პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აითაჯი ჯერ კიდევ 13 წლის იყო, როცა იძულებით გაათხოვეს უცხო კაცზე, რადგან ის შეძლებული იყო, ჰყავდა ცხვრის ფარა" - რას ამბობენ გახმაურებული საქმის მთავარი მოწმეები?
"აითაჯი ჯერ კიდევ 13 წლის იყო, როცა იძულებით გაათხოვეს უცხო კაცზე, რადგან ის შეძლებული იყო, ჰყავდა ცხვრის ფარა" - რას ამბობენ გახმაურებული საქმის მთავარი მოწმეები?

რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, 14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, მოკ­ლუ­ლის დე­დას და ბი­ძას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის ეგა­ნა მა­გა­რა­მო­ვა­სა და ნა­ტიკ მა­გა­რა­მო­ვის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და, რად­გან მათი მი­მალ­ვი­სა და მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მოხ­დე­ნის საფრ­თხე არ­სე­ბობ­და. ასე­ვე, რო­გორც ბრალ­დე­ბის მხა­რემ აღ­ნიშ­ნა, მოკ­ლუ­ლის ბიძა ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია და სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თაც უფიქ­სირ­დე­ბა.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა ხა­ტია გოგ­რი­ჭი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, ბრალ­დე­ბის მხა­რეს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი აქვს, რომ დე­დამ და ბი­ძამ ჩა­ი­დი­ნეს ბავ­შვის იძუ­ლე­ბა - თა­ვი­სი ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­თხო­ვი­ლი­ყო.

"სწო­რედ დე­დამ აი­ძუ­ლა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თი­სა და იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის დროს ჯერ მხო­ლოდ 13 წლის იყო, და მას 2 სექ­ტემ­ბერს შე­უს­რულ­და 14 წელი, გა­თხო­ვი­ლი­ყო მის­თვის უც­ნობ და ასა­კით უფ­როს - 27 წლის მა­მა­კაც­ზე, რად­გან ის შეძ­ლე­ბუ­ლი იყო, ჰყავ­და ცხვრის ფარა" - თქვა პრო­კუ­რორ­მა.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი წა­ყე­ნე­ბულ ბრალს არ აღი­ა­რებ­დნენ და სხდო­მა­ზე აცხა­დებ­დნენ, რომ გო­გო­ნა თა­ვი­სი ნე­ბით გა­თხოვ­და. საქ­მის მთა­ვა­რი მოწ­მე მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას ბე­ბი­აა, რომ­ლის ჩვე­ნე­ბა­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სწო­რედ დე­დამ აი­ძუ­ლა არას­რულ­წლო­ვა­ნი თა­ვი­სი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­თხო­ვი­ლი­ყო და რომ მას კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ სურ­და ამის გა­კე­თე­ბა.

  • სა­კუ­თა­რი დე­დის ჩვე­ნე­ბა, ეგა­ნა მა­გა­რა­მო­ვამ სხდო­მა­ზე ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ მან ქარ­თუ­ლი არ იცის და გა­მო­კი­თხვის ოქ­მზე ხელი ისე მო­ა­წე­რა, რომ ში­ნა­არ­სი არ იცო­და, რა­საც პრო­კუ­რო­რის მხრი­დან პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა.

ხა­ტია გოგ­რი­ჭი­ა­ნის თქმით, ბე­ბი­ის გა­მო­კი­თხვას ეს­წრე­ბო­და თარ­ჯი­მა­ნი და ოქ­მის თი­თო­ე­უ­ლი გვერ­დის ში­ნა­არ­სი, მისი (ბე­ბი­ის) ხელ­მო­წე­რით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. ამას­თან მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას დე­დამ ბე­ბი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, რომ ის "ცუდი ქა­ლია". საქ­მის მთა­ვარ მოწ­მე­ებს შო­რის, პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით არი­ან გო­გო­ნას თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე აცხა­დე­ბენ, რომ მას არ სურ­და მის­თვის უც­ნობ მა­მა­კაც­ზე გა­თხო­ვე­ბა და დედა აი­ძუ­ლებ­და.

  • რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლას, მო­სა­მარ­თლის კი­თხვა­ზე, იცო­და თუ არა დი­რექ­ტორ­მა ან მას­წავ­ლე­ბელ­მა (დამ­რი­გე­ბელ­მა) არას­რულ­წლო­ვა­ნის იძუ­ლე­ბით გა­თხო­ვე­ბის ფაქ­ტზე რა­ი­მე, დე­დამ აღ­ნიშ­ნა, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა მას და­უ­რე­კა, სას­წავ­ლო წელი რომ და­ი­წყო, და მო­ი­კი­თხა, რა­ზეც უპა­სუ­ხა, რომ ის ცუ­დად იყო. მოკ­ლუ­ლის დე­დამ გა­ნა­ცხა­და, რომ მას სიძე და­პირ­და, რომ გო­გო­ნა სკო­ლა­ში ივ­ლი­და, მაგ­რამ მო­ა­ტყუა.

"დას­რულ­და 14 წლის ბავ­შვის საქ­მე­ზე დე­დი­სა და ბი­ძის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სხდო­მა. ბრალ­დე­ბის მხა­რეს ჰქონ­და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დი, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ჩა­ი­დი­ნეს ბავ­შვის იძუ­ლე­ბა - თა­ვი­სი ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­თხო­ვი­ლი­ყო. ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ მათ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს. სა­სა­მარ­თლომ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნია ის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ შე­საძ­ლოა მათ მოწ­მე­ებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლის დე­და­ზე, რო­მე­ლიც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს მო­ცე­მულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, მო­ახ­დი­ნოს ზე­გავ­ლე­ნა და მათ ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ე­დი­ნათ, სწო­რედ ამ საფრ­თხე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ორი­ვე ბრალ­დე­ბულს, რო­გორც მოკ­ლუ­ლი ბავ­შვის დე­დას და დე­დის ძმას, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და", - გა­ნა­ცხა­და ხა­ტია გოგ­რი­ჭი­ან­მა.

პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე, მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლი 14 წლის ბავ­შვის მა­მის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა არ იკ­ვე­თე­ბა, თუმ­ცა გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ მოწ­მე­ე­ბის შემ­დგო­მი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად ბრალ­დე­ბულ­თა წრე გა­ფარ­თოვ­დეს.

"იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ხდე­ბო­და 14 წლის ბავ­შვის იძუ­ლე­ბა, მამა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. მო­ცე­მულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და თუკი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მხრი­დან რა­ი­მე სა­ხის ბრა­ლე­უ­ლი ქმე­დე­ბა - ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თუ იძუ­ლე­ბით ქორ­წი­ლე­ბის საქ­მე­ში, ბრალ­დე­ბის მხა­რე უმ­კაც­რეს პო­ლი­ტი­კას გა­ა­ტა­რებს ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე მა­დო­ნა მა­ი­სუ­რა­ძემ, სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, ეგა­ნა მა­გა­რა­მო­ვა­სა და ნა­ტიკ მა­გა­რა­მოვს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მო­სა­მარ­თლემ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ეგა­ნა მა­გა­მა­რო­ვას ად­ვო­კა­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, არა­სა­პა­ტიმ­რო ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. რო­გორც ად­ვო­კატ­მა იზოლ­და მე­ლი­ქიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ეგა­ნა მა­გა­მა­რო­ვა სიმ­სივ­ნით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, ასე­ვე ჰყავს კი­დევ ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნი - 13 წლის ბიჭი, რო­მელ­საც ის ინა­ხავს და უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ალიმ ას­ლა­ნო­ვი

საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა, მო­სა­მარ­თლე მა­დო­ნა მა­ი­სუ­რა­ძემ 29 ნო­ემ­ბერს ჩა­ნიშ­ნა. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, 2023 წლის ზა­ფხულ­ში, არას­რულ­წლო­ვანს ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის მიზ­ნით, გამ­ტა­ცე­ბელ­მა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში მი­იყ­ვა­ნა, სა­დაც და­ზა­რა­ლე­ბულს შე­ზღუ­დუ­ლი ჰქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, არას­რულ­წლო­ვან­მა მო­ა­ხერ­ხა გა­პარ­ვა, უცხო პი­რის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით დე­დას­თან და­კავ­ში­რე­ბა და მისი გა­ტა­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რაც ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და გა­ტა­ცე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის ბი­ძის­თვის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნის დე­დის­თვის და ბი­ძის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და 14 წლის გო­გო­ნას მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ, მათ მი­აჩ­ნდათ, რომ არას­რულ­წლო­ვანს არ ჰქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნის და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს და ბავ­შვს გამ­ტა­ცე­ბელ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა აი­ძუ­ლეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ბიძა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 11 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ ორი­ვე პირს ბრალ­დე­ბა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე წა­რუდ­გი­ნა.

ამას­თან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, 14 წლის არას­რულ­წლო­ვა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის "ე’’ "თ’’ და "კ’’ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით), 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბა) და 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "დ’’ ქვე­პუნ­ქტით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბრალ­დე­ბულს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს პა­ტიმ­რო­ბა.

ავ­ტო­რი: მარი ვარ­დოშ­ვი­ლი

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატო
1

სამუდამო პატიმრობა შეუფარდეთ ყველას 

hm
6

ღმერთო ეს რა გველი ქალია! მთავარი დამნაშავე ესაა! დედა! ცდილობს ყველას ყველაფერი გადააბრალოს! ესდედინაცვალი იქნება! 

ეს ბავშვი კალმიტ ნახატია! საოცრება! 

ესენი ციხიდან არ გამოუშვათ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"აითაჯი ჯერ კიდევ 13 წლის იყო, როცა იძულებით გაათხოვეს უცხო კაცზე, რადგან ის შეძლებული იყო, ჰყავდა ცხვრის ფარა" - რას ამბობენ გახმაურებული საქმის მთავარი მოწმეები?

"აითაჯი ჯერ კიდევ 13 წლის იყო, როცა იძულებით გაათხოვეს უცხო კაცზე, რადგან ის შეძლებული იყო, ჰყავდა ცხვრის ფარა" - რას ამბობენ გახმაურებული საქმის მთავარი მოწმეები?

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა, ბრალდებულებისთვის ეგანა მაგარამოვასა და ნატიკ მაგარამოვისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რადგან მათი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის საფრთხე არსებობდა. ასევე, როგორც ბრალდების მხარემ აღნიშნა, მოკლულის ბიძა ქალზე ძალადობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევია და საზღვრის უკანონო კვეთაც უფიქსირდება.

როგორც პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა განაცხადა, ბრალდების მხარეს დასაბუთებული ვარაუდი აქვს, რომ დედამ და ბიძამ ჩაიდინეს ბავშვის იძულება - თავისი ნების წინააღმდეგ გათხოვილიყო.

"სწორედ დედამ აიძულა გოგონა, რომელიც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და იძულებითი ქორწინების დროს ჯერ მხოლოდ 13 წლის იყო, და მას 2 სექტემბერს შეუსრულდა 14 წელი, გათხოვილიყო მისთვის უცნობ და ასაკით უფროს - 27 წლის მამაკაცზე, რადგან ის შეძლებული იყო, ჰყავდა ცხვრის ფარა" - თქვა პროკურორმა.

ბრალდებულები წაყენებულ ბრალს არ აღიარებდნენ და სხდომაზე აცხადებდნენ, რომ გოგონა თავისი ნებით გათხოვდა. საქმის მთავარი მოწმე მოკლული გოგონას ბებიაა, რომლის ჩვენებაშიც აღნიშნულია, რომ სწორედ დედამ აიძულა არასრულწლოვანი თავისი ნების საწინააღმდეგოდ გათხოვილიყო და რომ მას კატეგორიულად არ სურდა ამის გაკეთება.

  • საკუთარი დედის ჩვენება, ეგანა მაგარამოვამ სხდომაზე ეჭვქვეშ დააყენა და აღნიშნა, რომ მან ქართული არ იცის და გამოკითხვის ოქმზე ხელი ისე მოაწერა, რომ შინაარსი არ იცოდა, რასაც პროკურორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ხატია გოგრიჭიანის თქმით, ბებიის გამოკითხვას ესწრებოდა თარჯიმანი და ოქმის თითოეული გვერდის შინაარსი, მისი (ბებიის) ხელმოწერით არის დადასტურებული. ამასთან მოკლული გოგონას დედამ ბებიაზე აღნიშნა, რომ ის "ცუდი ქალია". საქმის მთავარ მოწმეებს შორის, პროკურორის განცხადებით არიან გოგონას თანაკლასელები, რომლებიც ასევე აცხადებენ, რომ მას არ სურდა მისთვის უცნობ მამაკაცზე გათხოვება და დედა აიძულებდა.

  • რაც შეეხება სკოლას, მოსამართლის კითხვაზე, იცოდა თუ არა დირექტორმა ან მასწავლებელმა (დამრიგებელმა) არასრულწლოვანის იძულებით გათხოვების ფაქტზე რაიმე, დედამ აღნიშნა, რომ მასწავლებელმა მას დაურეკა, სასწავლო წელი რომ დაიწყო, და მოიკითხა, რაზეც უპასუხა, რომ ის ცუდად იყო. მოკლულის დედამ განაცხადა, რომ მას სიძე დაპირდა, რომ გოგონა სკოლაში ივლიდა, მაგრამ მოატყუა.

"დასრულდა 14 წლის ბავშვის საქმეზე დედისა და ბიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სხდომა. ბრალდების მხარეს ჰქონდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ბავშვის იძულება - თავისი ნების წინააღმდეგ გათხოვილიყო. ამ ფაქტის შესახებ მათ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოებები, რომ შესაძლოა მათ მოწმეებზე, განსაკუთრებით ბრალდებულის დედაზე, რომელიც უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ფლობს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოახდინოს ზეგავლენა და მათ ახალი დანაშაული ჩაედინათ, სწორედ ამ საფრთხეების გათვალისწინებით, ორივე ბრალდებულს, როგორც მოკლული ბავშვის დედას და დედის ძმას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა", - განაცხადა ხატია გოგრიჭიანმა.

პროკურორის განცხადებით, ამ ეტაპზე, მოპოვებული მტკიცებულებებით, გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის მამის სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობა არ იკვეთება, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ მოწმეების შემდგომი გამოკითხვის შედეგად ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

"იმ პერიოდში, როდესაც ხდებოდა 14 წლის ბავშვის იძულება, მამა საქართველოში არ იმყოფებოდა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება და თუკი გამოიკვეთება თითოეული ადამიანის მხრიდან რაიმე სახის ბრალეული ქმედება - ბავშვის გარდაცვალების თუ იძულებით ქორწილების საქმეში, ბრალდების მხარე უმკაცრეს პოლიტიკას გაატარებს ასეთი ადამიანების მიმართ“, - განაცხადა პროკურორმა.

სხდომის დასრულების შემდეგ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ, სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ეგანა მაგარამოვასა და ნატიკ მაგარამოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ეგანა მაგამაროვას ადვოკატის შუამდგომლობა, არასაპატიმრო ფორმის გამოყენების თაობაზე. როგორც ადვოკატმა იზოლდა მელიქიშვილმა განაცხადა, ეგანა მაგამაროვა სიმსივნით არის დაავადებული, ასევე ჰყავს კიდევ ერთი მცირეწლოვანი - 13 წლის ბიჭი, რომელსაც ის ინახავს და უზრუნველყოფს.

ალიმ ასლანოვი

საქმეზე წინასასამართლო სხდომა, მოსამართლე მადონა მაისურაძემ 29 ნოემბერს ჩანიშნა. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების თანახმად, 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვანის ბიძისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს. სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა.

ამასთან, როგორც ცნობილია, 14 წლის არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

ავტორი: მარი ვარდოშვილი

წაიკითხეთ ასევე: