პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ" - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იმპიჩმენტზე
"არ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ" - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იმპიჩმენტზე

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის, მე­რაბ ტუ­რა­ვას გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის სა­იმ­პიჩ­მენ­ტო წარ­დგი­ნე­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ხელს, და­ახ­ლო­ე­ბით, 12:00 სა­ა­თის შემ­დეგ მო­ა­წე­რენ. ამის შე­სა­ხებ მე­რაბ ტუ­რა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­სა­ცხა­დებ­ლად მთე­ლი რიგი პრო­ცე­დუ­რე­ბი აქვს ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი.

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის დღეა 16 ოქ­ტომ­ბე­რი. 16 ოქ­ტომ­ბე­რი შედ­გე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის­გან. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი შე­იკ­რი­ბე­ბი­ან 12 სა­ა­თის შემ­დეგ, მო­ა­წე­რენ ხელს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ამის შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით ორი სა­ა­თი სჭირ­დე­ბა იმას, რომ გა­მო­სა­ცხა­დებ­ლად მომ­ზად­დეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ტექ­სტი. ექ­სპერ­ტი­ზა უნდა გა­ი­ა­როს სა­მარ­თლებ­რივ დე­პარ­ტა­მენ­ტში, ხოლო მას შემ­დეგ გა­მო­ცხად­დე­ბა, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე ვიცი ჩემი და მო­სა­მარ­თლე­ე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბიც, კა­ნო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ ვარ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, ეს კა­ნონ­დარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბა, რომ დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რამ­დე გა­მო­ვა­ცხა­დო ჩემი პო­ზი­ცია. არა­ნა­ი­რი ზე­წო­ლა არ ყო­ფი­ლა, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბო­დით და ჩვენ გან­ვა­ცხა­დებ­დით. არ გვჭირ­დე­ბა ზე­წო­ლა, ზე­წო­ლის გა­რე­შეც ვი­ცით, რო­გო­რი და რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ვი­ღოთ.

ჩვენ შე­ვიკ­რი­ბეთ, ვი­თათ­ბი­რეთ და ცნო­ბი­ლია სხვა მო­სა­მარ­თლე­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. იყო თუ არა აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა, ესეც არის თათ­ბი­რის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა. ვი­ცით ერ­თმა­ნე­თის პო­ზი­ცია, თათ­ბი­რის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას ვერ გა­ვამ­ჟღავ­ნებთ. მას შემ­დეგ რაც დო­კუ­მენტს ხელი მო­ე­წე­რე­ბა... ჩვენ უნდა მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­მარ­თლებ­რი­ვად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ნორ­მა­ლუ­რი საქ­მე იყო, დრო­ში ვი­ყა­ვით შე­ზღუ­დუ­ლე­ბი. ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა. შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბით, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მაგ­რამ სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­და­სა­წყვე­ტად ჩვენ­თვის არ იყო გან­სა­კუთ­რე­ბულ სირ­თუ­ლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რო­გო­რიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ისე­თი მი­ვი­ღეთ“, - გა­ნა­ცხა­და მე­რაბ ტუ­რა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კუკარაჩა
29

მივესალმებით

.......
35

 საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციას იცავს და არა კონკრეტულ პირს პრეზიდენტს ან სხვას. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"არ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ" - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იმპიჩმენტზე

"არ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ" - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იმპიჩმენტზე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ხელს, დაახლოებით, 12:00 საათის შემდეგ მოაწერენ. ამის შესახებ მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად მთელი რიგი პროცედურები აქვს ჩასატარებელი.

"გადაწყვეტილების გამოცხადების და გამოქვეყნების დღეა 16 ოქტომბერი. 16 ოქტომბერი შედგება რამდენიმე საათისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები შეიკრიბებიან 12 საათის შემდეგ, მოაწერენ ხელს გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ დაახლოებით ორი საათი სჭირდება იმას, რომ გამოსაცხადებლად მომზადდეს გადაწყვეტილების ტექსტი. ექსპერტიზა უნდა გაიაროს სამართლებრივ დეპარტამენტში, ხოლო მას შემდეგ გამოცხადდება, რამდენიმე საათში, დღის განმავლობაში გამოქვეყნდება. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი ჩემი და მოსამართლეების პოზიციებიც, კანონიდან გამომდინარე, არ ვარ უფლებამოსილი, ეს კანონდარღვევა იქნება, რომ დოკუმენტის ხელმოწერამდე გამოვაცხადო ჩემი პოზიცია. არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, ამის შესახებ ინფორმირებულები იქნებოდით და ჩვენ განვაცხადებდით. არ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.

ჩვენ შევიკრიბეთ, ვითათბირეთ და ცნობილია სხვა მოსამართლეების გადაწყვეტილება. იყო თუ არა აზრთა სხვადასხვაობა, ესეც არის თათბირის საიდუმლოება. ვიცით ერთმანეთის პოზიცია, თათბირის საიდუმლოებას ვერ გავამჟღავნებთ. მას შემდეგ რაც დოკუმენტს ხელი მოეწერება... ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებული იქნება. ნორმალური საქმე იყო, დროში ვიყავით შეზღუდულები. ეს იყო ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა. შეიძლება თავისი მნიშვნელობით, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სამართლებრივად გადასაწყვეტად ჩვენთვის არ იყო განსაკუთრებულ სირთულეებთან დაკავშირებული. როგორიც უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება, ისეთი მივიღეთ“, - განაცხადა მერაბ ტურავამ.