Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ირანელი რეჟისორი და მისი მეუღლე, თეირანთან ახლოს, საკუთარ სახლში მოკლულები იპოვეს
ცნობილი ირანელი რეჟისორი და მისი მეუღლე, თეირანთან ახლოს, საკუთარ სახლში მოკლულები იპოვეს

ირა­ნუ­ლი ახა­ლი ტალ­ღის კი­ნო­მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ერთ-ერთი და­მა­არ­სე­ბე­ლი, და­რი­უშ მეჰრ­ჯუი და მისი მე­უღ­ლე, ვა­ჰი­დე მო­ჰა­მა­დი­ფა­რი თე­ი­რან­თან ახ­ლოს, სა­კუ­თარ სახ­ლში მოკ­ლუ­ლე­ბი იპო­ვეს. პო­ლი­ცი­ის თქმით, ცოლ-ქმა­რი და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით არის გარ­დაც­ვლი­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ შა­ბათს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით ღა­მის 9 სა­ათ­ზე, რე­ჟი­სორ­მა თა­ვის ქა­ლიშ­ვილ მო­ნას, მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­უგ­ზავ­ნა და სა­ვახ­შმოდ სახ­ლში მი­ი­პა­ტი­ჟა. გო­გო­ნა და­ახ­ლო­ე­ბით 1,5 სა­ა­თის შემ­დეგ მი­ვი­და შინ, მაგ­რამ ორი­ვე მშო­ბე­ლი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. პო­ლი­ცი­ის თქმით, წყვი­ლის სახ­ლში იძუ­ლე­ბით შეღ­წე­ვის ნიშ­ნე­ბი არ ფიქ­სირ­დე­ბა, თუმ­ცა მათ "მკვლელ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბელ კვალს" მი­აგ­ნეს.

კვი­რას, გა­ზეთ Etemad-ში მეჰრ­ჯუ­ის ცოლ­თან ჩა­წე­რი­ლი ინ­ტერ­ვიუ გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­შიც ვა­ჰი­დე ამ­ბობს, რომ მათი სახ­ლი გა­ძარ­ცვეს და მის და­ში­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

მეჰრ­ჯუ­ის სა­რე­ჟი­სო­რო დე­ბი­უ­ტი 1966 წელს ფილმ "ბრი­ლი­ან­ტი 33"-ით შედ­გა, რო­მე­ლიც ჯე­იმზ ბონ­დის ფილ­მე­ბის სე­რი­ის პა­რო­დი­ას წარ­მო­ად­გენს. მეჰრ­ჯუ­ის წარ­მა­ტე­ბა მე­ო­რე ფილმმა "Gaav"-მა ("ძრო­ხა") მო­უ­ტა­ნა. "ძრო­ხა" გო­ლამ-ჰო­სე­ინ სა­ი­დის მო­თხრო­ბას ეფუძ­ნე­ბა. ფილ­მი წე­ლი­წად­ზე მეტი ირან­ში კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ იყო აკ­რძა­ლუ­ლი. ამის მი­ზე­ზი ფილ­მის სცე­ნარ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი იყო. სა­ი­დი თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ღიად აკ­რი­ტი­კებ­და მო­ჰა­მედ რეზა ფეჰლე­ვის მმარ­თვე­ლო­ბას, რის გა­მოც ის თექ­ვსმეტ­ჯერ იყო და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი.

"მე კონ­კრე­ტუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის ან შე­ხე­დუ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის ღიად პო­ლი­ტი­კურ ფილ­მებს არ ვი­ღებ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კუ­რია",- თქვა და­რი­უშ მეჰრ­ჯუ­იმ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ზურა
0

ძალიან დასანანია. კარგი, ფიქრიანი რეჟისორი იყო

ავტორი:

ცნობილი ირანელი რეჟისორი და მისი მეუღლე, თეირანთან ახლოს, საკუთარ სახლში მოკლულები იპოვეს

ცნობილი ირანელი რეჟისორი და მისი მეუღლე, თეირანთან ახლოს, საკუთარ სახლში მოკლულები იპოვეს

ირანული ახალი ტალღის კინომიმდინარეობის ერთ-ერთი დამაარსებელი, დარიუშ მეჰრჯუი და მისი მეუღლე, ვაჰიდე მოჰამადიფარი თეირანთან ახლოს, საკუთარ სახლში მოკლულები იპოვეს. პოლიციის თქმით, ცოლ-ქმარი დანით მიყენებული ჭრილობებით არის გარდაცვლილი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ შაბათს, ადგილობრივი დროით ღამის 9 საათზე, რეჟისორმა თავის ქალიშვილ მონას, მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და სავახშმოდ სახლში მიიპატიჟა. გოგონა დაახლოებით 1,5 საათის შემდეგ მივიდა შინ, მაგრამ ორივე მშობელი გარდაცვლილი დახვდა. პოლიციის თქმით, წყვილის სახლში იძულებით შეღწევის ნიშნები არ ფიქსირდება, თუმცა მათ "მკვლელთან დამაკავშირებელ კვალს" მიაგნეს.

კვირას, გაზეთ Etemad-ში მეჰრჯუის ცოლთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ვაჰიდე ამბობს, რომ მათი სახლი გაძარცვეს და მის დაშინებას ცდილობდნენ.

მეჰრჯუის სარეჟისორო დებიუტი 1966 წელს ფილმ "ბრილიანტი 33"-ით შედგა, რომელიც ჯეიმზ ბონდის ფილმების სერიის პაროდიას წარმოადგენს. მეჰრჯუის წარმატება მეორე ფილმმა "Gaav"-მა ("ძროხა") მოუტანა. "ძროხა" გოლამ-ჰოსეინ საიდის მოთხრობას ეფუძნება. ფილმი წელიწადზე მეტი ირანში კულტურისა და ხელოვნების სამინისტროს მიერ იყო აკრძალული. ამის მიზეზი ფილმის სცენარში გამოხატული პოლიტიკური შეხედულებები იყო. საიდი თავის შემოქმედებაში ღიად აკრიტიკებდა მოჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობას, რის გამოც ის თექვსმეტჯერ იყო დაპატიმრებული.

"მე კონკრეტული იდეოლოგიის ან შეხედულების პოპულარიზაციისთვის ღიად პოლიტიკურ ფილმებს არ ვიღებ, მაგრამ ყველაფერი პოლიტიკურია",- თქვა დარიუშ მეჰრჯუიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა