სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონს რომის სტატუსის რატიფიკაციის შესახებ. აღნიშნულზე განცხადება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პარლამენტმა რატიფიკაცია 3 ოქტომბერს მოახდინა, თუმცა პრეზიდენტის ხელმოწერას საჭიროებდა. კრემლში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ორმხრივი ურთიერთობებისთვის არასწორი ნაბიჯია.
"ჩვენ კონტაქტზე ვართ, ვმუშაობთ მასთან, მუდმივად ხაზზე ვართ. სიტუაცია რომ დასტაბილურდება - მე მათთან წავალ და ისინი ჩამოვლენ, ის ჩამოვა", - განაცხადა პუტინმა (გულისხმობს ფაშინიანს).
შეგახსენებთ, 2023 წლის 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებელნი არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე. თუკი ვლადიმირ პუტინი "რომის სტატუტის" ხელმომწერ რომელიმე ქვეყანაში ჩავა, იგი უნდა დააკავონ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მტკიცებით, რომის სტატუტის რატიფიცირება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ არის. მისი თქმით, სომხეთის რესპუბლიკა აპირებს მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აზერბაიჯანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, კერძოდ, 2022 წლის სექტემბრის მოვლენებთან და სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით.
სამწუხაროა, რომ სომხეთის დღევანდელ ხელმძღვანელებს ისტორიული მეხსიერება ღალატობს!
ცოტა რამ ისტორიიდან:
რომ არა რუსეთის იმპერიის მიერ სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიების წინააღმდეგ წარმოებული მრავალი ომების შედეგად წართმეული ამიერკავკასიის ტერიტორიები, სომხეთი აზერბაიჯანი და საქართველო ამ იმპერიების შემადგენელი ნაწილები იქნებოდა, ისევე როგორც დღეს ქურთისტანია!
ამასიის ზავით, რომელიც დაიდო 1555 წელს, ერაყის, ქურთისტანისა და ამიერკავკასიის ადრე დაპყრობილი ტერიტორიები (სომხეთი და საქართველო) ორმა იმპერიამ შუაზე გაიყვეს.
- დასავლეთ სომხეთი, დასავლეთ ქურთისტანი და დასავლეთ საქართველო (დასავლეთ სამცხეს ჩათვლით) ოსმალეთის (დღევანდელი თურქეთი) ნაწილი გახდა;
- აღმოსავლეთ სომხეთი, აღმოსავლეთ ქურთისტანი და აღმოსავლეთ საქართველო (აღმოსავლეთ სამცხეს ჩათვლით) სპარსეთის (დღევანდელი ირანი) ნაწილი გახდა.
აზერბაიჯანი (სომხეთისა და საქართველოსაგან განსხვავებით) როგორც პოლიტიკური ერთეული იმ პერიოდში არც კი არსებობდა (მისი დღევანდელი ტერიტორია შედგებოდა სპარსეთის იმპერიაში შემავალი შაქის, განჯისა და ყარაბაღის სახანოებისაგან).
საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკები შეიქმნა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდგომ პერიოდში, რომელიც გამოწვეული იყო 1917 წელს იქ მომხდარი თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციებით.
პუტუნს რა მოჰკლავს თვით სიკვდილსაც არ უნდა პუტინი