ყვარელში უბედურ შემთხვევას 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ საბუის ტყეში ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ტყეში მეგობართან ერთად სანადიროდ იყო წასული რა დროსაც ერთ-ერთ იქ მყოფს სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა და დაიჭრა. მიღებული ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ძალიან გახშირდა და საეჭვო გახდა ნადირობისას ამ ვითომდა "ბრმა ტყვიით" მეგობრების ხოცვა.....
იარაღთან მოპყრობის წესების დარღვევას კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოჰყვა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. იმედია ეს უკანასკნელი შემთხვევა იქნება