სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილები ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში, ბედნიერი ვარ იმით, რომ მათთვის მამა საუკეთესო მეგობარი და დასაყრდენია" - გია ბაღაშვილი
"ჩემი შვილები ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში, ბედნიერი ვარ იმით, რომ მათთვის მამა საუკეთესო მეგობარი და დასაყრდენია" - გია ბაღაშვილი

ჩვე­ნი ქა­ლა­ქი ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და კო­ლო­რი­ტუ­ლი ოჯა­ხე­ბით. ერთ-ერთი ასე­თია ბა­ღაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი სა­ღა­მო, შეხ­ვედ­რა თუ წვე­უ­ლე­ბა გა­მარ­თუ­ლა. თუ ვინ­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი მოღ­ვა­წე იყო, ყვე­ლა მათ სახ­ლში იყ­რი­და თავს. მა­მის და მისი სა­ო­ცა­რი მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში იზ­რდე­ბო­და პრო­ფე­სო­რი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი და უკვე თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქეც ბა­ტო­ნი გია ბა­ღაშ­ვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც სა­უ­ბა­რი ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა.

- გი­ლო­ცავთ თბი­ლი­სე­ლის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბას! რას ნიშ­ნავს იყო თბი­ლი­სე­ლი და რას ნიშ­ნავ­და თბი­ლი­სი და თბი­ლი­სე­ლო­ბა თქვენ­თვის და თქვე­ნი ოჯა­ხი­სათ­ვის?

- დიდი მად­ლო­ბა მო­ლოც­ვის­თვის. თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ყვე­ლა­ზე დიდი ჯილ­დოა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს ამ ქა­ლა­ქის მკვიდრმა. რო­დე­საც შენი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქი ამ­ხე­ლა პა­ტივს დაგ­დებს, რა თქმა უნდა, ამა­ღელ­ვე­ბე­ლია. თბი­ლი­სე­ლო­ბა სა­პა­ტიო წო­დე­ბაა, სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლო­ბა კი ორ­მა­გი პა­ტი­ვია. ამა­ყი ვარ, რომ ამ ქა­ლაქ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. მსოფ­ლი­ოს 30-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი, მაგ­რამ თბი­ლისს არც ერ­თზე არ გავცვლი. თბი­ლი­სე­ლო­ბა ჩემ­თვის არის სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი და ზრუნ­ვა სა­კუ­თარ ქა­ლაქ­სა და ქვე­ყა­ნა­ზე. კი­დევ არის და­ნა­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და სა­კუ­თარ სი­ტყვა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა.

- თქვე­ნი ოჯა­ხი ყო­ველ­თვის კო­ლო­რი­ტუ­ლი იყო, რა გა­ნა­პი­რო­ბებ­და ამას?

- თა­ვად ამ სი­ტყვის ეტი­მო­ლო­გი­აც მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ ადა­მი­ანს მა­შინ უწო­დე­ბენ კო­ლო­რი­ტულს ან სხვაგ­ვა­რად "ქა­ლა­ქის კო­ლო­რიტს", რო­დე­საც ის თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სი­თა და საქ­ცი­ე­ლით ამ­შვე­ნებს ქა­ლაქს. მა­მა­ჩე­მი მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი თბი­ლი­სე­ლია, ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა და ამას­თან, დიდი ხე­ლო­ვა­ნი. ჩემ­თვის ყო­ველ­თვის სა­მა­გა­ლი­თო იყო და არის. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასეთ­მა მშობ­ლებ­მა აღ­მზარ­დეს. იგი­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა ჩემს ერ­თა­დერთ და სა­ფი­ცარ დაზე, ჩემს თე­ო­ნა­ზე, რო­მე­ლიც უდი­დე­სი და­საყ­რდე­ნი და სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია.

თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბა რომ გად­მომ­ცეს, მა­შინ გა­ვი­აზ­რე, სა­პა­ტიო თბი­ლი­სელ­თა­გან რამ­დე­ნი იყო ჩემ ირ­გვლივ სულ პა­ტა­რა ასა­კი­დან. და­ვი­წყოთ იმით, რომ მა­მა­ჩე­მი გახ­ლავთ თბი­ლი­სე­ლის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე, თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე იყო ჩემი ნათ­ლია, ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ია, თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან თე­ი­მუ­რაზ წიკ­ლა­უ­რი, ვახ­ტანგ ტა­ტიშ­ვი­ლი, ვის თვალ­წი­ნაც ვიზ­რდე­ბო­დი; ბა­ტო­ნი ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი, ბა­ტო­ნი ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი - ჩვე­ნი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი. ერ­თსაც დავ­ძენ, მგო­ნი, მხო­ლოდ მე მხვდა წი­ლად ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლი 10 სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლი­სა - ბუმ­ბე­რა­ზი მსა­ხი­ო­ბე­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი. ისი­ნი სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლე­ბად თა­ვის დრო­ზე სწო­რედ იმი­ტომ და­ა­სა­ხე­ლეს, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი იყ­ვნენ არა მარ­ტო პრო­ფე­სი­უ­ლი თვი­სე­ბე­ბით, არა­მედ პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბი­თაც და ამ­შვე­ნებ­დნენ ჩვენს ქა­ლაქს, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს. რო­მე­ლი ერთი გა­ვიხ­სე­ნო: ქალ­ბა­ტო­ნი სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი, ბა­ტო­ნი კოტე მა­ხა­რა­ძე, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე, თენ­გიზ არჩვა­ძე, ჯე­მალ ღა­ღა­ნი­ძე, გუ­რამ სა­ღა­რა­ძე, კახი კავ­სა­ძე, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი და ა.შ. სი­ნამ­დვი­ლე­ში მე ვი­ყა­ვი მათი შე­გირ­დი, მათ­გან ვსწავ­ლობ­დი პრო­ფე­სი­ის სიყ­ვა­რულს, მა­ყუ­რებ­ლის პა­ტი­ვის­ცე­მას... მი­უ­ხე­და­ვად მათი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თე­ბი­სა, რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თო თვი­სე­ბა ჰქონ­დათ - თავ­მდაბ­ლო­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა სხვი­სი ღირ­სე­ბი­სა. ეს დი­დე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი უდი­დეს პა­ტივს სცემ­დნენ და აღი­ა­რებ­დნენ სხვის ნი­ჭი­ე­რე­ბას... გარ­და ამი­სა, რა­მაც მო­ი­ტა­ნა დღე­ვან­დელ დღემ­დე თბი­ლი­სი თა­ვი­სი მარ­თლაც გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი კო­ლო­რი­ტით, ეს არის მეხ­სი­ე­რე­ბა ქა­ლა­ქი­სა, რო­მელ­საც ახ­სოვს ის ღირ­სე­უ­ლი თბი­ლი­სე­ლე­ბი, რო­მელ­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვა­ლი და­ტო­ვეს ამ ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბა­ში. დიდი მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თქმის არ იყოს: "რა აზრი აქვს გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბას, თუკი მას არა­ვის გა­დას­ცემ". თბი­ლი­სი ყო­ველ­თვის გა­დას­ცემ­და ზე­პირ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში შე­მო­ნა­ხულ ამ­ბებს მო­მა­ვალ თა­ო­ბას სა­ი­მი­სოდ, რომ წინა თა­ო­ბე­ბის ღირ­სე­უ­ლი ნა­მოქ­მე­და­რი არ და­კარ­გუ­ლი­ყო.

- რო­მე­ლი­მე ის­ტო­რია გა­იხ­სე­ნეთ თბი­ლი­სუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან...

- 1981 წე­ლია, 10 წლის ვხდე­ბი და ჩვენ­თან მო­ვი­და ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ია. სულ ვცდი­ლობ­დი ნათ­ლი­ა­ჩე­მის გვერ­დით ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც ინ­სტრუ­მენტს მი­უჯ­დე­ბო­და. ორი წე­ლია გა­სუ­ლი პირ­ვე­ლი თბი­ლი­სო­ბის შემ­დეგ, თბი­ლი­სო­ბის მა­შინ­დელ­მა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ა­სა და მა­მა­ჩემს სთხო­ვეს შე­ექ­მნათ სიმ­ღე­რა თბი­ლი­სო­ბა­ზე. იმ დღეს ბა­სი­ლა­ია, რო­მელ­საც ყვე­ლა ბუ­თხუზს ეძახ­და, ჩვენ­თან შუ­ა­დღი­სას მო­ვი­და. 5 სა­ათ­ზე სამ­ხატ­ვრო საბ­ჭოს კრე­ბა­ზე უნდა ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა ახა­ლი სიმ­ღე­რა. სიმ­ღე­რა თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ იყო ერთი მო­ნაკ­ვე­თი, რო­მელ­საც სა­ინ­ტე­რე­სო გაგ­რძე­ლე­ბა ვერ მო­უ­ძებ­ნა. ასეთ დროს უყ­ვარ­და ხოლ­მე ჩვენ­თან შე­მორ­ბე­ნა და ინ­სტრუ­მენ­ტთან გან­მარ­ტო­ე­ბა. რო­დე­საც სახ­ლში შე­მო­ვი­და, დე­და­ჩე­მი სუფ­რას შლი­და, მა­მა­ჩემ­მა სას­მე­ლი გა­მო­ი­ტა­ნა და ნათ­ლი­ა­ჩე­მი მი­ი­პა­ტი­ჟა. ბუ­თხუზ­მა უპა­სუ­ხა, პა­ტა­რა საქ­მე მაქვს, მალე შე­მო­ვა­ლო და ფორ­ტე­პი­ა­ნოს მი­უჯ­და. მე, რა თქმა უნდა, იქვე სა­ვარ­ძელ­ზე ჩა­მოვ­ჯე­ქი და სმე­ნად ვი­ქე­ცი. ბუ­თხუზ­მა თბი­ლი­სო­ბი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ახა­ლი სიმ­ღე­რის მე­ლო­დია და­უკ­რა და როცა იმ ად­გი­ლას მი­ვი­და, ჯერ კი­დევ და­სამ­თავ­რე­ბე­ლი რომ ჰქონ­და, გა­ჩერ­და... ახ­ლი­დან და­ი­წყო დაკ­ვრა... მე­ო­რე­დაც გა­ჩერ­და იმა­ვე ად­გი­ლას... უკ­მა­ყო­ფი­ლო ხმით რა­ღაც ჩა­ი­ბურ­ტყუ­ნა და მივ­ხვდი, რომ გა­მო­სა­ვალს ვერ პო­უ­ლობ­და. ამა­სო­ბა­ში მა­მა­ჩემ­მა გა­მოს­ძა­ხა სამ­ზა­რე­უ­ლო­დან, დრო­ზე, ბიჭო, გა­ცივ­და ყვე­ლა­ფე­რიო. კი, კი, მალე მო­ვა­ლო, და­უბ­რუ­ნა ბუ­თხუზ­მა პა­სუ­ხი და უც­ბად და­ი­წყო მე­ლო­დი­ის დაკ­ვრა, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი­ვე აკორ­დე­ბი­დან მო­მა­ჯა­დო­ვა. ეს იყო 1981 წელი. მი­უ­ზიკ­ლი "არ­გო­ნავ­ტე­ბი" ორი წლის შემ­დეგ და­იდ­გა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ას სიმ­ღე­რა „"არ­გოს"“ცნო­ბი­ლი ლა­იტ­თე­მა, დღეს რომ ნა­ხე­ვარ­მა მსოფ­ლი­ომ იცის, მა­შინ უკვე შექ­მნი­ლი ჰქონ­და და სწო­რედ მისი პირ­ვე­ლი აკორ­დე­ბის მი­სა­და­გე­ბა სცა­და ლექ­სის­თვის, რო­მე­ლიც მა­მა­ჩემ­მა თბი­ლი­სო­ბის ახა­ლი სიმ­ღე­რის­თვის და­წე­რა. მა­ლე­ვე გა­ჩერ­და და ჩა­ი­ლა­პა­რა­კა, ამა­ზე ხომ არ გავ­ხარ­ჯავ ამ მე­ლო­დი­ა­სო. ამი­ტომ ისევ სიმ­ღე­რის პირ­ვან­დელ ვერ­სი­ას და­უბ­რუნ­და, სწრა­ფად მო­ნა­ხა მე­ლო­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მოხ­დე­ნი­ლი გზა და ჩა­ი­ლა­პა­რა­კა, იყოს ასე, არა­ფე­რი უჭირ­სო. ასე შე­იქ­მნა მშვე­ნი­ე­რი სიმ­ღე­რა "თბი­ლი­სო­ბაა, თბი­ლი­სო­ბაა", რო­მელ­საც ბრწყინ­ვა­ლედ ას­რუ­ლებ­და თე­მურ წიკ­ლა­უ­რი ან­სამ­ბლ "ივე­რი­ის" სხვა სო­ლის­ტებ­თან ერ­თად. ასე რომ, ორი კარ­გი რამ ერ­თდრო­უ­ლად მოხ­და - თბი­ლი­სო­ბა­ზე ახა­ლი სიმ­ღე­რაც და­ი­ბა­და და გა­დარ­ჩა ლა­იტ­თე­მა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში იქცა სიმ­ღე­რად "არგო". გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსკა 1987
4

ვგიჟდები თქვენზე და თქვენს ლამაზ ოჯახზე, უსაყვარლესები ხართ და მთელ საქართველოს უყვარხართ. ყველაფერი საუკეთესოს ღირსი ხართ.

345
4

ძალიან დიდ პატივს ვცემ ბაღაშვილების ოჯახს,მათ უდიდეს ნიჭიერებას, მათ დამსახურებას, მაგრამ უნდა გათვალისწინონ, რომ არ არის აუცილებელი ახლა მისი ოთხივე გოგო ამღერონ. ბევრგან ვნახე ისეთი კომენტარები,სადაც საზოგადოება გაღიზიანებას გამოხატავს. იმიტომ, რომ ბავშვი ყველას ყავს და სხვა ბავშვებიც შეიძლება უკეთ მღერიან და უფრო საინტერესოებიც არიან. ყველგან ეხლა ეს გოგონები ხომ არ შეტენონ.აი, რომ გაიზრდებიან და თუ მართლა განსაკუთრებული ხმა ექნებათ, მერე ვინ ოხერი ამოიღებს ხმას.ეხლა კი არ არიან სხვებისაგან ისეთი გამორჩეულები, რომ მათი სიმღერებით დაგვაყრუონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ჩემი შვილები ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში, ბედნიერი ვარ იმით, რომ მათთვის მამა საუკეთესო მეგობარი და დასაყრდენია" - გია ბაღაშვილი

"ჩემი შვილები ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში, ბედნიერი ვარ იმით, რომ მათთვის მამა საუკეთესო მეგობარი და დასაყრდენია" - გია ბაღაშვილი

ჩვენი ქალაქი ყოველთვის გამოირჩეოდა კოლორიტული ოჯახებით. ერთ-ერთი ასეთია ბაღაშვილების ოჯახი, სადაც წლების განმავლობაში არაერთი საღამო, შეხვედრა თუ წვეულება გამართულა. თუ ვინმე გამორჩეული მოღვაწე იყო, ყველა მათ სახლში იყრიდა თავს. მამის და მისი საოცარი მეგობრების გარემოცვაში იზრდებოდა პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და უკვე თბილისის საპატიო მოქალაქეც ბატონი გია ბაღაშვილი, რომელთანაც საუბარი ყოველთვის საინტერესოა.

- გილოცავთ თბილისელის საპატიო მოქალაქის წოდებას! რას ნიშნავს იყო თბილისელი და რას ნიშნავდა თბილისი და თბილისელობა თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის?

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. თბილისის საპატიო მოქალაქეობა ყველაზე დიდი ჯილდოა, რომელიც შეიძლება მიიღოს ამ ქალაქის მკვიდრმა. როდესაც შენი მშობლიური ქალაქი ამხელა პატივს დაგდებს, რა თქმა უნდა, ამაღელვებელია. თბილისელობა საპატიო წოდებაა, საპატიო თბილისელობა კი ორმაგი პატივია. ამაყი ვარ, რომ ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ თბილისს არც ერთზე არ გავცვლი. თბილისელობა ჩემთვის არის სითბო, სიყვარული და ზრუნვა საკუთარ ქალაქსა და ქვეყანაზე. კიდევ არის დანაპირების შესრულება და საკუთარ სიტყვაზე პასუხისმგებლობის აღება.

- თქვენი ოჯახი ყოველთვის კოლორიტული იყო, რა განაპირობებდა ამას?

- თავად ამ სიტყვის ეტიმოლოგიაც მიგვანიშნებს, რომ ადამიანს მაშინ უწოდებენ კოლორიტულს ან სხვაგვარად "ქალაქის კოლორიტს", როდესაც ის თავისი ცხოვრების წესითა და საქციელით ამშვენებს ქალაქს. მამაჩემი მართლაც გამორჩეული თბილისელია, ღირსეული პიროვნება და ამასთან, დიდი ხელოვანი. ჩემთვის ყოველთვის სამაგალითო იყო და არის. ბედნიერი ვარ, რომ ასეთმა მშობლებმა აღმზარდეს. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს ერთადერთ და საფიცარ დაზე, ჩემს თეონაზე, რომელიც უდიდესი დასაყრდენი და საუკეთესო მეგობარია.

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება რომ გადმომცეს, მაშინ გავიაზრე, საპატიო თბილისელთაგან რამდენი იყო ჩემ ირგვლივ სულ პატარა ასაკიდან. დავიწყოთ იმით, რომ მამაჩემი გახლავთ თბილისელის საპატიო მოქალაქე, თბილისის საპატიო მოქალაქე იყო ჩემი ნათლია, ალექსანდრე ბასილაია, თბილისის საპატიო მოქალაქეები არიან თეიმურაზ წიკლაური, ვახტანგ ტატიშვილი, ვის თვალწინაც ვიზრდებოდი; ბატონი ანზორ ერქომაიშვილი, ბატონი ჯემალ ჭკუასელი - ჩვენი უახლოესი ადამიანები. ერთსაც დავძენ, მგონი, მხოლოდ მე მხვდა წილად ბედნიერება, რომ ვყოფილიყავი ხელმძღვანელი 10 საპატიო თბილისელისა - ბუმბერაზი მსახიობების მუსიკალური ხელმძღვანელი ვიყავი. ისინი საპატიო თბილისელებად თავის დროზე სწორედ იმიტომ დაასახელეს, რომ გამორჩეული იყვნენ არა მარტო პროფესიული თვისებებით, არამედ პიროვნული ღირსებითაც და ამშვენებდნენ ჩვენს ქალაქს, მთელ საქართველოს. რომელი ერთი გავიხსენო: ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი, ბატონი კოტე მახარაძე, რამაზ ჩხიკვაძე, თენგიზ არჩვაძე, ჯემალ ღაღანიძე, გურამ საღარაძე, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი და ა.შ. სინამდვილეში მე ვიყავი მათი შეგირდი, მათგან ვსწავლობდი პროფესიის სიყვარულს, მაყურებლის პატივისცემას... მიუხედავად მათი განსხვავებული ხასიათებისა, რამდენიმე საერთო თვისება ჰქონდათ - თავმდაბლობა და პატივისცემა სხვისი ღირსებისა. ეს დიდებული პიროვნებები უდიდეს პატივს სცემდნენ და აღიარებდნენ სხვის ნიჭიერებას... გარდა ამისა, რამაც მოიტანა დღევანდელ დღემდე თბილისი თავისი მართლაც განუმეორებელი კოლორიტით, ეს არის მეხსიერება ქალაქისა, რომელსაც ახსოვს ის ღირსეული თბილისელები, რომელთაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ამ ქალაქის ცხოვრებაში. დიდი მიხეილ თუმანიშვილის თქმის არ იყოს: "რა აზრი აქვს გამოცდილების დაგროვებას, თუკი მას არავის გადასცემ". თბილისი ყოველთვის გადასცემდა ზეპირ მეხსიერებაში შემონახულ ამბებს მომავალ თაობას საიმისოდ, რომ წინა თაობების ღირსეული ნამოქმედარი არ დაკარგულიყო.

- რომელიმე ისტორია გაიხსენეთ თბილისური ცხოვრებიდან...

- 1981 წელია, 10 წლის ვხდები და ჩვენთან მოვიდა ალექსანდრე ბასილაია. სულ ვცდილობდი ნათლიაჩემის გვერდით ვყოფილიყავი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინსტრუმენტს მიუჯდებოდა. ორი წელია გასული პირველი თბილისობის შემდეგ, თბილისობის მაშინდელმა ორგანიზატორებმა ალექსანდრე ბასილაიასა და მამაჩემს სთხოვეს შეექმნათ სიმღერა თბილისობაზე. იმ დღეს ბასილაია, რომელსაც ყველა ბუთხუზს ეძახდა, ჩვენთან შუადღისას მოვიდა. 5 საათზე სამხატვრო საბჭოს კრებაზე უნდა ჩაებარებინა ახალი სიმღერა. სიმღერა თითქმის დასრულებული ჰქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იყო ერთი მონაკვეთი, რომელსაც საინტერესო გაგრძელება ვერ მოუძებნა. ასეთ დროს უყვარდა ხოლმე ჩვენთან შემორბენა და ინსტრუმენტთან განმარტოება. როდესაც სახლში შემოვიდა, დედაჩემი სუფრას შლიდა, მამაჩემმა სასმელი გამოიტანა და ნათლიაჩემი მიიპატიჟა. ბუთხუზმა უპასუხა, პატარა საქმე მაქვს, მალე შემოვალო და ფორტეპიანოს მიუჯდა. მე, რა თქმა უნდა, იქვე სავარძელზე ჩამოვჯექი და სმენად ვიქეცი. ბუთხუზმა თბილისობისადმი მიძღვნილი ახალი სიმღერის მელოდია დაუკრა და როცა იმ ადგილას მივიდა, ჯერ კიდევ დასამთავრებელი რომ ჰქონდა, გაჩერდა... ახლიდან დაიწყო დაკვრა... მეორედაც გაჩერდა იმავე ადგილას... უკმაყოფილო ხმით რაღაც ჩაიბურტყუნა და მივხვდი, რომ გამოსავალს ვერ პოულობდა. ამასობაში მამაჩემმა გამოსძახა სამზარეულოდან, დროზე, ბიჭო, გაცივდა ყველაფერიო. კი, კი, მალე მოვალო, დაუბრუნა ბუთხუზმა პასუხი და უცბად დაიწყო მელოდიის დაკვრა, რომელმაც პირველივე აკორდებიდან მომაჯადოვა. ეს იყო 1981 წელი. მიუზიკლი "არგონავტები" ორი წლის შემდეგ დაიდგა, მაგრამ, როგორც ჩანს, ალექსანდრე ბასილაიას სიმღერა „"არგოს"“ცნობილი ლაიტთემა, დღეს რომ ნახევარმა მსოფლიომ იცის, მაშინ უკვე შექმნილი ჰქონდა და სწორედ მისი პირველი აკორდების მისადაგება სცადა ლექსისთვის, რომელიც მამაჩემმა თბილისობის ახალი სიმღერისთვის დაწერა. მალევე გაჩერდა და ჩაილაპარაკა, ამაზე ხომ არ გავხარჯავ ამ მელოდიასო. ამიტომ ისევ სიმღერის პირვანდელ ვერსიას დაუბრუნდა, სწრაფად მონახა მელოდიის განვითარების მოხდენილი გზა და ჩაილაპარაკა, იყოს ასე, არაფერი უჭირსო. ასე შეიქმნა მშვენიერი სიმღერა "თბილისობაა, თბილისობაა", რომელსაც ბრწყინვალედ ასრულებდა თემურ წიკლაური ანსამბლ "ივერიის" სხვა სოლისტებთან ერთად. ასე რომ, ორი კარგი რამ ერთდროულად მოხდა - თბილისობაზე ახალი სიმღერაც დაიბადა და გადარჩა ლაიტთემა, რომელიც რამდენიმე წელიწადში იქცა სიმღერად "არგო". განაგრძეთ კითხვა