მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

გაერომ ისრაელს მოსთხოვა გააუქმოს ბრძანება, რომელიც ღაზას ჩრდილოეთიდან მოსახლეობის ევაკუაციას ეხება - საერთაშორისო ორგანიზაციის პასუხს ისრაელში სამარცხვინო უწოდეს

გაერომ ისრაელს მოსთხოვა გააუქმოს ბრძანება, რომელიც ღაზას ჩრდილოეთიდან მოსახლეობის ევაკუაციას ეხება - საერთაშორისო ორგანიზაციის პასუხს ისრაელში სამარცხვინო უწოდეს

ისრაელი გაერო-ს მოუწოდებს, ღაზას სექტორის ჩრდილოეთიდან მოსახლეობის ევაკუაცია 24 საათის განმავლობაში განახორციელოს.

გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებით, ღაზაში გაერო-ს ჯგუფის ხელმძღვანელებს ისრაელის არმიაში მათმა მეკავშირე ოფიცრებმა აცნობეს, რომ ღაზას ჩრდილოეთიდან მთელი მოსახლეობის ღაზას სამხრეთით ევაკუირება 24 საათის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

"ეს არის დაახლოებით 1.1 მილიონი ადამიანი. იგივე ბრძანება ეხებოდა გაეროს ყველა პერსონალს და გაეროს დაწესებულებებში თავშეფარებულებს - მათ შორის სკოლებში, ჯანმრთელობის ცენტრებსა და კლინიკებში. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეუძლებლად მიიჩნევს ასეთი გადადგილების განხორციელებას დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე", - ნათქვამია გაერო-ს განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გაერო კატეგორიულად მოითხოვს ნებისმიერი ასეთი ბრძანების გაუქმებას, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე მომხდარი ტრაგედია შეიძლება კატასტროფულ ვითარებაში გადაიზარდოს.

  • გაერო-ში ისრაელის ელჩი, გილად ერდანი გაერო-ს პასუხს ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით ისრაელის თხოვნაზე სამარცხვინოს უწოდებს.

ელჩი განმარტავს, რომ ისრაელი წინასწარ აფრთხილებს ღაზას მაცხოვრებლებს და ცდილობს, ნაკლები ზიანი მიადგეს მათ, ვინც „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მათ სამიზნეს არ წარმოადგენს.

"გაერო-ს პასუხი ღაზას სექტორის მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით ისრაელის გაფრთხილებაზე სამარცხვინოა. გაერო მრავალი წლის განმავლობაში ხუჭავდა თვალს „ჰამასის“ შეიარაღებაზე და ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის - იარაღისა და მკვლელობის დასამალად გამოყენებაზე. ახლა, ისრაელის გვერდით დგომის ნაცვლად, რომლის მოქალაქეები „ჰამასის“ ტერორისტებმა დახოცეს, ის ისრაელს ქადაგებას უკითხავს“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, სჯობს, გაერო-მ მძევლების გათავისუფლებასა და "ჰამასის“ დაგმობაზე იფიქროს.

"სჯობს, გაერო-მ ახლა ყურადღება გაამახვილოს მძევლების დაბრუნებაზე, „ჰამასის“ დაგმობასა და ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერაზე“, - განაცხადა ელჩმა.