გელოვანი-აკინშინას სკანდალური საქმე დასრულდა. ქართველი ბიზნესმენი და დიპლომატი, არჩილ გელოვანი, ყოფილ ცოლს, რუს მსახიობ ოქსანა აკინშინას სასამართლოს გადაწყვეტილებით, 500 ათასი დოლარის დავალიანებას გადაუხდის.
გაზაფხულზე ოქსანა აკინშინამ შვილების მამის, არჩილ გელოვანის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ყოფილი ქმრისგან სესხის ხელშეკრულებით გადაცემული თანხის დაბრუნებას ითხოვდა. ცნობილი გახდა, რომ ოქსანამ და არჩილმა შეთანხმებას მიაღწიეს - რუსული მედია საქმის დეტალებზე წერს.
ისტორია 2016 წელს დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, აკინშინა და გელოვანი ბედნიერ ოჯახად ითვლებოდა და წყვილი ერთ საერთო შვილს ზრდიდა. 31 მარტს მსახიობმა ქმართან სესხის ხელშეკრულება გააფორმა და 508 ათასი დოლარი გადაურიცხა. ეს თანხა არჩილ გელოვანს ცოლისთვის 2017 წლის 22 იანვრამდე უნდა დაებრუნებინა. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ამ დროს ოქსანა არჩილისგან მეორე შვილზე იყო ორსულად და 2017 წლის 25 იანვარს მათ ქალიშვილი ემი შეეძინათ.
ლოგიკურია, რომ მეუღლეები იმ მომენტში ნაკლებად ფიქრობდნენ ვალზე და ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენით ტკბებოდნენ.
ხელმოწერილი დოკუმენტის პირობების მიხედვით, თუ თანხა დადგენილ თარიღამდე არ დაბრუნდებოდა, მათზე პროცენტი ირიცხებოდა - წელიწადში 7%.
2018 წელს სიტუაცია შეიცვალა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი ეჭვიანობდა ცოლის კარიერაზე და იმედოვნებდა, რომ შვილების გაჩენის შემდეგ, ოქსანა კინოს მიატოვებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. "მსახიობს სამსახურში დაბრუნება სურდა, გარდა ამისა, მიმოწერა ჰქონდა საპირისპირო სქესის კოლეგებთან, რამაც ტემპერამენტიანი ქართველი ძალიან გააღიზიანა", - წერდა რუსული მედია.
წყვილის განქორწინებისა შემდეგ, სასამართლომ ქართველ დიპლომატს ორივე შვილის აღზრდის ოფიციალური უფლებაც მიანიჭა, ბავშვები საქართველოში ბებიასთან წამოიყვანა. ოქსანა კი დაქორწინდა დანილა კოზლოვსკიზე, რითაც დაადასტურა დიდი ხნის ჭორები მათი რომანის შესახებ.
2022 წლის 9 თებერვალს აკინშინასა და გელოვანს შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება - ვალის რესტრუქტურიზაციაზე, რაც შესაძლოა, დოლარის კურსის ცვლილებასთან იყო დაკავშირებული. ბიზნესმენი წლის ბოლომდე თანხის დაბრუნებაზე დათანხმდა, მაგრამ როგორც ჩანს, მან პირობა არ შეასრულა. მსახიობმა ადვოკატები დაიქირავა და 20 აპრილს რუსეთში პრესნენსკის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საბოლოოდ, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს მორიგებას მოაწერეს ხელი. მედია დეტალებზე წერს:
"არჩილ გელოვანი ვალს გადაიხდის ნაღდი ანგარიშსწორებით. თანხის საბოლოო გადახდის ვადად კი 2025 წლის 1 სექტემბერია მითითებული. გელოვანს შეუძლია ნებისმიერ დროს დაფაროს მთელი თანხა ვადაზე ადრე, მაგრამ თუ ვადას გადააცილებს, ის დაჯარიმდება.“
წაიკითხეთ ასევე: