ავტორი:

მამამ 5-ჯერ სცადა და არაფერი გამოუვიდა, შვილი პირველივე ცდაზე პრეზიდენტი გახდა - ეკვადორს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ჰყავს

მამამ 5-ჯერ სცადა და არაფერი გამოუვიდა, შვილი პირველივე ცდაზე პრეზიდენტი გახდა - ეკვადორს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ჰყავს

ბიზნესმენი დანიელ ნობოა მალე ეკვადორის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდება. არჩევნების მეორე ტურში ნობოამ ხმების 52.3% აიღო და მისი ოპონენტი, ლუისა გონსალესი დაამარცხა.

36 წლის ნობოა ეროვნული დემოკრატიული პარტიის წევრია და არის ალვარო ნობოას ვაჟი. თავად ალვარომ, პრეზიდენტობისთვის ხუთჯერ იყარა კენჭი, თუმცა არჩევნები მისთვის ხუთჯერვე წარუმატებლად დასრულდა.

დანიელ ნობოა 17 თვითაა არჩეული და ქვეყნის სათავეში 2025 წლის მაისამდე დარჩება. არჩევნების ნაადრევად ჩატარება და ნობოას მოკლე ვადით არჩევა იმის გამო მოხდა, რომ პრეზიდენტმა გილერმო ლასომ, რომელსაც ვადა ეწურებოდა, პარლამენტი საიმპიჩმენტო სასამართლო პროცესის ფონზე დაითხოვა.

გამარჯვების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში ნობოამ ეკვადორის წინსვლის გეგმებზე ისაუბრა: "ხვალ ახალი ეკვადორისთვის ვიწყებთ ბრძოლას, ვიწყებთ მუშაობას, რათა ძალადობით, კორუფციით და სიძულვილით შელახული ქვეყანა აღვადგინოთ."

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა