ავტორი:

"ჩამოვიდა ჩვენი გოგო თავის ნაოცნებარ თბილისში..." - ინგა ფერაძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს (ვიდეო)

"ჩამოვიდა ჩვენი გოგო თავის ნაოცნებარ თბილისში..." - ინგა ფერაძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს (ვიდეო)

დღეს, დილას, ცნობილი ქართველი მომღერალი ინგა ფერაძე ბელგიიდან საქართველოში ჩამოასვენეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ავრცელებს.

მაკა რაზმაძე:

- ჩამოვიდა ჩვენი გოგო თავის ნაოცნებარ თბილისში. ხვალ 12 საათიდან ფილარმონიაში იქნება პანაშვიდი. 3 საათზე გამოსვენება. ინგა ფერაძე მათახას მთაზე პანთეონში დაიკრძალება... ახლა უკვე სამუდამოდ დარჩება თავის საყვარელ საქართველოში!

შეგახსენებთ, რომ ინგა ფერაძე 9 ოქტომბერს ბელგიაში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქალბატონი ინგა წლები ემიგრაციაში გახლდათ, სადაც მისი ერთადერთი შვილი ანა ფერაძე, მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად ცხოვრობს.

მომღერალის გადმოსვენება სამშობლოში საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო. უკანასკნელ გზაზე ჩამოყვა დედას მომღერლის ერთადერთი ქალიშვილი ანა ფერაძე, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ ჩვენტან ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ 21 წლის შემდეგ ის, პირველად ჩამოვიდოდა საქართველოში.

წაიკითხეთ ასევე: