საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიაში პირველად: "მის პაკისტანი" "მის მსოფლიოზე" წარსდგება - ვინ არის 24 წლის მოდელი, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს და როგორ პასუხობს პაკისტანელების კრიტიკას?
ისტორიაში პირველად: "მის პაკისტანი" "მის მსოფლიოზე" წარსდგება - ვინ არის 24 წლის მოდელი, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს და როგორ პასუხობს პაკისტანელების კრიტიკას?

სე­ნა­ტორ­მა მუშ­ტაქ აჰ­მედ­მა ჯა­მა­ათ-ე-ის­ლა­მის პარ­ტი­ი­დან "მის პა­კის­ტანს" სა­მარ­ცხვი­ნო უწო­და, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ან­ვარ ულ-ჰაკ კა­კარ­მა მას­ზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცა, პა­კის­ტა­ნელ მა­მა­კა­ცებს შო­რის ონ­ლა­ინ სა­უბ­რე­ბი კი გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვე და კრი­ტი­კუ­ლია. რამ გა­მო­იწ­ვია ასე­თი აღ­შფო­თე­ბა?

პა­კის­ტა­ნე­ლე­ბის აღ­შფო­თე­ბის მი­ზე­ზი ერი­კა რო­ბი­ნი, ყარ­ა­ჩა­ღე­ლი ქრის­ტი­ა­ნი გო­გო­ნაა, რო­მე­ლიც კონ­სერ­ვა­ტი­ულ პა­კის­ტანს "მის სამ­ყა­როს" სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სზე წა­რად­გენს.

"ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ პა­კის­ტანს წარ­ვად­გენ, მაგ­რამ არ მეს­მის, სა­ი­დან მო­დის ამ­დე­ნი აგ­რე­სია. ვფიქ­რობ, ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ მა­მა­კა­ცე­ბით სავ­სე ოთახ­ში სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით უნდა გა­ვი­ა­რო",- გა­ნა­ცხა­და ერი­კამ BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ისი­ნი, ვინც ერი­კა რო­ბინს აკ­რი­ტი­კე­ბენ, აცხა­დე­ბენ, რომ ის ისეთ ქვე­ყა­ნას წა­რად­გენს, რო­მელ­საც სა­ერ­თოდ არ უნდა, ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დეს - პა­კის­ტან­ში მცხოვ­რე­ბი მუს­ლი­მე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სე­ბი.

  • "მის მსოფ­ლი­ოს" 72-წლი­ან ის­ტო­რი­ა­ში, პა­კის­ტანს კონ­კურ­სზე არა­სო­დეს გა­უგ­ზავ­ნია თა­ვი­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

რო­ბინს კონ­კურ­სის მე­ო­რე შე­სარ­ჩევ რა­უნდში სთხო­ვეს, და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა ერთი რამ, რისი გა­კე­თე­ბაც თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის სურ­და, რა­ზეც მან უპა­სუ­ხა: "მსურს ის მო­საზ­რე­ბა, რომ პა­კის­ტა­ნი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი ქვე­ყა­ნაა, შევ­ცვა­ლო". რო­ბი­ნის მი­ზა­ნი რთუ­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი ჩანს, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ მტრულ რე­აქ­ცი­ებს, რაც მის ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე წარ­დგე­ნას მოჰ­ყვა.

პა­კის­ტა­ნელ­მა მო­დელ­მა, ვა­ნე­ზა აჰ­მედ­მა რო­ბი­ნი წა­ა­ხა­ლი­სა: "როცა "მის­ტერ პა­კის­ტან­ზე" არა­ვინ გა­მოთ­ქვამს პრე­ტენ­ზი­ას, მა­ინ­ცდა­მა­ინც ქა­ლე­ბის მიღ­წე­ვებ­ზე რა­ტომ აქვთ პრობ­ლე­მა?"

ყარ­ა­ჩა­ღელ­მა მწე­რალ­მა და კო­მენ­ტა­ტორ­მა რა­ფაი მეჰ­მუდ­მა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა გა­მოთ­ქვა: "ჩვენ მრა­ვა­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის მქო­ნე ერი ვართ და ქა­ლე­ბი და მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად გვატ­რი­გე­რე­ბენ. პა­კის­ტა­ნი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოა და ეს მკაცრ პატ­რი­არ­ქა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ში აი­სა­ხე­ბა. ერი­კა რო­ბი­ნი და ის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რო­მელ­საც ის გა­და­ა­წყდა, ამის შე­დე­გია."

პა­კის­ტა­ნე­ლი ხალ­ხის კრი­ტი­კის მი­უ­ხე­და­ვად, რო­ბი­ნი არ ნებ­დე­ბა: "მე არ­ცერთ კა­ნონს არ ვარ­ღვევ, როცა გლო­ბა­ლურ პლატ­ფორ­მა­ზე პა­კის­ტანს წარ­ვად­გენ. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი დავძლიო",- ამ­ბობს 24 წლის გო­გო­ნა.

წყა­რო: BBC

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამრიკო
3

მართლაც და რა კამაზია!!! წარმატებებიიი

ჯერ ერთი ყარაჩელი
5

მეორე ამ გოგოს ვურჩევდი რომ ფრთხილად იყოს რომელ ბნელს რა მოელანდება ღმერთმა უწყის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ისტორიაში პირველად: "მის პაკისტანი" "მის მსოფლიოზე" წარსდგება - ვინ არის 24 წლის მოდელი, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს და როგორ პასუხობს პაკისტანელების კრიტიკას?

ისტორიაში პირველად: "მის პაკისტანი" "მის მსოფლიოზე" წარსდგება - ვინ არის 24 წლის მოდელი, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს და როგორ პასუხობს პაკისტანელების კრიტიკას?

სენატორმა მუშტაქ აჰმედმა ჯამაათ-ე-ისლამის პარტიიდან "მის პაკისტანს" სამარცხვინო უწოდა, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანვარ ულ-ჰაკ კაკარმა მასზე გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა, პაკისტანელ მამაკაცებს შორის ონლაინ საუბრები კი განსაკუთრებით მწვავე და კრიტიკულია. რამ გამოიწვია ასეთი აღშფოთება?

პაკისტანელების აღშფოთების მიზეზი ერიკა რობინი, ყარაჩაღელი ქრისტიანი გოგონაა, რომელიც კონსერვატიულ პაკისტანს "მის სამყაროს" სილამაზის კონკურსზე წარადგენს.

"ძალიან სასიამოვნოა, რომ პაკისტანს წარვადგენ, მაგრამ არ მესმის, საიდან მოდის ამდენი აგრესია. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ მამაკაცებით სავსე ოთახში საცურაო კოსტიუმით უნდა გავიარო",- განაცხადა ერიკამ BBC-სთან ინტერვიუში.

ისინი, ვინც ერიკა რობინს აკრიტიკებენ, აცხადებენ, რომ ის ისეთ ქვეყანას წარადგენს, რომელსაც საერთოდ არ უნდა, ამ კონკურსში მონაწილეობას იღებდეს - პაკისტანში მცხოვრები მუსლიმებისთვის მიუღებელია სილამაზის კონკურსები.

  • "მის მსოფლიოს" 72-წლიან ისტორიაში, პაკისტანს კონკურსზე არასოდეს გაუგზავნია თავისი წარმომადგენელი.

რობინს კონკურსის მეორე შესარჩევ რაუნდში სთხოვეს, დაესახელებინა ერთი რამ, რისი გაკეთებაც თავისი ქვეყნისთვის სურდა, რაზეც მან უპასუხა: "მსურს ის მოსაზრება, რომ პაკისტანი ჩამორჩენილი ქვეყანაა, შევცვალო". რობინის მიზანი რთული შესასრულებელი ჩანს, თუ გავითვალისწინებთ იმ მტრულ რეაქციებს, რაც მის ნომინაციაზე წარდგენას მოჰყვა.

პაკისტანელმა მოდელმა, ვანეზა აჰმედმა რობინი წაახალისა: "როცა "მისტერ პაკისტანზე" არავინ გამოთქვამს პრეტენზიას, მაინცდამაინც ქალების მიღწევებზე რატომ აქვთ პრობლემა?"

ყარაჩაღელმა მწერალმა და კომენტატორმა რაფაი მეჰმუდმა საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა: "ჩვენ მრავალი წინააღმდეგობების მქონე ერი ვართ და ქალები და მარგინალიზებული ჯგუფები ყველაზე მეტად გვატრიგერებენ. პაკისტანი ავტორიტარული სახელმწიფოა და ეს მკაცრ პატრიარქალურ ღირებულებებში აისახება. ერიკა რობინი და ის წინააღმდეგობა, რომელსაც ის გადააწყდა, ამის შედეგია."

პაკისტანელი ხალხის კრიტიკის მიუხედავად, რობინი არ ნებდება: "მე არცერთ კანონს არ ვარღვევ, როცა გლობალურ პლატფორმაზე პაკისტანს წარვადგენ. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ამასთან დაკავშირებული სტერეოტიპები დავძლიო",- ამბობს 24 წლის გოგონა.

წყარო: BBC

მოამზადა: ანა სიბოშვილმა