ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში "ჰამასის" აშენებულ მიწისქვეშა გვირაბებს ბომბავს.
"ეს არ არის ბუნკერები ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ეს გვირაბები მხოლოდ "ჰამასისთვის" და სხვა ტერორისტებისთვისაა“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენელმა ხუთშაბათს.
"ჰამასის" გვირაბის ქსელი ფაქტობრივად უზარმაზარი მიწისქვეშა ქალაქია. ეგვიპტე-ღაზას საზღვრის ქვეშ გამავალი თითქმის 2500 გვირაბი გამოიყენებოდა კომერციული საქონლის, საწვავის და იარაღის კონტრაბანდისთვის.
ამ გვირაბებიდან ზოგიერთი პირდაპირ სამხრეთ ისრაელის საზღვარს უკავშირდება, რაც საშუალებას აძლევს ტერორისტებს თავს დაესხან ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას.
გვირაბების მისასვლელი წერტილები იმალება სკოლების, მეჩეთების, საავადმყოფოებისა და სხვა სამოქალაქო შენობების ქვეშ. ტერორისტული ორგანიზაცია მიზანმიმართულად ათავსებს თავის ტერორისტულ ინფრასტრუქტურას სამოქალაქო უბნებში, რადგან იცის, რომ ისრაელს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა არ სურს.
IDF-მა განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ომის დროს 30-ზე მეტი გვირაბი გაანადგურეს.
"სასაზღვრო გვირაბები, როგორც წესი, ელემენტარულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ თითქმის არ გააჩნიათ რაიმე გამაგრება. ისინი გათხრილია ერთჯერადი მიზნით - ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრისთვის", - ამბობს რაიხმანის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი დაფნე რიჩემონდ-ბარაკი - "ღაზას შიგნით არსებული გვირაბები განსხვავებულია, რადგან ჰამასი მათ რეგულარულად იყენებს.
ლიდერები იქ იმალებიან, აქვთ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრები, მათ იყენებენ ტრანსპორტისთვის და საკომუნიკაციო ხაზებისთვის. ისინი აღჭურვილია ელექტროენერგიით, განათებით და სარკინიგზო ლიანდაგებით.“
ღაზას შიგნით არსებული გვირაბები, როგორც ვარაუდობენ, 30 მეტრის (100 ფუტი) ქვემოთაა, უკავშირდება სახლების, მეჩეთების, სკოლების და სხვა საზოგადოებრივი შენობების ქვედა სართულებს. ისრაელის განცხადებით, ფულისა და მასალის დიდი ნაწილი, რომელიც მსოფლიომ ღაზას წინა ომების ზარალის ასანაზღაურებლად გადასცა, "ჰამასმა" სწორედ გვირაბების ასაშენებლად გამოიყენა.
შესაძლოა, საზღვრისპირა გვირაბი გამოიყენეს "ჰამასის" ბოევიკებმა ისრაელში გასულ შაბათ-კვირას თავდასხმების დროს, რომლის დროსაც სულ მცირე 1300 ადამიანი დაიღუპა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კფარ აზას კიბუცის მახლობლად გვირაბის გასასვლელი აღმოაჩინეს, სადაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
პალესტინელები,ებრაელები და არაბები თავის თავს თვითონ მიხედავენ როგორმე!!!!ჩვენ კი ჩვენ ქვეყანაზე და ოკუპაციაზე ვიდარდოთ!!!!აფხაზეთის ციხეში რომ ყავთ ქართველები ტყვეობაში, როგორც ჩანს ერმაც და ბერმაც მიივიწყა!!!!!ვკონცენტრირდეთ საქართველოზე!!!!!!
ეგ გვირაბი თავდაცვის საშუალებაა , თორემ ხოცვა–ჟლეტვას არც მიწის ზემოთ ერიდება რომელიმე მხარე . მაგხელა მიწისქვეშეთს კიდევ , თვითონვე რომ აჩვენებთ , ვინ გადაგაღებინებთ – ჰამასი? ან იარაღის შესანახად რომ იყოს და გავსებული იქნებოდა . მაგდენი იარაღით კიდევ ისრაელს კი არა, მთელ არაბეთის ნახევარკუნძულს ასწევს ერთ დღეში ავის მოსურნე.
გამოიყვანენ ეხლა თაგვიდან სპილოს, რაზე უნდა იმუშაოს აბა ხალხის გამრთობმა ჟურნალისტმა და ინტრიგანმა პოლიტიკოსებმა?