Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმი მეუბნება, ნაღმზე ზიხარ, ოპერაცია სასწრაფოდ გასაკეთებელიაო... ზოგადად, მამა სულ განიცდიდა ჩემს ამბებს, კლინიკური სიკვდილიც კი გამოვიარე" - მიხეილ რამიშვილის ხიფათიანი ცხოვრება: უცნობი ამბები ცნობილ მუსიკოსზე
"ექიმი მეუბნება, ნაღმზე ზიხარ, ოპერაცია სასწრაფოდ გასაკეთებელიაო... ზოგადად, მამა სულ განიცდიდა ჩემს ამბებს, კლინიკური სიკვდილიც კი გამოვიარე" -  მიხეილ რამიშვილის ხიფათიანი ცხოვრება: უცნობი ამბები ცნობილ მუსიკოსზე

ხელ­ჯო­ხით და­დის, მაგ­რამ ვინც მისი ცხოვ­რე­ბის ამ­ბე­ბი არ იცის, იმ ხელ­ჯოხს მის ერ­თგვარ აქ­სე­სუ­ა­რად აღიქ­ვამს. გა­რეგ­ნუ­ლად, თუ კარ­გად არ და­აკ­ვირ­დე­ბი, არა­ფე­რი ეტყო­ბა. რე­ა­ლუ­რად კი მსგავ­სი ხი­ფა­თი, რაც ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე გა­დახ­დე­ნია, იშ­ვი­ა­თია.

მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი თბი­ლი­სურ, კო­ლო­რი­ტულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და, ოთარ რა­მიშ­ვი­ლის შვი­ლია და ბუ­ნებ­რი­ვია, მუ­სი­კას ბავ­შვო­ბი­დან ეზი­ა­რა. ნი­ჭი­ერ­თა ათწლედ­ში სწავ­ლობ­და, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვი­ო­ლი­ნოს გან­ხრით მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა. მეტ­სა­ხე­ლად "სკრი­პ­კა­საც" ეძახ­დნენ...

ამ­ბობს, რომ ბავ­შვო­ბი­დან არ უყ­ვარ­და, თუ ვინ­მეს უსა­მარ­თლოდ ჩაგ­რავ­დნენ. ამი­ტომ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სა­მარ­თალმცოდ­ნეც გახ­და, იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო. დღეს ორი­ვეა - მუ­სი­კო­სი და ად­ვო­კა­ტი...

მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს არა­ერ­თი გან­საც­დე­ლის გამო ჯან­მრთე­ლო­ბის ურ­თუ­ლე­სი პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა მო­უხ­და.

- რო­გორც მშობ­ლე­ბის­გან ვიცი, 9 თვის ასაკ­ში, პა­რაგ­რი­პი შე­მე­ყა­რა. სა­ა­ვად­მყო­ფოს პა­ლა­ტა­ში, სა­დაც მო­მა­თავ­სეს, იმ ჩვი­ლებ­ში, ყვე­ლა­ზე მძი­მე ვი­ყა­ვი. ჩე­მებს ხელი ჰქონ­დათ ჩაქ­ნე­უ­ლი, იმ 14 პა­ცი­ენ­ტი­დან 13 და­ი­ღუ­პა და მე გა­დავ­რჩი.

- ეს ამ­ბა­ვი მგო­ნი, თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი ხი­ფა­თი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის რა­ღაც­ნა­ი­რი სიგ­ნა­ლი აღ­მოჩ­ნდა... კავ­სა­ძის ქუ­ჩა­ზე იზ­რდე­ბო­დით, ზო­გა­დად, ქუჩა რა როლს თა­მა­შობ­და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ვერ ვი­ტან­დი, ვინ­მეს თუ ჩაგ­რავ­დნენ, უსა­მარ­თლოდ ექ­ცე­ოდ­ნენ, ყო­ველ­თვის ვუ­პი­რის­პირ­დე­ბო­დი. არ ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვისი შვი­ლი იყო და რო­მელ უბ­ნე­ლი. ჩემი პრინ­ცი­პი მქონ­და, ადა­მი­ა­ნის და­ჩაგ­ვრა და მის მი­მართ უსა­მარ­თლოდ მოქ­ცე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. მე, ჩემი ძმე­ბი და სა­მე­გობ­რო ყო­ველ­თვის ამ პრინ­ცით ვცხოვ­რობ­დით, - არას­დროს დაგ­ვე­ჩაგ­რა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამას არ იმ­სა­ხუ­რებ­და.

თან ნი­ჭი­ერ­თა ათწლედ­ში ვსწავ­ლობ­დი, ვი­ო­ლი­ნო­ზე ვუკ­რავ­დი. მუ­სი­კო­სე­ბი მა­შინ ქუ­ჩა­ში სხვა­ნა­ი­რად იყ­ვნენ აღ­ქმუ­ლი. გა­რეთ რომ გა­მოვ­დი­ო­დი, - „ე „სკრი­პ­კა“ - ეს ვი­ღა­ცას რომ და­ე­ძა­ხა - ამა­ზე ჩხუ­ბი მი­დი­ო­და. ვუკ­რავ­დით, მაგ­რამ ვაჟ­კა­ცო­ბაც გაგ­ვაჩ­ნდა. ჩხუ­ბი კი ხდე­ბო­და, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თის­თვის მტრე­ბი არას­დროს ვყო­ფილ­ვართ, დავძმა­კაც­დე­ბო­დით ხოლ­მე.

- კავ­სა­ძე­ლო­ბას რა და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბა ჰქონ­და?

- მა­მა­ჩემს აქვს ასე­თი სტრო­ფე­ბი - „ყვე­ლა თა­ვის სა­ფიქ­რა­ლით ტკეპ­ნის გზას და ტკეპ­ნის შა­რას,/ და მათ შო­რის ბედ­გამ­წყრა­ლი სა­ი­დუმ­ლოს გულ­ში მა­ლავს,/ ზოგი სევ­დით, ზოგი ღი­მით, მი­მოყ­ვე­ბა ნაც­ნობ ქუ­ჩებს,/ ეს ქუ­ჩაა ჩვე­ნი ბედი, ზოგს კაცს ხდის და ზოგს აფუ­ჭებს“. ქუ­ჩაც თა­ვი­სე­ბუ­რი „აკა­დე­მი­აა“... მერე ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ზე რომ გა­და­ად­გილ­დე, იქ ხომ უნდა გა­ი­ა­რო? ჩიტი ხომ არ ხარ, გა­დაფ­რინ­დე. ვა­კი­დან მთაწ­მინ­და­ზე რომ მივ­დი­ო­დი, ვერა უნდა გა­მევ­ლო, ჰოდა, ყვე­ლა უბა­ნი და ქუჩა თა­ვი­სე­ბუ­რად რა­ღა­ცას გვაძ­ლევ­და. გა­აჩ­ნია, რო­გორ გა­ი­თა­ვი­სებ და მი­ი­ღებ. რა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ხარ, რა არის შენ­თვის მთა­ვა­რი. აქ იმას არ ვგუ­ლის­ხმობ, 24 სა­ა­თი ქუ­ჩა­ში იდგე და არა­ფე­რი აკე­თო. ქუჩა კო­მუ­ნი­კა­ცია, ურ­თი­ერ­თო­ბა­ცაა... ეს ყვე­ლა­ფე­რი შენს ნამ­დვილ სა­ხეს გა­მო­ა­ჩენს.

- 90-იანი წლე­ბი­დან თქვე­ნი ხი­ფა­თი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო...

- 1990 წლის 1-ელ ნო­ემ­ბერს ცივი ია­რა­ღით მუც­ლის არე­ში დამ­ჭრეს, ხოლო თა­ვის არე­ში - ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით. თავ­ზე იმან გა­და­მარ­ჩი­ნა, რომ ტყვია აის­ხლი­ტა, თუმ­ცა და­ზი­ა­ნე­ბა მი­ვი­ღე. მუც­ლის არე­ში მეტი ტრავ­მა მქონ­და. რთუ­ლი ოპე­რა­ცია გა­მი­კეთ­და. ღვიძ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლად იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ექი­მე­ბის ოს­ტა­ტო­ბით ღვიძ­ლის ფუნ­ქცია აღ­დგა. მაგ დროს ასე­ვე 2-ნა­ხე­ვა­რი ნეკ­ნი დავ­კარ­გე... თა­ვად ოპე­რა­ცი­ამ კარ­გად კი ჩა­ი­ა­რა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მძი­მედ ვი­ყა­ვი. მი­ზეზს ვერ ად­გენ­დნენ. მოს­კოვ­ში გა­და­მაფ­რი­ნეს. ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი კლი­ნი­კა­ში ექი­მებ­მა რომ დამ­ხე­დეს, ეს მკვდა­რი რა­ტომ ჩა­მო­იყ­ვა­ნეთ, აზრი არ აქ­ვსო. მაგ­რამ იქ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ჟანგბა­დის მილი, რო­მე­ლიც ჩად­გმუ­ლი მქონ­და და ტვი­ნი ჟანგბა­დით უნდა მო­ე­მა­რა­გე­ბი­ნა, იმ 9 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­კე­ცი­ლი ყო­ფი­ლა. ფაქ­ტობ­რი­ვად ტვი­ნი ლა­მის მკვდა­რი იყო. ამ მი­ზე­ზის დად­გე­ნის შემ­დეგ მოვ­სუ­ლი­ერ­დი. სა­ბო­ლო­ოდ იმ კლი­ნი­კა­ში 3 თვე დავ­ყა­ვი, რომ ყვე­ლა­ფე­რი აღ­მდგა­რი­ყო.

- რის გამო მოხ­და თქვე­ნი დაჭ­რა?

- მოს­კო­ვი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, პატ­რი­არ­ქს შევ­ხვდი. ანა­ლო­გი­უ­რი კი­თხვა და­მის­ვა, რო­მელ­საც ვუ­თხა­რი, ეს მხო­ლოდ მე და ღმერ­თმა ვი­ცით-მეთ­ქი... პატ­რი­არ­ქის­თვი­საც არ მით­ქვამს, რა მოხ­და...

- თუმ­ცა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა არა­ერ­თხელ დად­გა.

- 2007 წელს თირკმლის ინ­ფარ­ქტი და­მიდ­გინ­და. რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რაც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია, თუმ­ცა მე და­მე­მარ­თა... სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ვი­ყა­ვი და სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი და­მე­წყო. მა­ნამ­დეც მქონ­და წე­ლის არე­ში სუს­ტად გა­მო­ხა­ტუ­ლი ტკი­ვი­ლი, რო­მელ­საც ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ციე. მოკ­ლედ, იმ პრო­ცე­სი­დან კლი­ნი­კა­ში წა­ვე­დი, ექო­ზე რომ შე­მიყ­ვა­ნეს და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია გა­და­ი­ღეს, თირკმელს სამი ინ­ფარ­ქტი ჰქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი. მისი და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. ამი­ტომ სა­ჭი­რო გახ­და, ამოკ­ვე­თა...

ორ­გა­ნიზმს ცალი თირკმლით მუ­შა­ო­ბა გა­უ­ჭირ­და, და­იტ­ვირ­თა, რად­გან ორი­ვეს ფუნ­ქცია მე­ო­რე, ჯან­მრთელ­მა თირკმელ­მა შე­ი­თავ­სა. სა­ბო­ლო­ოდ, იმუ­ნი­ტეტ­მა ყვე­ლა­ფე­რი შე­და­რე­ბით იო­ლად გა­და­მა­ლახ­ვი­ნა.

- შშმ პი­რის სტა­ტუ­სიც გაქვთ, ეს კი 2011 წელს მი­ღე­ბულ­მა თა­ვის ტრავ­მამ გა­ნა­პი­რო­ბა, ხომ?

- მა­ნამ­დე ერ­თსაც გე­ტყვით - ფილ­ტვზეც მაქვს პრობ­ლე­მა. ერთი ფილ­ტვი მთლად ჯან­საღ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ არის. ამ­დენ­მა ტრავ­მამ და­ა­სუს­ტა. ნაღ­ვლის ბუშ­ტიც კი ამოჭ­რი­ლი მაქვს. ისე­თი ტკი­ვი­ლი მქონ­და, ერთ დღე­საც წა­ვე­დი, გა­მო­ვიკ­ვლიე და მისი ამოკ­ვე­თაც სა­ჭი­რო გახ­და. ეს 2009 წელს მოხ­და.

- ბა­ტო­ნი ოთა­რი, მა­მათ­ქვე­ნი ამ თქვენს ამ მო­უ­ლოდ­ნელ მძი­მე ამ­ბებ­ზე რას გე­უბ­ნე­ბო­დათ?

- ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და და გა­ნიც­დი­და, მის ემო­ცი­ებს სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოვ­ცემ. მერე მი­თხრა - „შვი­ლო, უკ­ვდა­ვი კა­შეი ხარ. შა­რი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი არ ხარ, მაგ­რამ ეს შარი შენ არ გშორ­დე­ბაო“... მთე­ლი ოჯა­ხი სულ გან­ცდებ­ში იყო. დე­და­ჩე­მი, ძმე­ბი, მე­უღ­ლე...

ერთი ასე­თი ეპი­ზო­დიც იყო, პატ­რი­არ­ქს რომ შევხდი, მა­შინ ბი­ძაშ­ვი­ლი, მა­რი­კა რა­მიშ­ვი­ლი მახ­ლდა. უწ­მინ­დეს­მა მი­თხრა, - ეს არ არის შენი ერ­თა­დერ­თი გან­საც­დე­ლი, კი­დევ რამ­დე­ნი­მე გან­საც­დე­ლი გექ­ნე­ბა... ღმერ­თმა იმი­ტომ და­გაბ­რუ­ნა, რომ ისე­თი რამ შექ­მნა, რა­საც მსოფ­ლიო ტაშს და­უკ­რავ­სო... მა­რი­კას გა­ო­ცე­ბუ­ლი ვე­კი­თხე­ბო­დი - რა უნდა შევ­ქმნა ისე­თი, მსოფ­ლი­ომ ტაში და­უკ­რას-მეთ­ქი? წლე­ბი გა­ვი­და და ჩემი შვი­ლი - ლიზა გაჩ­ნდა...

- ლიზა რა­მიშ­ვი­ლი სა­ო­ცა­რი მუ­სი­კო­სია, მას ტაშს არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ევ­რო­პა­შიც უკ­რა­ვენ...

- ლი­ზას გარ­და 16 წლის ბიჭი, ლუკა მყავს - 8 გზის ჩემ­პი­ო­ნია ფა­რი­კა­ო­ბა­ში, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნია. „ფლა­მენ­კოს“ უკ­რავს გი­ტა­რა­ზე ისე, რომ გი­ტა­რა მე არ მის­წავ­ლე­ბია - კომ­პი­უ­ტე­რი­დან ის­წავ­ლა.

- 2011 წლის თავ­ში დაჭ­რის ამ­ბავს რომ მი­ვუბ­რუნ­დეთ...

- პი­რო­ბი­თად და­ვარ­ქვათ ავა­რია - მარ­ჯვე­ნა თა­ვის ქა­ლის მხა­რე სა­ში­ნე­ლი და­ლე­წი­ლი იყო... ჩემი გა­დარ­ჩე­ნის შან­სი არ იყო... ახლა მარ­ჯვე­ნა მხა­რეს მაქვს ხე­ლოვ­ნუ­რი მა­სა­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი რა­ღაც სხე­უ­ლი, რო­მე­ლიც იმ დამ­სხვრე­ულ ად­გილს იკა­ვებს. დრო­ე­ბი­თია, ჩად­გმი­დან 6 თვე­ში უნდა გა­მო­მეც­ვა­ლა, მაგ­რამ დღემ­დე მისი გა­მოც­ვლა რა­ღაც-რა­ღა­ცებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. არა­და ეგ უცხო სხე­უ­ლი ტვინს აწ­ვე­ბა და პრობ­ლე­მას მიქ­მნის. თა­ვის ტკი­ვი­ლებს იწ­ვევს. ინ­გლი­სი­დან ექი­მი, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი იყო ჩა­მო­სუ­ლი და მი­თხრა, სას­წრა­ფო ოპე­რა­ცი­აა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლიო. მა­ში­ნაც გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზით გა­და­დე­ბა მო­მი­წია.

ეს ჩემი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ტრავ­მა იყო. ოპე­რა­ცია ლადო წი­ქა­რიშ­ვილ­მა გა­მი­კე­თა. სამი თვის მან­ძილ­ზე კო­მა­ში ვი­ყა­ვი - ვინ ვი­ყა­ვი, რა ვი­ყა­ვი, არა­ფე­რი მახ­სოვ­და. გო­ნე­ბა და­კარ­გუ­ლი მქონ­და. ერთი თვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­წე­ქი, მერე სახ­ლში გად­მო­მიყ­ვა­ნეს. ჩა­ვარ­დნი­ლი პა­ცი­ენ­ტი გახ­ლდით და ხე­ლიც ჩაქ­ნე­უ­ლი ჰქონ­დათ. 1990 წელ­საც ხომ ვი­ყა­ვი კო­მა­ში, მა­შინ ალ­ბათ ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ვხე­დავ­დი, რაც ჩემს თავს ხდე­ბო­და, თით­ქოს სა­კუ­თარ თავს ზე­მო­დან დავ­ყუ­რებ­დი. ამას კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვდი­ლი და­არ­ქვეს. გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ა­ნებ­თან მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია. რა­ღაც შავ ოთახ­ში ვი­ყა­ვი და თეთ­რებ­ში ჩაც­მუ­ლი თეთ­რწვე­რო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი გვერ­დი­დან არ მშორ­დე­ბო­და... ეს ადა­მი­ა­ნი ამ მე­ო­რე კო­მი­სა­საც და­ვი­ნა­ხე კარ­თან იდგა და იმ დროს ჩემს ძმას და­ვუ­ძა­ხე - ლე­ვან-მეთ­ქი. და­მიბ­რუნ­და გო­ნე­ბა. პირ­ვე­ლი რაც ვთქვი, რა­ტომ და­მაბ­რუ­ნეთ უკან-მეთ­ქი?!

ბო­ლოს ყვე­ლა­ფე­რი რომ დას­რულ­და, კვლე­ვე­ბი ჩა­ვი­ტა­რე, კო­მი­სი­აც გა­ვი­ა­რე, ექი­მებ­მა დი­აგ­ნო­ზი რომ ნა­ხეს, ამ დი­აგ­ნო­ზით გა­და­ად­გი­ლე­ბა და ლა­პა­რა­კი არ შე­უძ­ლი­ა­თო. ვი­ნა­ი­დან მწო­ლი­ა­რე არ ვი­ყა­ვი და ვლა­პა­რა­კობ­დი კი­დეც, მე­ო­რე ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დი მო­მა­კუთ­ვნეს.

მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად

- ახლა რო­გორ გრძნობთ თავს?

- დამ­რჩა პოსტტრავ­მუ­ლი ეპი­ლეფ­სია. ხან­და­ხან უეც­რად ვი­თი­შე­ბი. ერთხელ ასე­თი გა­თიშ­ვის დროს 40 წუთი სა­ერ­თოდ უგო­ნოდ ვი­ყა­ვი. ამის ნი­ა­დაგ­ზე გარ­კვე­ულ პრე­პა­რა­ტებს მი­ნიშ­ნა­ვენ, რომ ყო­ველ­თვის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვიყო. ჯო­ხით იმი­ტომ დავ­დი­ვარ, რომ წო­ნას­წო­რო­ბას ვკარ­გავ. რამ­დენ­ჯე­რაც ვცა­დე ჯო­ხის გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლე­ბა, არ გა­მო­ვი­და. მა­შინ გვერ­დით სულ ვი­ღაც უნდა მახ­ლდეს. ამი­ტომ ექი­მებ­მა ხელ­ჯო­ხით სი­ა­რუ­ლი მირ­ჩი­ეს.

ამ ყვე­ლა­ფერ­მა ბევ­რი ნე­გა­ტი­უ­რი და პო­ზი­ტი­უ­რი რამ და­მი­ტო­ვა. თუ აქამ­დე სხვა­ნა­ი­რად იყო ყვე­ლა­ფე­რი, მერე სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით და­ვი­წყე ყვე­ლას და ყვე­ლაფ­რის შე­ფა­სე­ბა. ის, რაც მარ­ტი­ვი იყო და არაფ­რად მი­მაჩ­ნდა, მე­ტად და­ვა­ფა­სე. უფრო დამთმო­ბი, რბი­ლი გავ­ხდი. კი­დევ ერთი რამ გა­მახ­სენ­და - სულ პირ­ვე­ლად 1990 წელს სა­ნამ და­ვიჭ­რე­ბო­დი, დე­და­ჩემს ერთი სიზ­მა­რი მო­ვუ­ყე­ვი, რო­მე­ლიც 7 დღით ადრე ვნა­ხე. მთა­ზე ვი­ყა­ვი და გა­დახ­ტო­მა მე­ო­რე მთა­ზე მინ­დო­და. შუ­ა­ში უფსკრუ­ლი იყო, მაგ­რამ მე­ო­რე მთის პი­რას პა­ტა­რა ფან­ჯა­რას ვხე­დავ­დი, რომ­ლის მიღ­მა ულა­მა­ზე­სი მდე­ლო მო­ჩან­და, არ­ნა­ხუ­ლი ფე­რე­ბით. გა­დავ­ხტი, იმ ფან­ჯა­რას შე­ვე­ჯა­ხე და უფსკრუ­ლის­კენ მივ­დი­ო­დი, მაგ­რამ რა­ღაც მო­მენ­ტში ფან­ჯა­რა შევ­ლე­წე და ლა­მაზ მდე­ლო­ზე გა­ვე­დი... ისე მოხ­და, რომ ოჯახ­ში ყვე­ლა­ზე ხი­ფა­თი­ა­ნი მე აღ­მოვ­ჩნდი...

P.S. სა­ნამ ამ ინ­ტერ­ვი­უს გა­მო­საქ­ვეყ­ნებ­ლად ვამ­ზა­დებ­დი, ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთი ახა­ლი პრობ­ლე­მა აქვს: თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შემ­დეგ, გუ­ლის აორ­ტის ანევ­რიზ­მა და­უდ­გინ­და. ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­აა სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია, რად­გან გუ­ლის აორ­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა და­ფიქ­სირ­და.

„ექი­მი ზაზა კა­ცი­ტა­ძე მე­უბ­ნე­ბა, ნაღ­მზე ზი­ხარ, ოპე­რა­ცია სას­წრა­ფოდ უნდა გა­ი­კე­თოო. ხომ ყვე­ლაფ­რის ოპე­რა­ცია მაქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, ერთი გული იყო დარ­ჩე­ნი­ლი და მა­გა­საც ვი­კე­თებ,“ - გვე­უბ­ნე­ბა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი. ბა­ტონ მი­შას ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებთ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯემალი აბულაძე.
0

ბატონო მიხეილ შენ რომ დაჭრილი იყავი და და ბატონი ოთარი სისხლისთვის მოვიდა და შემოვარდა კლინიკაში დიდი ხმით. ტიროდა მიშველეთ სისხლი მჭირდება შვილი დამიჭრესო იმ დრისათვის მე იმ სისხლის დონორთა კლინიკაში გახლდით, და ეგრევე მიაწოდეს სისხლი ბატონ ოთარს და წამოიღო შენთან გადასარჩენათ,ყველა ფეხზე დადგა ოთარის ასეთი განცდისთვის , ტიროდა მაღალი ხმით მიშველეთ ხალხოოო, ძალიან კარგი მამა გყავდა ბ.მიხეილ ღმერთმა დაგლოცოს და გამოგაჯამრთელოს, ოთარის კიდე იმ ქვეყნიური სასუფეველი დაუმკვიდროს.გაანათოს მისი სული კაცი იყო ნამდვილი ლეგენდა და რათქმა უნდა კარგ ადამიანს კარგი შვილი ყავხარ ,დალოცვილი იყავი უფლისგან გამოჯანმრზტელობას გისურვებთ ღმერთის ნებით და ძალით. 

ყველაფერი ნათელია - ...
48

ყველაფერი ნათელია - საქართველოში დიდი ღამეა!

"საშიშროება მელის, თუ რამე დამემართება, დედაჩემს დაუდექი გვერდით".

ეს არის თამარ ბაჩალიაშვილის მეგობართან მინაწერი, რომელიც რამიშვილმა პროკურატურას წარუდგინა და ...

ავტორი:

"ექიმი მეუბნება, ნაღმზე ზიხარ, ოპერაცია სასწრაფოდ გასაკეთებელიაო... ზოგადად, მამა სულ განიცდიდა ჩემს ამბებს, კლინიკური სიკვდილიც კი გამოვიარე" - მიხეილ რამიშვილის ხიფათიანი ცხოვრება: უცნობი ამბები ცნობილ მუსიკოსზე

"ექიმი მეუბნება, ნაღმზე ზიხარ, ოპერაცია სასწრაფოდ გასაკეთებელიაო... ზოგადად, მამა სულ განიცდიდა ჩემს ამბებს, კლინიკური სიკვდილიც კი გამოვიარე" -  მიხეილ რამიშვილის ხიფათიანი ცხოვრება: უცნობი ამბები ცნობილ მუსიკოსზე

ხელჯოხით დადის, მაგრამ ვინც მისი ცხოვრების ამბები არ იცის, იმ ხელჯოხს მის ერთგვარ აქსესუარად აღიქვამს. გარეგნულად, თუ კარგად არ დააკვირდები, არაფერი ეტყობა. რეალურად კი მსგავსი ხიფათი, რაც ცხოვრების მანძილზე გადახდენია, იშვიათია.

მიხეილ რამიშვილი თბილისურ, კოლორიტულ ოჯახში დაიბადა, ოთარ რამიშვილის შვილია და ბუნებრივია, მუსიკას ბავშვობიდან ეზიარა. ნიჭიერთა ათწლედში სწავლობდა, კონსერვატორიაში ვიოლინოს განხრით მიიღო განათლება. მეტსახელად "სკრიპკასაც" ეძახდნენ...

ამბობს, რომ ბავშვობიდან არ უყვარდა, თუ ვინმეს უსამართლოდ ჩაგრავდნენ. ამიტომ კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სამართალმცოდნეც გახდა, იურიდიული განათლება მიიღო. დღეს ორივეა - მუსიკოსი და ადვოკატი...

მიხეილ რამიშვილს არაერთი განსაცდელის გამო ჯანმრთელობის ურთულესი პრობლემების დაძლევა მოუხდა.

- როგორც მშობლებისგან ვიცი, 9 თვის ასაკში, პარაგრიპი შემეყარა. საავადმყოფოს პალატაში, სადაც მომათავსეს, იმ ჩვილებში, ყველაზე მძიმე ვიყავი. ჩემებს ხელი ჰქონდათ ჩაქნეული, იმ 14 პაციენტიდან 13 დაიღუპა და მე გადავრჩი.

- ეს ამბავი მგონი, თქვენი მომავალი ხიფათიანი ცხოვრების რაღაცნაირი სიგნალი აღმოჩნდა... კავსაძის ქუჩაზე იზრდებოდით, ზოგადად, ქუჩა რა როლს თამაშობდა თქვენს ცხოვრებაში?

- ვერ ვიტანდი, ვინმეს თუ ჩაგრავდნენ, უსამართლოდ ექცეოდნენ, ყოველთვის ვუპირისპირდებოდი. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვისი შვილი იყო და რომელ უბნელი. ჩემი პრინციპი მქონდა, ადამიანის დაჩაგვრა და მის მიმართ უსამართლოდ მოქცევა არ შეიძლება. მე, ჩემი ძმები და სამეგობრო ყოველთვის ამ პრინცით ვცხოვრობდით, - არასდროს დაგვეჩაგრა ადამიანი, რომელიც ამას არ იმსახურებდა.

თან ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი, ვიოლინოზე ვუკრავდი. მუსიკოსები მაშინ ქუჩაში სხვანაირად იყვნენ აღქმული. გარეთ რომ გამოვდიოდი, - „ე „სკრიპკა“ - ეს ვიღაცას რომ დაეძახა - ამაზე ჩხუბი მიდიოდა. ვუკრავდით, მაგრამ ვაჟკაცობაც გაგვაჩნდა. ჩხუბი კი ხდებოდა, მაგრამ ერთმანეთისთვის მტრები არასდროს ვყოფილვართ, დავძმაკაცდებოდით ხოლმე.

- კავსაძელობას რა დადებითი და უარყოფითი თვისება ჰქონდა?

- მამაჩემს აქვს ასეთი სტროფები - „ყველა თავის საფიქრალით ტკეპნის გზას და ტკეპნის შარას,/ და მათ შორის ბედგამწყრალი საიდუმლოს გულში მალავს,/ ზოგი სევდით, ზოგი ღიმით, მიმოყვება ნაცნობ ქუჩებს,/ ეს ქუჩაა ჩვენი ბედი, ზოგს კაცს ხდის და ზოგს აფუჭებს“. ქუჩაც თავისებური „აკადემიაა“... მერე ერთი ადგილიდან მეორეზე რომ გადაადგილდე, იქ ხომ უნდა გაიარო? ჩიტი ხომ არ ხარ, გადაფრინდე. ვაკიდან მთაწმინდაზე რომ მივდიოდი, ვერა უნდა გამევლო, ჰოდა, ყველა უბანი და ქუჩა თავისებურად რაღაცას გვაძლევდა. გააჩნია, როგორ გაითავისებ და მიიღებ. რა ღირებულებების მქონე ხარ, რა არის შენთვის მთავარი. აქ იმას არ ვგულისხმობ, 24 საათი ქუჩაში იდგე და არაფერი აკეთო. ქუჩა კომუნიკაცია, ურთიერთობაცაა... ეს ყველაფერი შენს ნამდვილ სახეს გამოაჩენს.

- 90-იანი წლებიდან თქვენი ხიფათიანი ცხოვრება დაიწყო...

- 1990 წლის 1-ელ ნოემბერს ცივი იარაღით მუცლის არეში დამჭრეს, ხოლო თავის არეში - ცეცხლსასროლი იარაღით. თავზე იმან გადამარჩინა, რომ ტყვია აისხლიტა, თუმცა დაზიანება მივიღე. მუცლის არეში მეტი ტრავმა მქონდა. რთული ოპერაცია გამიკეთდა. ღვიძლი სერიოზულად იყო დაზიანებული, მაგრამ ექიმების ოსტატობით ღვიძლის ფუნქცია აღდგა. მაგ დროს ასევე 2-ნახევარი ნეკნი დავკარგე... თავად ოპერაციამ კარგად კი ჩაიარა, მაგრამ ძალიან მძიმედ ვიყავი. მიზეზს ვერ ადგენდნენ. მოსკოვში გადამაფრინეს. ერთ-ერთი ცნობილი კლინიკაში ექიმებმა რომ დამხედეს, ეს მკვდარი რატომ ჩამოიყვანეთ, აზრი არ აქვსო. მაგრამ იქ აღმოაჩინეს, რომ ჟანგბადის მილი, რომელიც ჩადგმული მქონდა და ტვინი ჟანგბადით უნდა მოემარაგებინა, იმ 9 დღის განმავლობაში გადაკეცილი ყოფილა. ფაქტობრივად ტვინი ლამის მკვდარი იყო. ამ მიზეზის დადგენის შემდეგ მოვსულიერდი. საბოლოოდ იმ კლინიკაში 3 თვე დავყავი, რომ ყველაფერი აღმდგარიყო.

- რის გამო მოხდა თქვენი დაჭრა?

- მოსკოვიდან რომ დავბრუნდი, პატრიარქს შევხვდი. ანალოგიური კითხვა დამისვა, რომელსაც ვუთხარი, ეს მხოლოდ მე და ღმერთმა ვიცით-მეთქი... პატრიარქისთვისაც არ მითქვამს, რა მოხდა...

- თუმცა თქვენს ცხოვრებაში ჯანმრთელობის პრობლემა არაერთხელ დადგა.

- 2007 წელს თირკმლის ინფარქტი დამიდგინდა. როგორც ექიმები ამბობენ, რაც ძალიან იშვიათია, თუმცა მე დამემართა... სასამართლო პროცესზე ვიყავი და საშინელი ტკივილი დამეწყო. მანამდეც მქონდა წელის არეში სუსტად გამოხატული ტკივილი, რომელსაც ყურადღება არ მივაქციე. მოკლედ, იმ პროცესიდან კლინიკაში წავედი, ექოზე რომ შემიყვანეს და კომპიუტერული ტომოგრაფია გადაიღეს, თირკმელს სამი ინფარქტი ჰქონდა გადატანილი. მისი დატოვება არ შეიძლებოდა. ამიტომ საჭირო გახდა, ამოკვეთა...

ორგანიზმს ცალი თირკმლით მუშაობა გაუჭირდა, დაიტვირთა, რადგან ორივეს ფუნქცია მეორე, ჯანმრთელმა თირკმელმა შეითავსა. საბოლოოდ, იმუნიტეტმა ყველაფერი შედარებით იოლად გადამალახვინა.

- შშმ პირის სტატუსიც გაქვთ, ეს კი 2011 წელს მიღებულმა თავის ტრავმამ განაპირობა, ხომ?

- მანამდე ერთსაც გეტყვით - ფილტვზეც მაქვს პრობლემა. ერთი ფილტვი მთლად ჯანსაღ მდგომარეობაში არ არის. ამდენმა ტრავმამ დაასუსტა. ნაღვლის ბუშტიც კი ამოჭრილი მაქვს. ისეთი ტკივილი მქონდა, ერთ დღესაც წავედი, გამოვიკვლიე და მისი ამოკვეთაც საჭირო გახდა. ეს 2009 წელს მოხდა.

- ბატონი ოთარი, მამათქვენი ამ თქვენს ამ მოულოდნელ მძიმე ამბებზე რას გეუბნებოდათ?

- ძალიან ნერვიულობდა და განიცდიდა, მის ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მერე მითხრა - „შვილო, უკვდავი კაშეი ხარ. შარიანი ადამიანი არ ხარ, მაგრამ ეს შარი შენ არ გშორდებაო“... მთელი ოჯახი სულ განცდებში იყო. დედაჩემი, ძმები, მეუღლე...

ერთი ასეთი ეპიზოდიც იყო, პატრიარქს რომ შევხდი, მაშინ ბიძაშვილი, მარიკა რამიშვილი მახლდა. უწმინდესმა მითხრა, - ეს არ არის შენი ერთადერთი განსაცდელი, კიდევ რამდენიმე განსაცდელი გექნება... ღმერთმა იმიტომ დაგაბრუნა, რომ ისეთი რამ შექმნა, რასაც მსოფლიო ტაშს დაუკრავსო... მარიკას გაოცებული ვეკითხებოდი - რა უნდა შევქმნა ისეთი, მსოფლიომ ტაში დაუკრას-მეთქი? წლები გავიდა და ჩემი შვილი - ლიზა გაჩნდა...

- ლიზა რამიშვილი საოცარი მუსიკოსია, მას ტაშს არა მარტო საქართველოში, ევროპაშიც უკრავენ...

- ლიზას გარდა 16 წლის ბიჭი, ლუკა მყავს - 8 გზის ჩემპიონია ფარიკაობაში, წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენია. „ფლამენკოს“ უკრავს გიტარაზე ისე, რომ გიტარა მე არ მისწავლებია - კომპიუტერიდან ისწავლა.

- 2011 წლის თავში დაჭრის ამბავს რომ მივუბრუნდეთ...

- პირობითად დავარქვათ ავარია - მარჯვენა თავის ქალის მხარე საშინელი დალეწილი იყო... ჩემი გადარჩენის შანსი არ იყო... ახლა მარჯვენა მხარეს მაქვს ხელოვნური მასალის სპეციალური რაღაც სხეული, რომელიც იმ დამსხვრეულ ადგილს იკავებს. დროებითია, ჩადგმიდან 6 თვეში უნდა გამომეცვალა, მაგრამ დღემდე მისი გამოცვლა რაღაც-რაღაცებთან არის დაკავშირებული. არადა ეგ უცხო სხეული ტვინს აწვება და პრობლემას მიქმნის. თავის ტკივილებს იწვევს. ინგლისიდან ექიმი, ნეიროქირურგი იყო ჩამოსული და მითხრა, სასწრაფო ოპერაციაა ჩასატარებელიო. მაშინაც გარკვეული მიზეზით გადადება მომიწია.

ეს ჩემი ყველაზე რთული ტრავმა იყო. ოპერაცია ლადო წიქარიშვილმა გამიკეთა. სამი თვის მანძილზე კომაში ვიყავი - ვინ ვიყავი, რა ვიყავი, არაფერი მახსოვდა. გონება დაკარგული მქონდა. ერთი თვე საავადმყოფოში ვიწექი, მერე სახლში გადმომიყვანეს. ჩავარდნილი პაციენტი გახლდით და ხელიც ჩაქნეული ჰქონდათ. 1990 წელსაც ხომ ვიყავი კომაში, მაშინ ალბათ ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ყველაფერს ვხედავდი, რაც ჩემს თავს ხდებოდა, თითქოს საკუთარ თავს ზემოდან დავყურებდი. ამას კლინიკური სიკვდილი დაარქვეს. გარდაცვლილ ადამიანებთან მქონდა კომუნიკაცია. რაღაც შავ ოთახში ვიყავი და თეთრებში ჩაცმული თეთრწვეროსანი ადამიანი გვერდიდან არ მშორდებოდა... ეს ადამიანი ამ მეორე კომისასაც დავინახე კართან იდგა და იმ დროს ჩემს ძმას დავუძახე - ლევან-მეთქი. დამიბრუნდა გონება. პირველი რაც ვთქვი, რატომ დამაბრუნეთ უკან-მეთქი?!

ბოლოს ყველაფერი რომ დასრულდა, კვლევები ჩავიტარე, კომისიაც გავიარე, ექიმებმა დიაგნოზი რომ ნახეს, ამ დიაგნოზით გადაადგილება და ლაპარაკი არ შეუძლიათო. ვინაიდან მწოლიარე არ ვიყავი და ვლაპარაკობდი კიდეც, მეორე ჯგუფის ინვალიდი მომაკუთვნეს.

მეუღლესთან და შვილთან ერთად

- ახლა როგორ გრძნობთ თავს?

- დამრჩა პოსტტრავმული ეპილეფსია. ხანდახან უეცრად ვითიშები. ერთხელ ასეთი გათიშვის დროს 40 წუთი საერთოდ უგონოდ ვიყავი. ამის ნიადაგზე გარკვეულ პრეპარატებს მინიშნავენ, რომ ყოველთვის მობილიზებული ვიყო. ჯოხით იმიტომ დავდივარ, რომ წონასწორობას ვკარგავ. რამდენჯერაც ვცადე ჯოხის გარეშე გადაადგილება, არ გამოვიდა. მაშინ გვერდით სულ ვიღაც უნდა მახლდეს. ამიტომ ექიმებმა ხელჯოხით სიარული მირჩიეს.

ამ ყველაფერმა ბევრი ნეგატიური და პოზიტიური რამ დამიტოვა. თუ აქამდე სხვანაირად იყო ყველაფერი, მერე სხვა ღირებულებებით დავიწყე ყველას და ყველაფრის შეფასება. ის, რაც მარტივი იყო და არაფრად მიმაჩნდა, მეტად დავაფასე. უფრო დამთმობი, რბილი გავხდი. კიდევ ერთი რამ გამახსენდა - სულ პირველად 1990 წელს სანამ დავიჭრებოდი, დედაჩემს ერთი სიზმარი მოვუყევი, რომელიც 7 დღით ადრე ვნახე. მთაზე ვიყავი და გადახტომა მეორე მთაზე მინდოდა. შუაში უფსკრული იყო, მაგრამ მეორე მთის პირას პატარა ფანჯარას ვხედავდი, რომლის მიღმა ულამაზესი მდელო მოჩანდა, არნახული ფერებით. გადავხტი, იმ ფანჯარას შევეჯახე და უფსკრულისკენ მივდიოდი, მაგრამ რაღაც მომენტში ფანჯარა შევლეწე და ლამაზ მდელოზე გავედი... ისე მოხდა, რომ ოჯახში ყველაზე ხიფათიანი მე აღმოვჩნდი...

P.S. სანამ ამ ინტერვიუს გამოსაქვეყნებლად ვამზადებდი, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მიხეილ რამიშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ახალი პრობლემა აქვს: თოდუას კლინიკაში ჩატარებული კვლევის შემდეგ, გულის აორტის ანევრიზმა დაუდგინდა. ექიმების რეკომენდაციაა სასწრაფო ოპერაცია, რადგან გულის აორტასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა დაფიქსირდა.

„ექიმი ზაზა კაციტაძე მეუბნება, ნაღმზე ზიხარ, ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაიკეთოო. ხომ ყველაფრის ოპერაცია მაქვს ჩატარებული, ერთი გული იყო დარჩენილი და მაგასაც ვიკეთებ,“ - გვეუბნება მიხეილ რამიშვილი. ბატონ მიშას ჯანმრთელობას ვუსურვებთ.

წაიკითხეთ ასევე: