კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ძმა შვილის ღირსების დასაცავად იბრძოლებს. მან არაფერი იცოდა... წარმოიდგინეთ, მკვლელობის ამბავი ტელევიზიიდან გავიგეთ" - რას ამბობს სასტიკად მოკლული აითაჯის ბიძა?
"ჩემი ძმა შვილის ღირსების დასაცავად იბრძოლებს. მან არაფერი იცოდა... წარმოიდგინეთ, მკვლელობის ამბავი ტელევიზიიდან გავიგეთ" - რას ამბობს სასტიკად მოკლული აითაჯის ბიძა?

14 წლის გო­გო­ნას, აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას მა­მას, ისა შახ­მა­როვს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა.

მა­მა­კა­ცი რუს­თა­ვის პო­ლი­ცი­ა­ში ჩვე­ნე­ბას გუ­შინ, თით­ქმის მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აძ­ლევ­და.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლის გან­ცხა­დე­ბით, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და და ქვე­ყა­ნა­ში მას შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და, რაც შვი­ლი მო­უკ­ლეს.

აი­თა­ჯის მა­მის ძმის თქმით, მის­მა ოჯახ­მა აი­თა­ჯის მკვლე­ლო­ბის ამ­ბა­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან გა­ი­გო.

"ჩემი ძმა შვი­ლის ღირ­სე­ბის და­სა­ცა­ვად იბ­რძო­ლებს. მა­მამ არა­ფე­რი იცო­და. პო­ლო­ნეთ­ში იყო, შემ­დეგ მოს­კოვ­ში. წლე­ბია და­შო­რე­ბუ­ლია ცოლს. მამა მას ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ მი­მოს­ვლა არ გვქონ­და. გა­თხო­ვე­ბის ამ­ბა­ვი არ ვი­ცო­დით, არ უთ­ქვამთ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მკვლე­ლო­ბის ამ­ბა­ვი ოჯახ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­გეთ. ამის შე­დეგ და­ვუ­რე­კეთ ჩემს ძმას. ბევ­რი სა­უ­ბა­რი ვერ მო­ვას­წა­რით, გა­მო­კი­თხვა­ზე წა­იყ­ვა­ნეს. ზუს­ტად ვიცი, ჩემს ძმას მკაც­რი პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა მომ­ხდარ­ზე." - ამ­ბობს აი­თა­ჯის ბიძა.

ცნო­ბის­თვის, 14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით მისი ქმა­რი, 27 წლის ალიმ ას­ლა­ნო­ვი და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის "ე’’ "თ’’ და "კ’’ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით), 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბა) და 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "დ’’ ქვე­პუნ­ქტით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, მოკ­ლუ­ლის დედა და ბიძა და­ა­კა­ვეს. ორი­ვე მათ­განს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნის დე­დის­თვის და ბი­ძის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და 14 წლის გო­გო­ნას მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ, მათ მი­აჩ­ნდათ, რომ არას­რულ­წლო­ვანს არ ჰქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნის და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს და ბავ­შვს გამ­ტა­ცე­ბელ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა აი­ძუ­ლეს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანნა
1

ახლა დაფაცურდნენ, თითქოს ძალიან გაუკვირდათ, რა მოხდა! ძალადობა, და 14-15 წლის ბავშვების ქორწინება ყოველ დღე ხდება საქართველოში ... რატომ გიკვირთ და აწიოკებთ სამართალდამცავებს ! ? უკეთესია პრევენციაზე იზრუნოთ, რომ ასეთი რამ არ მოხდეს! 

............?
3

რა მაინტერესებს იციტ?? ამ ხალხს რომ თავის ადათ წესები აქვთ ან და ქონდათ ეს აქამდე არავინ არ იცოდა??? და თუ იცოდა რატომ არ იზრუნენ ამ უჩვეულო წესების გამოსწორებაზე?? საქართველოს მოსახლეობას საჭმელები შეიძლეა ქონდეთ განსხვავებულ. დანარჩენი კი უნდა იყოს ერთი გათხოვება თხოვება ქორწილი და ჭირის დღე. ასე ვფიქრობ მე. ერთ ოჯახს გაანადგურებენ ეხლა და ხვალ სხვა ოჯახში იგივე არ მოხდება???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ჩემი ძმა შვილის ღირსების დასაცავად იბრძოლებს. მან არაფერი იცოდა... წარმოიდგინეთ, მკვლელობის ამბავი ტელევიზიიდან გავიგეთ" - რას ამბობს სასტიკად მოკლული აითაჯის ბიძა?

"ჩემი ძმა შვილის ღირსების დასაცავად იბრძოლებს. მან არაფერი იცოდა... წარმოიდგინეთ, მკვლელობის ამბავი ტელევიზიიდან გავიგეთ" - რას ამბობს სასტიკად მოკლული აითაჯის ბიძა?

14 წლის გოგონას, აითაჯ შახმაროვას მამას, ისა შახმაროვს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა.

მამაკაცი რუსთავის პოლიციაში ჩვენებას გუშინ, თითქმის მთელი დღის განმავლობაში აძლევდა.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის განცხადებით, ის საქართველოში წლების განმავლობაში არ იმყოფებოდა და ქვეყანაში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც შვილი მოუკლეს.

აითაჯის მამის ძმის თქმით, მისმა ოჯახმა აითაჯის მკვლელობის ამბავი ტელევიზიიდან გაიგო.

"ჩემი ძმა შვილის ღირსების დასაცავად იბრძოლებს. მამამ არაფერი იცოდა. პოლონეთში იყო, შემდეგ მოსკოვში. წლებია დაშორებულია ცოლს. მამა მას ფინანსურად ეხმარებოდა, მაგრამ მიმოსვლა არ გვქონდა. გათხოვების ამბავი არ ვიცოდით, არ უთქვამთ, წარმოიდგინეთ, მკვლელობის ამბავი ოჯახმა ტელევიზიით გავიგეთ. ამის შედეგ დავურეკეთ ჩემს ძმას. ბევრი საუბარი ვერ მოვასწარით, გამოკითხვაზე წაიყვანეს. ზუსტად ვიცი, ჩემს ძმას მკაცრი პოზიცია ექნება მომხდარზე." - ამბობს აითაჯის ბიძა.

ცნობისთვის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი, 27 წლის ალიმ ასლანოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ე’’ "თ’’ და "კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სამართალდამცავებმა ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედა და ბიძა დააკავეს. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გამოძიების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

წაიკითხეთ ასევე: