ასტრონომებმა კოსმოსში უცნაური ნათება აღმოაჩინეს. ფიქრობენ, რომ ნათება ორი პლანეტის შეჯახების შედეგად წარმოიქმნა.
მეცნიერების აზით, შეჯახებამ სრულიად ახალი პლანეტის წარმოქმნას შეუწყო ხელი. თუ ეს დაკვირვება დადასტურდება, მათ შესაძლებლობა ექნებათ ახალი სამყაროს "დაბადებას“ თვალი რეალურ დროში ადევნონ და ამოხსნან საიდუმლო იმის შესახებ, თუ როგორ ყალიბდებიან პლანეტები.
იმის გამო, რომ ტემპერატურა ძალიან დაბალია, შეჯახებული სხეულები არ შეიძლება მთლიანად ქვისგან ან ლითონისგან შედგებოდეს. სწორედ ამიტომ, ასტრონომების აზრით, პლანეტები, რომლებიც ერთმანეთს შეეჯახნენ, ურანისა და ნეპტუნის მსგავსად, ყინულის გიგანტები იყვნენ.
თუ მეცნიერთა ვარაუდები დადასტურდება, ეს მსოფლიოში პირველი მსგავსი აღმოჩენა იქნება. წყარო
თქვენ მართლა უსაქმურებო თეამ თავისი აზრი გამოთქვა, დაესიეთ და უკომენტარებთ.
ნეტაი ამ უსაქუმურებს...
რა მილიარდებს ხარჯავენ იმის დასადგენად სადღაც მოუსავლეთში რა ხდება...
თუნდაც მასშტაბური ხანძრების დროს ცხოველთა გადასარჩენად რომ მიემართათ ეგ მილიარდები უფრო ადამინაური და გონივრული იქნებოდა