ამ ტრადიციასთან ბრძოლა ძალიან რთული, შეუძლებელი იყო. თავად მშობლები რას გვეუბნებოდნენ, იცით? გოგოებისთვის არანაირი პერსპექტივა არ არის, ენობრივი ბარიერი აქვთ, სკოლაში სათანადო განათლებას ვერ იღებენ, რომ შესაბამისი მომავალი, სამსახური, ეკონომიკური დამოუკიდებლობა ჰქონდეთო. ოჯახებს იმდენად უჭირთ, თუ ოჯახში ბიჭი და გოგო ჰყავთ და ორივესთვის განათლების მიცემის საშუალება არ აქვთ, პრიორიტეტს ბიჭს ანიჭებენ, ესეც პრობლემაა. ასევე, დასახელდა ასეთი პრობლემა - დედები გვეუბნებოდნენ, სკოლაში შვილის გაშვება მეშინია, რადგან იქ ბიჭები მანქანით ხშირად არიან მოსულები, გოგოებს ჩასაფრებულები და გვეშინია შვილს ვიღაცამ თავისუფლება უკანონოდ არ აღუკვეთოსო. ხანდახან, მშობელს ურჩევნია, თავად შეურჩიოს გოგოს მისთვის სასურველი ქმარი, ვიდრე უცხო პირისგან იყოს მოტაცებული. გვეუბნებოდნენ, ვიცნობ მაინც იმ ოჯახს, ფინანსურად ძლიერიაო და მშობლებს ჰგონიათ, რომ ასე მათი შვილის მომავალი უკეთესი იქნება, რადგან გოგოების პერსპექტივას ვერ ხედავენ.

სხვადასხვა კვლევის ფარგლებში სულ ვიკვლევთ, რა საგანმანათლებლო, სპორტული ღონისძიებებია რეგიონებში მოზარდებისთვის, სამწუხაროდ, ასეთი არაფერი კეთდება.

ვფიქრობ, რომ სოციალურ თემამდე დავდივართ. ოჯახებში ეკონომიკურ პრობლემებს, გოგონების უპერსპექტივობას უფრო მივაკუთვნებდი ამ ფაქტს, ვიდრე ტრადიციებს. ჩვენ ადგილზე მოსახლეობას ვხვდებით და ისინი ბევრ პრობლემას ასახელებენ“, - განაცხადა რუსეცკიმ.

ინტერვიუს სრულ ვერსიას "ინტერპრესნიუსი" უახლოეს საათებში შემოგთავაზებთ.