მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავარი ქალი ისრაელის ისტორიაში: 16 დღეში მოგებული იომ ქიფურის ომი და საკუთარ მარცხად გამოცხადებული გამარჯვება - გოლდა მეირის გზა სიღარიბიდან ძალაუფლებამდე
მთავარი ქალი ისრაელის ისტორიაში: 16 დღეში მოგებული იომ ქიფურის ომი და საკუთარ მარცხად გამოცხადებული გამარჯვება - გოლდა მეირის გზა სიღარიბიდან ძალაუფლებამდე

1898 წლის 3 მა­ისს კი­ევ­ში გო­გო­ნა და­ი­ბა­და, თუმ­ცა მან ჯერ არ იცო­და, რომ მე-20 სა­უ­კუ­ნის ლე­გენ­და­რულ ფი­გუ­რად იქ­ცე­ო­და. მსოფ­ლიო მას იც­ნობს, რო­გორც გოლ­და მე­ირს, ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს.

გოლ­დას მშობ­ლე­ბი - დურ­გა­ლი მოშე იცჩაკ მა­ბო­ვი­ჩი და მისი მე­უღ­ლე ბლუ­მა ნა­ი­დი­ჩი - 1890-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში პინ­სკი­დან (ქა­ლა­ქი ბე­ლო­რუს­ში) კი­ევ­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად.

ოჯა­ხი ბა­სე­ი­ნა­ი­ას ქუ­ჩა­ზე, ძვე­ლი მო­ედ­ნის ახ­ლოს, ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლში და­სახ­ლდა. ამ დრო­ის­თვის, შე­ნო­ბა აღარ არ­სე­ბობს. ქუჩა ხმა­უ­რი­ა­ნი იყო - მა­შინ და­ხუ­რუ­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცე­ე­ბი ჯერ კი­დევ არ არ­სე­ბობ­და, ამი­ტომ სა­ვაჭ­რო დახ­ლე­ბი ღია ცის ქვეშ ბე­სა­რა­ბი­ის მო­ე­დან­ზე და ბა­სე­ი­ნა­ი­ას გას­წვრივ იდგა.

ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ძვე­ლი ბე­სა­რა­ბი­ის მო­ე­და­ნი გოლ­და მე­ი­რის დროს

1898 წელს სპე­ცი­ა­ლურ „ახალ­შო­ბი­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის აღ­რი­ცხვის წიგნ­ში“ (ამ­ჟა­მად ინა­ხე­ბა უკ­რა­ი­ნის ცენ­ტრა­ლურ სა­ხელ­მწი­ფო არ­ქივ­ში) ჩა­ნა­წე­რი No194 გა­მოჩ­ნდა, რომ ვა­ჭარ მა­ბო­ვიჩს ქა­ლიშ­ვი­ლი გოლ­და შე­ე­ძი­ნა.

"მა­შინ კი­ევ­ში ვცხოვ­რობ­დით", - იხ­სე­ნებ­და პრე­მი­ე­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბი­ნას კი უბე­დურ­სა და ნეს­ტი­ან სა­თავ­სოს უწო­დებ­და.

მა­მამ ერთ დღეს დიდი შეკ­ვე­თა მი­ი­ღო. გიმ­ნა­ზი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის­თვის ავე­ჯი უნდა და­ემ­ზა­დე­ბი­ნა. ავანსს ნა­სეს­ხე­ბი ფუ­ლიც და­ა­მა­ტა და სა­ხე­ლოს­ნო გახ­სნა. პა­ტა­რა გოლ­დამ და­ი­ჯე­რა, რომ ახლა ოჯა­ხი სი­ღა­რი­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და.

"ისი­ნი სა­ა­თო­ბით მღე­როდ­ნენ"

გოლ­დას მშობ­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბოდ­ნენ. მამა სუს­ტი, ნა­ტი­ფი კაცი იყო. დედა სპი­ლენ­ძის­ფე­რი თმით, ლა­მა­ზი, ენერ­გი­უ­ლი, ჭკვი­ა­ნი და უფრო მო­ხერ­ხე­ბუ­ლი, ვიდ­რე მისი ქმა­რი. მაგ­რამ მათ ერთი რამ ჰქონ­დათ სა­ერ­თო - ოპ­ტი­მიზ­მი. ფი­ნან­სუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ მხი­ა­რუ­ლად ეცხოვ­რათ.

"პა­რას­კევს სა­ღა­მოს, ბევ­რი სტუ­მა­რი გვყავ­და, ჩვე­უ­ლებ­რივ ნა­თე­სა­ვე­ბი: ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი, დე­ი­და, ბიძა. ახ­ლაც ვხე­დავ, რო­გორ სხე­დან ისი­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. სვა­მენ ჩაის, თუ შა­ბა­თია ან დღე­სას­წა­უ­ლია, მღე­რი­ან, სა­ა­თო­ბით მღე­რი­ან და ზო­გა­დად, მათ ფონ­ზე ჩემი მშობ­ლე­ბის ნაზ ხმებს ყო­ველ­თვის გა­მო­ვარ­ჩევ­დი“. - იხ­სე­ნებ­და გოლ­და.

ცხოვ­რე­ბა რთუ­ლია, უსა­მარ­თლო

მა­მის იმე­დე­ბი, რომ შეკ­ვე­თე­ბი სი­ღა­რი­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­დათ, არ გა­მარ­თლდა - ავე­ჯის შეკ­ვე­თე­ბი შე­წყდა. იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ სა­ხე­ლოს­ნო და­ე­ხუ­რათ, ოჯახს ვა­ლე­ბი და­ე­დო.

"მახ­სოვს, რო­გო­რი ღა­რი­ბე­ბი ვი­ყა­ვით. არა­სო­დეს არა­ფე­რი გვყოფ­ნი­და - არც საჭ­მე­ლი, არც თბი­ლი ტან­საც­მე­ლი, არც შეშა. მე ყო­ველ­თვის მცი­ო­და და მუ­ცე­ლი ცა­რი­ე­ლი მქონ­და... მა­შინ კი­ე­ვის ბი­ნის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მხო­ლოდ ის ვი­ცო­დი, რომ ცხოვ­რე­ბა რთუ­ლი იყო და მსოფ­ლი­ო­ში სა­მარ­თა­ლი არ არ­სე­ბობ­და" - იხ­სე­ნებ­და გოლ­და, მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ, გოლ­დას უფ­როს­მა დამ აღი­ა­რა, რომ გიმ­ნა­ზი­ის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე შიმ­ში­ლის­გან გონს ხში­რად კარ­გავ­და.

1903 წელს ოჯა­ხი პინ­სკში დაბ­რუნ­და, მაგ­რამ მოშე იცჩაკ­მა იქაც ვერ იპო­ვა სა­მუ­შაო. სა­ბო­ლო­ოდ, სა­მუ­შა­ოდ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში წა­ვი­და. სამი წლის შემ­დეგ, ოჯახს და­უ­რე­კა და უთხრა, რომ მას­თან ჩას­ვლა შე­ეძ­ლოთ.

მა­მას სტუმ­რე­ბი

გოლ­დას ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის პე­რი­ო­დი 15 წელი გაგ­რძელ­და. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გო­გო­ნამ მო­ა­ხერ­ხა სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და პე­და­გო­გი­ურ კო­ლე­ჯში ჩა­ბა­რე­ბა - რვა წლის ასა­კი­დან ოც­ნე­ბობ­და გამ­ხდა­რი­ყო მას­წავ­ლე­ბე­ლი. 1917 წელს კი 19 წლის გოლ­და მო­რი­სონ მე­ი­ერ­სონ­ზე და­ქორ­წინ­და.

გოლ­და­ზე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან ჩა­მო­სულ­მა ორი სტუმ­რის გაც­ნო­ბამ, რომ­ლე­ბიც მშობ­ლე­ბის სახ­ლში დარ­ჩნენ - დე­ვიდ ბენ-გუ­რი­ო­ნი და იცხაკ ბენ-ზვი. ვინ იფიქ­რებ­და, რომ სამი ათე­უ­ლი წლის შემ­დეგ სწო­რედ ბენ-გუ­რი­ო­ნი გა­მო­ა­ცხა­დებ­და ის­რა­ე­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ას და გახ­დე­ბო­და მისი პირ­ვე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ხოლო ბენ-ზვი - მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტი.

დე­ვიდ ბენ-გუ­რი­ო­ნი და იცხაკ ბენ-ზვი

გო­გო­ნა ებ­რა­ელ მუ­შა­თა პარ­ტი­ას „Poale Zion“ (სი­ო­ნის მუ­შე­ბი) შე­უ­ერ­თდა. რამ­დე­ნი­მე წელი აგ­რო­ვებ­და ფულს, რათა ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ქმარს არ სურ­და ამე­რი­კის და­ტო­ვე­ბა, მაგ­რამ ცო­ლის გუ­ლის­თვის და­თან­ხმდა.

1921 წელს გოლ­და ქმარ­თან, უფ­როს დას­თან და ორ შვილ­თან ერ­თად გემ­ზე ავი­და და სხვა რე­პატ­რი­ან­ტებ­თან ერ­თად, ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­სა­წყე­ბად პა­ლეს­ტი­ნა­ში წა­ვი­და.

და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი

ის­რა­ე­ლის და­არ­სე­ბის დროს გოლ­და მე­ი­რი უკვე ორი ზრდას­რუ­ლი შვი­ლის დედა იყო - 26 წლის მე­ნა­ჩე­მის (მო­მა­ვა­ლი ცნო­ბი­ლი ვი­ო­ლონ­ჩე­ლის­ტი) და 22 წლის სა­რა­სი. ქმარ­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ ქალი მთლი­ა­ნად სა­მუ­შა­ო­ში ჩა­ერ­თო. რო­დე­საც მო­რი­სი გარ­და­იც­ვა­ლა, გოლ­დამ აღი­ა­რა, რომ მის მი­მართ თავს დამ­ნა­შა­ვედ გრძნობ­და.

მისი საყ­ვა­რე­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი იყო: "თუ რამე გინ­და, მა­შინ ეს ოც­ნე­ბა აღარ არის". მისი ოც­ნე­ბა ას­რულ­და 1948 წლის 14 მა­ისს, რო­დე­საც 200 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ებ­რა­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი­დან ერთ-ერთი იყო, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და ებ­რა­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს გა­მო­ცხა­დე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ში. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ას ხელი 24-მა ადა­მი­ან­მა მო­ა­წე­რა, რო­მელ­თა შო­რის ერ­თა­დერ­თი ქალი იყო გოლ­და მე­ი­რი.

იმ დღე­ე­ბის შემ­დეგ გოლ­დას კა­რი­ე­რა წინ წა­ვი­და. იგი გახ­და ელჩი სსრკ-ში, შემ­დეგ - შრო­მის მი­ნის­ტრი. ამავდრო­უ­ლად, ის არ იყო კა­რი­ე­რის­ტი - უფრო პატ­რი­ო­ტიზ­მით შე­პყრო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბა. მის მონ­დო­მე­ბა­სა და რკი­ნის ხა­სი­ათ­ზე ამ­ბობ­დნენ: „გოლ­და ერ­თა­დერ­თი კა­ცია მთავ­რო­ბა­ში“.

რო­გორც შრო­მის მი­ნის­ტრმა, მან მოკ­ლე დრო­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ორი ძლი­ე­რი პროგ­რა­მა: სა­ბი­ნაო მშე­ნებ­ლო­ბა (30 ათა­სი სახ­ლი) და გზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ვად მი­ნის­ტრი, რო­მელ­საც ხელთ ჰქონ­და ათა­სო­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი ბინა, სხვენ­ში პა­ტა­რა ოთახ­ში ცხოვ­რობ­და. დიახ, მას ეგო­ნა, რომ ეს ნორ­მა­ლუ­რი იყო.

1956 წლის ზა­ფხულ­ში მან მი­ი­ღო ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გახ­და. სწო­რედ მა­შინ ბენ-გუ­რი­ონ­მა უბ­რძა­ნა მას, რომ რო­გორც ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს სა­ზღვარ­გა­რეთ, მი­ე­ღო ებ­რა­უ­ლი სა­ხე­ლი. გოლ­და მე­ი­ერ­სო­ნი (მისი მე­უღ­ლის გვა­რი) გოლ­და მე­ი­რი გახ­და.

იგი იმ­დე­ნად სას­ტი­კად იცავ­და თა­ვი­სი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს, რომ მეტ­სა­ხე­ლი "და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი" და­არ­ქვეს. მან თა­ვად აღი­ა­რა, რომ მიდ­რე­კი­ლი იყო კომ­პრო­მი­სის­კენ მხო­ლოდ ისეთ სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლე­ბიც არ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებ­თან.

სულ რა­ღაც ხუთი წელი

მისი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის პიკი 1969 წლის მარ­ტში დად­გა, რო­დე­საც კი­ევ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ქალი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და. პირ­ვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და მთავ­რო­ბას ის­რა­ელ­ში და მე­სა­მე მსოფ­ლი­ო­ში (სი­რი­მა­ვო ბან­და­რა­ნა­ი­კეს შემ­დეგ ცე­ი­ლონ­ში და ინ­დი­რა გან­დის შემ­დეგ ინ­დო­ეთ­ში).

გოლ­და მე­ი­რის პრე­მი­ე­რო­ბა მხო­ლოდ ხუთ წელს გაგ­რძელ­და. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქვე­ყა­ნა­ში შე­ამ­ცი­რა გა­და­სა­ხა­დე­ბი ღა­რი­ბე­ბის­თვის (ზო­გი­ერთ კა­ტე­გო­რი­ას, სა­ერ­თოდ გა­უ­უქ­მა) და და­ი­წყო სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ცხოვ­რებ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა.

გოლ­და მე­ი­რი გახ­და ის­რა­ე­ლის პირ­ვე­ლი მე­თა­უ­რი, რო­მე­ლიც პაპ­მა პავ­ლე VI-მ მო­იწ­ვია. შეხ­ვედ­რი­სას ვერ­ცხლის მტრე­დი აჩუ­ქა წარ­წე­რით: "ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ მი­ნისტრს პა­პის­გან“.

პო­ლი­ტი­კა და მო­რა­ლი

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა 1973 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში იომ ქი­ფუ­რის ომის და­წყე­ბა პი­რად ტრა­გე­დი­ად აღიქ­ვა. გოლ­და ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვის არას­წორ გათ­ვლებს სა­კუ­თარ ბრა­ლად მი­იჩ­ნევ­და, რომ მან ვერ უზ­რუნ­ველ­ყო თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, რო­დე­საც 2,5 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის­რა­ელ­მა მოს­კო­ვის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ომი 16 დღე­ში მო­ი­გო, გოლ­და მე­ირ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა.

რა თქმა უნდა, მას შე­ეძ­ლო, რომ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი გა­და­ე­ყე­ნე­ბი­ნა და თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მაგ­რამ არა, მან მთა­ვა­რი დარ­ტყმა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო და წა­ვი­და.

პარ­ლა­მენ­ტმა მას დარ­ჩე­ნა სთხო­ვა - ეს იყო იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვა მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში. ”ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოა”, - გა­ნა­ცხა­და გოლ­დამ გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ სი­ტყვა­ში 1974 წლის 10 აპ­რილს. ”გთხოვთ, ნუ ეც­დე­ბით და­მარ­წმუ­ნოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შევ­ცვა­ლო, ნუ ეძებთ არ­გუ­მენ­ტებს - ამით ვერ და­მეხ­მა­რე­ბით.”

უბ­რა­ლოდ ასე მოხ­და...

სი­ცო­ცხლის ბო­ლოს, თა­ვი­სი გზის პე­რი­პე­ტი­ებ­ზე ფიქ­რი­სას, ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა: "მე არ ავირ­ჩიე კა­რი­ე­რა და არ ავირ­ჩიე პრო­ფე­სია, უბ­რა­ლოდ ასე მოხ­და“.

გოლ­და 1978 წლის 8 დე­კემ­ბერს 80 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ვნი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. იგი იე­რუ­სა­ლიმ­ში, ჰერცლის მთა­ზე დაკ­რძა­ლეს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შოთა
2

ისრაელის სახელმწიფოს სიმტკიცე სამ მძლავრ საფუძველს ეყრდნობა: მიზანდასახულობას, შრომისმოყვარეობას და პატრიოტიზმს. 

123
8

სავარაუდოთ მის დამსახურებას შეიძლება კიდევ მიეწეროს ისრაელის არაღიარებულ ბირთვულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, მისი ფრაზაა (თუ არ ვცდები) - ისრაელს არ გააჩნია ბირთვული იარაღი მაგრამ თუ საჭიროებამ მოითხოვა ის მას გამოიყენებს..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მთავარი ქალი ისრაელის ისტორიაში: 16 დღეში მოგებული იომ ქიფურის ომი და საკუთარ მარცხად გამოცხადებული გამარჯვება - გოლდა მეირის გზა სიღარიბიდან ძალაუფლებამდე

მთავარი ქალი ისრაელის ისტორიაში: 16 დღეში მოგებული იომ ქიფურის ომი და საკუთარ მარცხად გამოცხადებული გამარჯვება - გოლდა მეირის გზა სიღარიბიდან ძალაუფლებამდე

1898 წლის 3 მაისს კიევში გოგონა დაიბადა, თუმცა მან ჯერ არ იცოდა, რომ მე-20 საუკუნის ლეგენდარულ ფიგურად იქცეოდა. მსოფლიო მას იცნობს, როგორც გოლდა მეირს, ისრაელის პრემიერ-მინისტრს.

გოლდას მშობლები - დურგალი მოშე იცჩაკ მაბოვიჩი და მისი მეუღლე ბლუმა ნაიდიჩი - 1890-იანი წლების დასაწყისში პინსკიდან (ქალაქი ბელორუსში) კიევში გადავიდნენ საცხოვრებლად.

ოჯახი ბასეინაიას ქუჩაზე, ძველი მოედნის ახლოს, ორსართულიან სახლში დასახლდა. ამ დროისთვის, შენობა აღარ არსებობს. ქუჩა ხმაურიანი იყო - მაშინ დახურული სავაჭრო სივრცეები ჯერ კიდევ არ არსებობდა, ამიტომ სავაჭრო დახლები ღია ცის ქვეშ ბესარაბიის მოედანზე და ბასეინაიას გასწვრივ იდგა.

ასე გამოიყურებოდა ძველი ბესარაბიის მოედანი გოლდა მეირის დროს

1898 წელს სპეციალურ „ახალშობილი ებრაელების აღრიცხვის წიგნში“ (ამჟამად ინახება უკრაინის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში) ჩანაწერი No194 გამოჩნდა, რომ ვაჭარ მაბოვიჩს ქალიშვილი გოლდა შეეძინა.

"მაშინ კიევში ვცხოვრობდით", - იხსენებდა პრემიერი მოგვიანებით, ბინას კი უბედურსა და ნესტიან სათავსოს უწოდებდა.

მამამ ერთ დღეს დიდი შეკვეთა მიიღო. გიმნაზიის ბიბლიოთეკებისთვის ავეჯი უნდა დაემზადებინა. ავანსს ნასესხები ფულიც დაამატა და სახელოსნო გახსნა. პატარა გოლდამ დაიჯერა, რომ ახლა ოჯახი სიღარიბისგან გათავისუფლდებოდა.

"ისინი საათობით მღეროდნენ"

გოლდას მშობლები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებოდნენ. მამა სუსტი, ნატიფი კაცი იყო. დედა სპილენძისფერი თმით, ლამაზი, ენერგიული, ჭკვიანი და უფრო მოხერხებული, ვიდრე მისი ქმარი. მაგრამ მათ ერთი რამ ჰქონდათ საერთო - ოპტიმიზმი. ფინანსური სირთულეების მიუხედავად, ისინი ცდილობდნენ მხიარულად ეცხოვრათ.

"პარასკევს საღამოს, ბევრი სტუმარი გვყავდა, ჩვეულებრივ ნათესავები: ბიძაშვილები, დეიდა, ბიძა. ახლაც ვხედავ, როგორ სხედან ისინი სამზარეულოში. სვამენ ჩაის, თუ შაბათია ან დღესასწაულია, მღერიან, საათობით მღერიან და ზოგადად, მათ ფონზე ჩემი მშობლების ნაზ ხმებს ყოველთვის გამოვარჩევდი“. - იხსენებდა გოლდა.

ცხოვრება რთულია, უსამართლო

მამის იმედები, რომ შეკვეთები სიღარიბისგან თავის დაღწევაში დაეხმარებოდათ, არ გამართლდა - ავეჯის შეკვეთები შეწყდა. იძულებულები გახდნენ სახელოსნო დაეხურათ, ოჯახს ვალები დაედო.

"მახსოვს, როგორი ღარიბები ვიყავით. არასოდეს არაფერი გვყოფნიდა - არც საჭმელი, არც თბილი ტანსაცმელი, არც შეშა. მე ყოველთვის მციოდა და მუცელი ცარიელი მქონდა... მაშინ კიევის ბინის სამზარეულოში მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ცხოვრება რთული იყო და მსოფლიოში სამართალი არ არსებობდა" - იხსენებდა გოლდა, მრავალი წლის შემდეგ, გოლდას უფროსმა დამ აღიარა, რომ გიმნაზიისკენ მიმავალ გზაზე შიმშილისგან გონს ხშირად კარგავდა.

1903 წელს ოჯახი პინსკში დაბრუნდა, მაგრამ მოშე იცჩაკმა იქაც ვერ იპოვა სამუშაო. საბოლოოდ, სამუშაოდ შეერთებულ შტატებში წავიდა. სამი წლის შემდეგ, ოჯახს დაურეკა და უთხრა, რომ მასთან ჩასვლა შეეძლოთ.

მამას სტუმრები

გოლდას ამერიკული ცხოვრების პერიოდი 15 წელი გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში გოგონამ მოახერხა საშუალო განათლების მიღება და პედაგოგიურ კოლეჯში ჩაბარება - რვა წლის ასაკიდან ოცნებობდა გამხდარიყო მასწავლებელი. 1917 წელს კი 19 წლის გოლდა მორისონ მეიერსონზე დაქორწინდა.

გოლდაზე დიდი გავლენა მოახდინა ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულმა ორი სტუმრის გაცნობამ, რომლებიც მშობლების სახლში დარჩნენ - დევიდ ბენ-გურიონი და იცხაკ ბენ-ზვი. ვინ იფიქრებდა, რომ სამი ათეული წლის შემდეგ სწორედ ბენ-გურიონი გამოაცხადებდა ისრაელის დამოუკიდებლობის დეკლარაციას და გახდებოდა მისი პირველი პრემიერ-მინისტრი, ხოლო ბენ-ზვი - მეორე პრეზიდენტი.

დევიდ ბენ-გურიონი და იცხაკ ბენ-ზვი

გოგონა ებრაელ მუშათა პარტიას „Poale Zion“ (სიონის მუშები) შეუერთდა. რამდენიმე წელი აგროვებდა ფულს, რათა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულიყო. ქმარს არ სურდა ამერიკის დატოვება, მაგრამ ცოლის გულისთვის დათანხმდა.

1921 წელს გოლდა ქმართან, უფროს დასთან და ორ შვილთან ერთად გემზე ავიდა და სხვა რეპატრიანტებთან ერთად, ახალი ცხოვრების დასაწყებად პალესტინაში წავიდა.

დაუმორჩილებელი

ისრაელის დაარსების დროს გოლდა მეირი უკვე ორი ზრდასრული შვილის დედა იყო - 26 წლის მენაჩემის (მომავალი ცნობილი ვიოლონჩელისტი) და 22 წლის სარასი. ქმართან დაშორების შემდეგ ქალი მთლიანად სამუშაოში ჩაერთო. როდესაც მორისი გარდაიცვალა, გოლდამ აღიარა, რომ მის მიმართ თავს დამნაშავედ გრძნობდა.

მისი საყვარელი გამონათქვამი იყო: "თუ რამე გინდა, მაშინ ეს ოცნება აღარ არის". მისი ოცნება ასრულდა 1948 წლის 14 მაისს, როდესაც 200 ყველაზე გავლენიანი ებრაელი პოლიტიკოსიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც მონაწილეობდა ებრაული სახელმწიფოს გამოცხადების ცერემონიაში. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი 24-მა ადამიანმა მოაწერა, რომელთა შორის ერთადერთი ქალი იყო გოლდა მეირი.

იმ დღეების შემდეგ გოლდას კარიერა წინ წავიდა. იგი გახდა ელჩი სსრკ-ში, შემდეგ - შრომის მინისტრი. ამავდროულად, ის არ იყო კარიერისტი - უფრო პატრიოტიზმით შეპყრობილი ადამიანი გახლდათ. მისი მთავარი მიზანი იყო სახელმწიფოს განვითარება. მის მონდომებასა და რკინის ხასიათზე ამბობდნენ: „გოლდა ერთადერთი კაცია მთავრობაში“.

როგორც შრომის მინისტრმა, მან მოკლე დროში განახორციელა ორი ძლიერი პროგრამა: საბინაო მშენებლობა (30 ათასი სახლი) და გზების მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ თავად მინისტრი, რომელსაც ხელთ ჰქონდა ათასობით დასრულებული ბინა, სხვენში პატარა ოთახში ცხოვრობდა. დიახ, მას ეგონა, რომ ეს ნორმალური იყო.

1956 წლის ზაფხულში მან მიიღო ახალი თანამდებობა და საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. სწორედ მაშინ ბენ-გურიონმა უბრძანა მას, რომ როგორც ქვეყნის წარმომადგენელს საზღვარგარეთ, მიეღო ებრაული სახელი. გოლდა მეიერსონი (მისი მეუღლის გვარი) გოლდა მეირი გახდა.

იგი იმდენად სასტიკად იცავდა თავისი ქვეყნის ინტერესებს, რომ მეტსახელი "დაუმორჩილებელი" დაარქვეს. მან თავად აღიარა, რომ მიდრეკილი იყო კომპრომისისკენ მხოლოდ ისეთ საკითხებზე, რომლებიც არ იყო დაკავშირებული სახელმწიფო ინტერესებთან.

სულ რაღაც ხუთი წელი

მისი პოლიტიკური კარიერის პიკი 1969 წლის მარტში დადგა, როდესაც კიევში დაბადებული ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. პირველი ქალი, რომელიც ხელმძღვანელობდა მთავრობას ისრაელში და მესამე მსოფლიოში (სირიმავო ბანდარანაიკეს შემდეგ ცეილონში და ინდირა განდის შემდეგ ინდოეთში).

გოლდა მეირის პრემიერობა მხოლოდ ხუთ წელს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში, ქვეყანაში შეამცირა გადასახადები ღარიბებისთვის (ზოგიერთ კატეგორიას, საერთოდ გაუუქმა) და დაიწყო სოციალური საცხოვრებლების მშენებლობა.

გოლდა მეირი გახდა ისრაელის პირველი მეთაური, რომელიც პაპმა პავლე VI-მ მოიწვია. შეხვედრისას ვერცხლის მტრედი აჩუქა წარწერით: "ისრაელის პრემიერ მინისტრს პაპისგან“.

პოლიტიკა და მორალი

პრემიერ-მინისტრმა 1973 წლის ოქტომბერში იომ ქიფურის ომის დაწყება პირად ტრაგედიად აღიქვა. გოლდა ისრაელის დაზვერვის არასწორ გათვლებს საკუთარ ბრალად მიიჩნევდა, რომ მან ვერ უზრუნველყო თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება, როდესაც 2,5 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

და მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა მოსკოვის მიერ დაფინანსებული ომი 16 დღეში მოიგო, გოლდა მეირმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა უფლება გაეგრძელებინა ქვეყნის ხელმძღვანელობა.

რა თქმა უნდა, მას შეეძლო, რომ თავდაცვის მინისტრი გადაეყენებინა და თავად ხელისუფლებაში დარჩენილიყო, მაგრამ არა, მან მთავარი დარტყმა საკუთარ თავზე აიღო და წავიდა.

პარლამენტმა მას დარჩენა სთხოვა - ეს იყო იშვიათი შემთხვევა მსოფლიო პოლიტიკაში. ”ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა”, - განაცხადა გოლდამ გამოსამშვიდობებელ სიტყვაში 1974 წლის 10 აპრილს. ”გთხოვთ, ნუ ეცდებით დამარწმუნოთ გადაწყვეტილება შევცვალო, ნუ ეძებთ არგუმენტებს - ამით ვერ დამეხმარებით.”

უბრალოდ ასე მოხდა...

სიცოცხლის ბოლოს, თავისი გზის პერიპეტიებზე ფიქრისას, ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა: "მე არ ავირჩიე კარიერა და არ ავირჩიე პროფესია, უბრალოდ ასე მოხდა“.

გოლდა 1978 წლის 8 დეკემბერს 80 წლის იუბილეს აღნიშვნიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. იგი იერუსალიმში, ჰერცლის მთაზე დაკრძალეს.