მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მძიმე დანაშაული აშშ-ში: 6 წლის პალესტინელი ბიჭუნა მეზობელმა მოკლა - ბავშვის მამის თქმით, მანამდე მამაკაცს მისი ვაჟისთვის სათამაშოები მიჰქონდა
მძიმე დანაშაული აშშ-ში: 6 წლის პალესტინელი ბიჭუნა მეზობელმა მოკლა - ბავშვის მამის თქმით, მანამდე მამაკაცს მისი ვაჟისთვის სათამაშოები მიჰქონდა

გუ­შინ, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის ილი­ნო­ი­სის შტა­ტის ქა­ლაქ პლე­ინ­ფილდში 71 წლის მა­მა­კაც­მა 32 წლის ქალი და მისი 6 წლის შვი­ლი და­ნით იმის გამო დაჭ­რა, რომ ისი­ნი მუ­სულ­მა­ნე­ბი იყ­ვნენ. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი შე­რი­ფის ოფის­ში გა­ნა­ცხა­დეს, ბავ­შვი მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, მძი­მედ დაჭ­რი­ლი დედა კი ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია, თუმ­ცა მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

მას შემ­დეგ, რაც ილი­ნო­ი­სის მკვიდრ მა­მა­კაცს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს მკვლე­ლო­ბა­ში და სი­ძულ­ვი­ლის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ში, მე­დი­ამ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი გა­არ­კვია. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის თქმით, 71 წლის ჯო­ზეფ ზუბა ის­რა­ელ­სა და პა­ლეს­ტი­ნას შო­რის მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტის გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცა და თავს და­ეს­ხა თა­ვის მდგმუ­რებს, პა­ლეს­ტი­ნე­ლი წარ­მო­შო­ბის მუ­სულ­მა­ნებს. ბოლო დრომ­დე მა­მა­კა­ცი ოჯახ­თან ძა­ლი­ან მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებ­და.

მოკ­ლუ­ლი ბავ­შვის ოჯა­ხი, წარ­მო­შო­ბით და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე პა­ლეს­ტი­ნის ქა­ლაქ ბე­ი­ტუ­ნი­ა­დან არის. ისი­ნი 12 წე­ლია შტა­ტებ­ში ცხოვ­რო­ბენ. ბოლო ორი წელი კი დამ­ნა­შა­ვის­გან ქი­რა­ობ­დნენ ბი­ნას. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, მე­პატ­რო­ნეს ოჯახ­თან ადრე კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნია.

ბავ­შვის მა­მის თქმით, "კაც­მა ადრე ეზო­ში პა­ტა­რა ხის სახ­ლიც კი აა­შე­ნა მათი ბი­ჭის­თვის. ბავ­შვს ნე­ბას რთავ­და მის­სა­ვე გა­კე­თე­ბულ პა­ტა­რა აუზ­ში ეცუ­რა­ვა და მის­თვის სა­ჩუქ­რად სა­თა­მა­შო­ე­ბიც კი მიჰ­ქონ­და, - გა­ნუ­ცხა­და AP-ს აჰ­მედ რე­ჰაბ­მა, არა­კო­მერ­ცი­უ­ლი საბ­ჭოს ამე­რი­კულ-ის­ლა­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა. ამი­ტომ, ბი­ჭის დე­დას ეჭ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი არ ჰქონ­და, რო­დე­საც სახ­ლის პატ­რონ­მა კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნა.

"კარი რომ გა­ა­ღეს, სახ­ლში შე­ვარ­და და თა­ვი­დან ქა­ლის დახ­რჩო­ბა და­ი­წყო, თან ცდი­ლობ­და მის­თვის და­ერ­ტყა. ქალ­მა მო­ა­ხერ­ხა სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­ვარ­დნა და 911-ზე და­რეკ­ვა, მაგ­რამ ვიდ­რე დამ­ნა­შა­ვე სახ­ლს და­ტო­ვებ­და, და­ნით დაჭ­რა ისიც და მისი 6 წლის შვი­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნი­მე წამ­ში მოხ­და", - წერს მე­დია, ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის­გან მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პო­ლი­ცია რომ მი­ვი­და, ზუბა სახ­ლის წინ გა­ზონ­ზე იჯდა, სა­ხე­ზე ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და. და­ნით დაჭ­რი­ლი ბიჭი და დე­და­მი­სი თა­ვი­ანთ სა­ძი­ნე­ბელ­ში იწ­ვნენ. ინ­ცი­დენ­ტი შა­ბათს სა­ღა­მოს მოხ­და ჩი­კა­გოს სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე პლა­ინ­ფილ­დის რა­ი­ონ­ში.

ბიჭი, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ 6 წლის გახ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჭრი­ლო­ბე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. მისი დედა, რო­მელ­საც ათზე მეტი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მაგ­რამ ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის გა­დარ­ჩე­ბა.

მომ­ხდარს გა­მო­ეხ­მა­უ­რა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნიც, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ შო­კი­რე­ბუ­ლი და აღ­შფო­თე­ბუ­ლი იყო და­ნა­შა­უ­ლით. ამე­რი­კე­ლებ­მა უარი უნდა თქვან ის­ლა­მო­ფო­ბი­ა­ზე, გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დაფნა
0

მანდ მომენტების გამოქვეყნება როგორ ხდება?არ მოგწონს და დამთავრდა?

მიშა მაგარია
16

ნამდვილად პუტინის ხელი ურევია. გადადგეს ღარიბაშვილი! გადადგეს კალაძე! ჰო, რათქმაუნდა ბიძინაც. ამ დანაშაულის მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ქოცებს. გადადგეს დღეცანდელი მთავრობა სრული შემადგენლობით. დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები. ყველანი ქუჩაში, ვინ საით და ვინ საით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მძიმე დანაშაული აშშ-ში: 6 წლის პალესტინელი ბიჭუნა მეზობელმა მოკლა - ბავშვის მამის თქმით, მანამდე მამაკაცს მისი ვაჟისთვის სათამაშოები მიჰქონდა

მძიმე დანაშაული აშშ-ში: 6 წლის პალესტინელი ბიჭუნა მეზობელმა მოკლა - ბავშვის მამის თქმით, მანამდე მამაკაცს მისი ვაჟისთვის სათამაშოები მიჰქონდა

გუშინ, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ილინოისის შტატის ქალაქ პლეინფილდში 71 წლის მამაკაცმა 32 წლის ქალი და მისი 6 წლის შვილი დანით იმის გამო დაჭრა, რომ ისინი მუსულმანები იყვნენ. როგორც ადგილობრივი შერიფის ოფისში განაცხადეს, ბავშვი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, მძიმედ დაჭრილი დედა კი ჰოსპიტალიზებულია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მას შემდეგ, რაც ილინოისის მკვიდრ მამაკაცს ბრალი წაუყენეს მკვლელობაში და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულში, მედიამ მომხდარის შესახებ საინტერესო დეტალები გაარკვია. გამომძიებლების თქმით, 71 წლის ჯოზეფ ზუბა ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე კონფლიქტის გავლენის ქვეშ მოექცა და თავს დაესხა თავის მდგმურებს, პალესტინელი წარმოშობის მუსულმანებს. ბოლო დრომდე მამაკაცი ოჯახთან ძალიან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა.

მოკლული ბავშვის ოჯახი, წარმოშობით დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პალესტინის ქალაქ ბეიტუნიადან არის. ისინი 12 წელია შტატებში ცხოვრობენ. ბოლო ორი წელი კი დამნაშავისგან ქირაობდნენ ბინას. თვითმხილველების თქმით, მეპატრონეს ოჯახთან ადრე კონფლიქტი არ ჰქონია.

ბავშვის მამის თქმით, "კაცმა ადრე ეზოში პატარა ხის სახლიც კი ააშენა მათი ბიჭისთვის. ბავშვს ნებას რთავდა მისსავე გაკეთებულ პატარა აუზში ეცურავა და მისთვის საჩუქრად სათამაშოებიც კი მიჰქონდა, - განუცხადა AP-ს აჰმედ რეჰაბმა, არაკომერციული საბჭოს ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელმა. ამიტომ, ბიჭის დედას ეჭვის საფუძველი არ ჰქონდა, როდესაც სახლის პატრონმა კარზე დააკაკუნა.

"კარი რომ გააღეს, სახლში შევარდა და თავიდან ქალის დახრჩობა დაიწყო, თან ცდილობდა მისთვის დაერტყა. ქალმა მოახერხა სააბაზანოში შევარდნა და 911-ზე დარეკვა, მაგრამ ვიდრე დამნაშავე სახლს დატოვებდა, დანით დაჭრა ისიც და მისი 6 წლის შვილი. ეს ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა", - წერს მედია, ოჯახის ახლობლისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია რომ მივიდა, ზუბა სახლის წინ გაზონზე იჯდა, სახეზე ჭრილობა ჰქონდა. დანით დაჭრილი ბიჭი და დედამისი თავიანთ საძინებელში იწვნენ. ინციდენტი შაბათს საღამოს მოხდა ჩიკაგოს სამხრეთით მდებარე პლაინფილდის რაიონში.

ბიჭი, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ 6 წლის გახდა, მოგვიანებით საავადმყოფოში ჭრილობებით გარდაიცვალა. მისი დედა, რომელსაც ათზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული, მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ ის გადარჩება.

მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც, რომელმაც განაცხადა, რომ შოკირებული და აღშფოთებული იყო დანაშაულით. ამერიკელებმა უარი უნდა თქვან ისლამოფობიაზე, განაცხადა პრეზიდენტმა.