პარტნიორები:
    ავტორი:

    ღაზას სექტორში შექმნილი ვითარების გამო საუდის არაბეთი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრას იწვევს

    ღაზას სექტორში შექმნილი ვითარების გამო საუდის არაბეთი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრას იწვევს

    ღაზას სექტორში შექმნილი ვითარების გამო საუდის არაბეთი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრას იწვევს.

    ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია აქვეყნებს.

    „შეხვედრა განიხილავს ღაზასა და მის შემოგარენში არსებულ სამხედრო ვითარებას და იმ პირობებს, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“, - აცხადებს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია.

    ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრა ოთხშაბათს, ჯიდაში გაიმართება.