ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღამით ღაზას სექტორში "ჰამასისა“ და პალესტინის "ისლამური ჯიჰადის“ 200-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.
თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებული სამიზნეები მოიცავს "ჰამასის“ შტაბ-ბინას, სადაც დაჯგუფების რამდენიმე წევრი მოკლეს და ბანკს, რომელსაც "ჰამასი“ იყენებდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე აცხადებენ, რომ დარტყმები განახორციელეს ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებმაც, მათ შორის, "ჰამასის“ სამეთაურო ცენტრებსა და იარაღის საწყობებზე.