ავტორი:

1973 წლის იომ ქიფურის ომის შემდეგ ისრაელს ასეთი მასშტაბური მობილიზაცია არ ახსოვს - 48 საათში ქვეყანამ 300 000 რეზერვისტის მობილიზება შეძლო

1973 წლის იომ ქიფურის ომის შემდეგ ისრაელს ასეთი მასშტაბური მობილიზაცია არ ახსოვს - 48 საათში ქვეყანამ 300 000 რეზერვისტის მობილიზება შეძლო

ისრაელის არმიამ დაახლოებით 360 000 რეზერვისტი გამოიძახა, რათა ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდნენ. ეს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მობილიზაციაა.

"რა თქმა უნდა, გვეშინია. გვეშინია, მაგრამ მიზანდასახულები ვართ",- ამბობს 35 წლის რეზერვისტი, სახელად დენი.

1973 წლის შემდეგ ისრაელს ასეთი მასშტაბური მობილიზაცია არ უნახავს. ხელისუფლების თქმით, ამ მობილიზაციის სიჩქარე კიდევ უფრო განმაცვიფრებელია, ვიდრე ცნობილი ომის დროს იყო. იომ ქიფურის ომში 400 000 რეზერვისტი გამოიძახეს მას შემდეგ, რაც ეგვიპტე და სირია ისრაელს მოულოდნელად დაესხა თავს.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ ორშაბათს განაცხადა, რომ ისრაელს ამდენი რეზერვისტის მობილიზება ასე სწრაფად არასდროს მოუხდენია - მათ 48 საათში 300 000 რეზერვისტი გამოიძახეს. ექსპერტების შეფასებით კი, ასეთი სისწრაფე ქვეყნების უმეტესობისთვის შეუძლებელი იქნებოდა.

18 წლის შესრულების შემდეგ, სამხედრო სამსახური ყველა ებრაელისთვის სავალდებულოა. ამის შემდეგ ისინი რეზერვში ირიცხებიან და სანამ 40 წელს მიაღწევენ, შესაძლოა, პერიოდულად გამოიძახონ ხოლმე სახელმწიფო სამსახურში.

წყარო: washingtonpost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა