ავტორი:

ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე ალბანეთის საგარეო უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს - რას წერს მედია თაღლითურ საქმეზე, რომელშიც კეზერაშვილისა და კიდევ ხუთი ქართველის გვარი ფიგურირებს

ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე ალბანეთის საგარეო უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს - რას წერს მედია თაღლითურ საქმეზე, რომელშიც კეზერაშვილისა და კიდევ ხუთი ქართველის გვარი ფიგურირებს

ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე დუბაიში დააკავეს ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მრჩეველი, ამანტ ჯოსიფი. ინფორმაციას albaniandailynews ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჯოსიფს ბრალად ედება თაღლითობა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა.

"ჯოსიფი ალბანეთში ცნობილი ბიზნესმენია, გავლენიანი პოლიტიკური კავშირებით. იგი ალბანეთში დარეგისტრირებულ რამდენიმე ქოლ ცენტრს ფლობს", - წერს მედია.

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, BBC-ის საგამოძიებო სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, რამდენიმე სატელეფონო ცენტრის მფლობელზე ძებნა გამოცხადდა - ამანტ ჯოზეფი ერთ-ერთი მათგანი იყო.

წარსულში ჯოზეფი ქოლ-ცენტრების საქმესთან კავშირს უარყოფდა. მედიაში დანაშაულებივ სქემასთან დკაავშირებული მასალების შემდეგ, სამთავრობო სამსახური დატოვა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ დაიხურა 15 ქოლ ცენტრი ალბანეთში, ბულგარეთში, საქართველოში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და უკრაინაში. დააკავეს ჯოსიფის ორი ბიზნესპარტნიორი, ბერნარდო სარაჩაი და ერინდი პისკილი - თავად ჯოსიფიზე ძებნა გამოცხადდა.

ალბანეთის მთავარი ოპოზიციური ლიდერის, სალი ბერისის მტკიცებით, ჯოსიფის მფარველობდა პრემიერ-მინისტრი, ედი რამა. პრემიერი ბრალდებას უარყოფს.

  • შეგახსენებთ, რომ 12 აპრილს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფლის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

სტატიაში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც არის ნახსენები. გამოძიების პროცესში ასევე 5 ქართული სახელი გამოიკვეთა - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც Milton Group-ის მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად არიან მოხსენიებულნი. აღნიშნული გვარები Panama Paper-ის დოკუმენტებშიც იძებნება.