კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურაბიშვილი დღეიდან მხოლოდ ფორმალურადაა პრეზიდენტი - ამერიკული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ის დარჩება ე.წ. "კოჭლ იხვად“, რომელიც "ნაცმოძრაობასაა“ ადევნებული" - კობახიძე
"ზურაბიშვილი დღეიდან მხოლოდ ფორმალურადაა პრეზიდენტი - ამერიკული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ის დარჩება ე.წ. "კოჭლ იხვად“, რომელიც "ნაცმოძრაობასაა“ ადევნებული" - კობახიძე

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის დამ­რღვე­ვი პრე­ზი­დენ­ტი დღე­ი­დან მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად, ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, "საპ­რე­ზი­დენ­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბოლო, მე­ექ­ვსე წელს ის სრუ­ლად იქ­ნე­ბა მოკ­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კურ და მო­რა­ლურ ლე­გი­ტი­მა­ცი­ას და დარ­ჩე­ბა ე.წ. "კოჭლ იხ­ვად“, რო­მე­ლიც უფსკრუ­ლის­კენ მი­მა­ვალ კო­ლექ­ტი­ურ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ არის ადევ­ნე­ბუ­ლი“.

"სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა უღა­ლა­ტა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე და­დე­ბულ ფიცს. მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიერ 2020 წელს არ­ჩე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ა­დას­ტუ­რებს, რომ ის აღარ არის ღირ­სი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მა­ღალ სტა­ტუსს ატა­რებ­დეს. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს რომ ჰქონ­დეს შერ­ჩე­ნი­ლი ელე­მენ­ტა­რუ­ლი ღირ­სე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის დად­გე­ნის შემ­დეგ, ის მყი­სი­ე­რად გა­დად­გე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. თუმ­ცა, ისიც გვეს­მის, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არ არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში და ის ვერც გა­დად­გო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს იმ ძა­ლე­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, რომ­ლე­ბიც მას სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის უხე­ში დარ­ღვე­ვის­კენ უბიძ­გებ­დნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე სა­სე­სიო კვი­რის ბო­ლომ­დე შედ­გე­ბა კენ­ჭისყრა იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. გვეს­მის, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კო­ლექ­ტი­უ­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ იმე­დით არ­ღვევ­და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მის გა­და­სა­ყე­ნებ­ლად 100 ხმის მოგ­რო­ვე­ბის შან­სი პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობს. თუმ­ცა, იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ რამ­დე­ნი­მე ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს მა­ინც აღ­მო­აჩ­ნდე­ბა საკ­მა­რი­სი პატ­რი­ო­ტიზ­მი ან პრო­ფე­სი­უ­ლი ღირ­სე­ბა, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის უხე­ში დარ­ღვე­ვა და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ და­ტო­ვოს.

რო­გორც არ უნდა დას­რულ­დეს იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა, ჩვენ უკვე მი­ვაღ­წი­ეთ და­სა­ხულ მი­ზანს - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა არ დარ­ჩა რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე, რა­საც მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ეფექ­ტი ექ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის დამ­რღვევ პრე­ზი­დენტს, ის დღე­ი­დან უკვე მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად. საპ­რე­ზი­დენ­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბოლო, მე­ექ­ვსე წელს ის სრუ­ლად იქ­ნე­ბა მოკ­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კურ და მო­რა­ლურ ლე­გი­ტი­მა­ცი­ას და დარ­ჩე­ბა, ამე­რი­კუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გია რომ გა­მო­ვი­ყე­ნოთ, ე.წ. "კოჭლ იხ­ვად“, რო­მე­ლიც უფსკრუ­ლის­კენ მი­მა­ვალ კო­ლექ­ტი­ურ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ არის ადევ­ნე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

სამწუხაროდ არათუ სალო, არც თქვენ არ აგებთ არანაირ პასუხს, არათუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ეიფემერიული სტატუსის მიღებაზე, არაფერზე არ აგებთ პასუხს, არც პირადად და არც კოლექტიურად, კი, ქოცები, და ნაცი რატომ აგებდა რა, თვენზე ნაკლები იყო? არსად არცერთ კანონში არ წერია, რომ თქვენ, ნაცქოცნი სატელიტებიანად , ხელისუფლებას რომ წარმოადგენთ პოზიცია ოპოზიციაში 30 წელია , თუ ასიც კი, მშობელ კომპარტიიანად, რაიმეზე პასუხს აგებთ , ასეთი მახსოვს კომუნისტური პარტია , რომელიც როცა სოციალისტური საზოგადოების უზენაეს წამყვან ძალად " იქცა" კონსტიტუციით, სწორედ მაშინ გამოუვიდა ბოლო წირვა ! ხელისუფლება ვალდებულია გაამდიდროს და გააბედნიეროს ხალხი, თუ გააღარიბა და გააუბედურა , და თავად კი ხალხის ხარჯზე გამდიდრდა და გაბედნიერდა, პასუხი უნდა აგოს! ამას ცხადია თქვენ კანონში არ ჩაწერთ, ამიტომ წახვალთ საიდანაც მოხვედით -აი, იმ კომპარტიასთან და ჩვენ მოვძებნით ვინც გაგვაბედნიერებს და გაგვამდიდრებს და თავად არ გამდიდრდება ჩვენს ხარჯზე, იმათ !

დავითი
0

მსოფლიო , მსოფლიო ომის ზღვარზე და ესენი კიდევ ამ კატა თაგობანას თამაშ არ მოეშვნენ, თქვენ რა გონიათ წმინდანები დაიცავენ მარტო საქართველოს და ჩვენ წამოწოლილი მჭვადით და ყანწით ხელში უნდა შევხვდეთ.. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ზურაბიშვილი დღეიდან მხოლოდ ფორმალურადაა პრეზიდენტი - ამერიკული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ის დარჩება ე.წ. "კოჭლ იხვად“, რომელიც "ნაცმოძრაობასაა“ ადევნებული" - კობახიძე

"ზურაბიშვილი დღეიდან მხოლოდ ფორმალურადაა პრეზიდენტი - ამერიკული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ის დარჩება ე.წ. "კოჭლ იხვად“, რომელიც "ნაცმოძრაობასაა“ ადევნებული" - კობახიძე

საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი დღეიდან მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად, ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, "საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება ე.წ. "კოჭლ იხვად“, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას“ არის ადევნებული“.

"სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს. მიმდინარე კვირაში ქართველი ხალხის მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი, საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს. სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, ის მყისიერად გადადგებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან. თუმცა, ისიც გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ის ვერც გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ძალების თანხმობის გარეშე, რომლებიც მას საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ უბიძგებდნენ.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირის ბოლომდე შედგება კენჭისყრა იმპიჩმენტის წესით სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის“ იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და აქედან გამომდინარე, მის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა რეაგირების გარეშე არ დატოვოს.

როგორც არ უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცედურა, ჩვენ უკვე მივაღწიეთ დასახულ მიზანს - სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არ დარჩა რეაგირების გარეშე, რასაც მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის გრძელვადიანი პრევენციული ეფექტი ექნება.

რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს, ის დღეიდან უკვე მხოლოდ ფორმალურად განიხილება საქართველოს პრეზიდენტად. საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება, ამერიკული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ე.წ. "კოჭლ იხვად“, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას“ არის ადევნებული“, - განაცხადა კობახიძემ.