მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიუზიკლი "ჩიკაგო" და უნიკალური ქორეოგრაფიული ნიმუშები
მიუზიკლი "ჩიკაგო" და უნიკალური ქორეოგრაფიული ნიმუშები

გა­სულ თვეს“წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის“ სივ­რცე „თე­ატრმა“ სტუმ­რებს ახა­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი მი­უ­ზიკ­ლი - „ჩი­კა­გო“ წა­რუდ­გი­ნა. პირ­ვე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, წარ­მოდ­გე­ნამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, რად­გან სცე­ნა­ზე გა­ცო­ცხლდა ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბი და საყ­ვა­რე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და მუ­სი­კა­ლუ­რი ნომ­რე­ბი.

„ჩი­კა­გოს“ წარმდგე­ნი და სპონ­სო­რია „არქი“, ლი­დე­რი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

„ჩი­კა­გო“ პირ­ვე­ლად 1975 წელს ნიუ იორკში, ბროდ­ვე­ი­ზე და­იდ­გა, რის შემ­დე­გაც მან მსოფ­ლი­ოს 36-ზე მეტი ქვე­ყა­ნა მო­ი­ა­რა. წარ­მოდ­გე­ნა დღემ­დე არ კარ­გავს პო­პუ­ლა­რო­ბა­სა და აქ­ტუ­ა­ლო­ბას, რაც „ჩი­კა­გოს“ ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რი­ის მქო­ნე მი­უ­ზიკ­ლის სტა­ტუს ანი­ჭებს. რო­გორც კრი­ტი­კო­სე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ამ­გვა­რი წარ­მა­ტე­ბა მისი სი­უ­ჟე­ტი­სა და უნი­კა­ლუ­რი თხრო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. თხრო­ბას უნი­კა­ლუ­რო­ბას კი ქო­რე­ოგ­რა­ფია სძენს, რო­მე­ლიც პერ­სო­ნაჟ­თა სათ­ქმე­ლის, ხა­სი­ა­თის, ში­ნა­გა­ნი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გად­მო­ცე­მას სი­ტყვე­ბის გა­რე­შე ახერ­ხებს და წარ­მოდ­გე­ნა სრუ­ლი­ად ახალ სა­ფე­ხურ­ზე აჰ­ყავს.

„ჩი­კა­გოს“ სა­კულ­ტოდ ქცე­უ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფია ბობ ფოს­მა შექ­მნა, რო­მე­ლიც ამე­რი­კუ­ლი თე­ატ­რის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ფი­გუ­რა და დღეს ლე­გენ­დად ქცე­უ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი და მო­ცეკ­ვა­ვეა. ფო­სის ნა­მუ­შევ­რე­ბი მკვეთ­რად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტი­ლით გა­მორ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ჯა­ზი­სა და ვო­დე­ვი­ლის ჟან­რე­ბის ელე­მენ­ტებს და ქმნის ახალ, მხო­ლოდ „ჩი­კა­გოს­თვის“ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ხელ­წე­რას.

Jazz Hands – ასე უწო­დე­ბენ ფო­სის მიერ დამ­კვიდ­რე­ბულ ერთ-ერთ მოძ­რა­ო­ბას, რო­მე­ლიც ფარ­თოდ გაშ­ლი­ლი თი­თე­ბით ჯა­ზის რიტმს აყო­ლილ მოძ­რა­ო­ბას ეწო­დე­ბა. მი­უ­ზიკ­ლის პერ­სო­ნა­ჟე­ბი, ასე­ვე, ხში­რად იყე­ნე­ბენ სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლის იზო­ლა­ცი­ის ტექ­ნი­კას, რაც სხე­უ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კონ­ტრო­ლის უნარს მო­ი­თხოვს. რო­გორც ზე­მო­თაც აღ­ვნიშ­ნეთ, „ჩი­კა­გოს“ ქო­რე­ოგ­რა­ფია ავ­ლენს პერ­სო­ნა­ჟე­ბის პი­როვ­ნულ ხა­სი­ათს, სათ­ქმელს და, ამას­თან, ასა­ხავს მთა­ვა­რი გმი­რე­ბის მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას, შარმ­სა და სიძ­ლი­ე­რეს.

ALL That Jazz-ს, Cell Block Tango-ს, Razzle Dazzle-სა და სხვა ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნობ ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ ნი­მუ­შებს „წის­ქვი­ლის თე­ატ­რის“ სცე­ნა­ზე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბი აცო­ცხლე­ბენ, მათ შო­რის, მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი, ანა ქურ­თუ­ბა­ძე, მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძე, გიგი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი, ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი და სხვა. „ჩი­კა­გოს“ ქარ­თულ დად­გმა­ში, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია ფო­სის უნი­კა­ლუ­რი ქო­რე­ოგ­რა­ფია, თუმ­ცა შე­ი­ცავს თა­ნა­მედ­რო­ვე ელე­მენ­ტებ­საც, რო­მელ­ზეც ქარ­თველ­მა ქო­რე­ოგ­რაფ­მა გი­ორ­გი ტო­რი­აშ­ვილ­მა იმუ­შა­ვა.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ, ზო­გა­დად, მი­უ­ზიკლში ქო­რე­ოგ­რა­ფი­ას წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს. მოძ­რა­ო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა კი­დევ უფრო დიდ როლს ას­რუ­ლებს „ჩი­კა­გო­ში“, რად­გან თი­თო­ე­ულ ელე­მენტს თა­ვი­სი დატ­ვირ­თვა აქვს. ფო­სის ნა­მუ­შევ­რებს, რო­გორც უბ­რა­ლოდ ქო­რე­ოგ­რა­ფი­ას ვერ შე­ხე­დავ, მე მას უფრო არ­ტის­ტულ ქო­რე­ოგ­რა­ფი­ას ვუ­წო­დებ­დი. ცხა­დია, მას­ზე მუ­შა­ო­ბა ორ­მა­გად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ჩემი ამო­ცა­ნა იყო შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ის, რაც ყვე­ლა­ზე ფა­სე­უ­ლია და მცი­რე­დით გა­მე­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბი­ნა ის“, – გვი­თხრა გი­ორ­გი ტო­რი­აშ­ვილ­მა.

„ჩი­კა­გო“ თა­ვი­სი შთამ­ბეჭ­და­ვი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ-მუ­სი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბით მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე თვე­ში რამ­დენ­ჯერ­მე წარ­დგე­ბა. ასე რომ, გა­და­ავ­ლეთ თვა­ლი „თე­ატ­რის“ აფი­შას, მო­ი­ნიშ­ნეთ სა­სურ­ვე­ლი თა­რი­ღი და მო­ემ­ზა­დეთ გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სა­ნა­ხა­ო­ბის­თვის.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

მიუზიკლი "ჩიკაგო" და უნიკალური ქორეოგრაფიული ნიმუშები

მიუზიკლი "ჩიკაგო" და უნიკალური ქორეოგრაფიული ნიმუშები

გასულ თვეს“წისქვილი ჯგუფის“ სივრცე „თეატრმა“ სტუმრებს ახალი გრანდიოზული მიუზიკლი - „ჩიკაგო“ წარუდგინა. პირველი შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, წარმოდგენამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რადგან სცენაზე გაცოცხლდა ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები.

„ჩიკაგოს“ წარმდგენი და სპონსორია „არქი“, ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში.

„ჩიკაგო“ პირველად 1975 წელს ნიუ იორკში, ბროდვეიზე დაიდგა, რის შემდეგაც მან მსოფლიოს 36-ზე მეტი ქვეყანა მოიარა. წარმოდგენა დღემდე არ კარგავს პოპულარობასა და აქტუალობას, რაც „ჩიკაგოს“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე მიუზიკლის სტატუს ანიჭებს. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ამგვარი წარმატება მისი სიუჟეტისა და უნიკალური თხრობის დამსახურებაა. თხრობას უნიკალურობას კი ქორეოგრაფია სძენს, რომელიც პერსონაჟთა სათქმელის, ხასიათის, შინაგანი ემოციური მდგომარეობის გადმოცემას სიტყვების გარეშე ახერხებს და წარმოდგენა სრულიად ახალ საფეხურზე აჰყავს.

„ჩიკაგოს“ საკულტოდ ქცეული ქორეოგრაფია ბობ ფოსმა შექმნა, რომელიც ამერიკული თეატრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა და დღეს ლეგენდად ქცეული ქორეოგრაფი და მოცეკვავეა. ფოსის ნამუშევრები მკვეთრად ინდივიდუალური სტილით გამორჩევა, რომელიც აერთიანებს ჯაზისა და ვოდევილის ჟანრების ელემენტებს და ქმნის ახალ, მხოლოდ „ჩიკაგოსთვის“ დამახასიათებელ ხელწერას.

Jazz Hands – ასე უწოდებენ ფოსის მიერ დამკვიდრებულ ერთ-ერთ მოძრაობას, რომელიც ფართოდ გაშლილი თითებით ჯაზის რიტმს აყოლილ მოძრაობას ეწოდება. მიუზიკლის პერსონაჟები, ასევე, ხშირად იყენებენ სხეულის სხვადასხვა ნაწილის იზოლაციის ტექნიკას, რაც სხეულის განსაკუთრებული კონტროლის უნარს მოითხოვს. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, „ჩიკაგოს“ ქორეოგრაფია ავლენს პერსონაჟების პიროვნულ ხასიათს, სათქმელს და, ამასთან, ასახავს მთავარი გმირების მიმზიდველობას, შარმსა და სიძლიერეს.

ALL That Jazz-ს, Cell Block Tango-ს, Razzle Dazzle-სა და სხვა ყველასთვის კარგად ნაცნობ ქორეოგრაფიულ ნიმუშებს „წისქვილის თეატრის“ სცენაზე ცნობილი ქართველი არტისტები აცოცხლებენ, მათ შორის, მარიამ როინიშვილი, ანა ქურთუბაძე, მარიკო ებრალიძე, გიგი დედალამაზიშვილი, ანდრია გველესიანი და სხვა. „ჩიკაგოს“ ქართულ დადგმაში, შენარჩუნებულია ფოსის უნიკალური ქორეოგრაფია, თუმცა შეიცავს თანამედროვე ელემენტებსაც, რომელზეც ქართველმა ქორეოგრაფმა გიორგი ტორიაშვილმა იმუშავა.

„მოგეხსენებათ, რომ, ზოგადად, მიუზიკლში ქორეოგრაფიას წამყვანი ადგილი უჭირავს. მოძრაობის ხელოვნება კიდევ უფრო დიდ როლს ასრულებს „ჩიკაგოში“, რადგან თითოეულ ელემენტს თავისი დატვირთვა აქვს. ფოსის ნამუშევრებს, როგორც უბრალოდ ქორეოგრაფიას ვერ შეხედავ, მე მას უფრო არტისტულ ქორეოგრაფიას ვუწოდებდი. ცხადია, მასზე მუშაობა ორმაგად საპასუხისმგებლო და რთული აღმოჩნდა. ჩემი ამოცანა იყო შემენარჩუნებინა ის, რაც ყველაზე ფასეულია და მცირედით გამეთანამედროვებინა ის“, – გვითხრა გიორგი ტორიაშვილმა.

„ჩიკაგო“ თავისი შთამბეჭდავი ქორეოგრაფიულ-მუსიკალური ნიმუშებით მაყურებლის წინაშე თვეში რამდენჯერმე წარდგება. ასე რომ, გადაავლეთ თვალი „თეატრის“ აფიშას, მოინიშნეთ სასურველი თარიღი და მოემზადეთ განუმეორებელი სანახაობისთვის.

NS