მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 წლის შემდეგ გამჟღავნებული საიდუმლო: რატომ მალავდნენ სმიტები დაშორების ამბავს - "ვფიქრობ, ორივე ჩვენს ფანტაზიებში ვიყავით ჩარჩენილი"
7 წლის შემდეგ გამჟღავნებული საიდუმლო: რატომ მალავდნენ სმიტები დაშორების ამბავს - "ვფიქრობ, ორივე ჩვენს ფანტაზიებში ვიყავით ჩარჩენილი"

ჯე­ი­და პინ­კეტ სმი­ტი ახალ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ხელს, რომ ის და მისი მე­უღ­ლე, უილ სმი­ტი, 2016 წელს და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსა­ხი­ო­ბე­ბი ბოლო 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ცალ­კე­ვე­ბით ცხოვ­რობ­დნენ, აქამ­დე ამ ამ­ბის სა­ჯა­როდ გან­სა­ხილ­ვე­ლად მზად არ იყ­ვნენ. NBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში პინ­კეტ სმი­ტი ამ­ბობს, რომ ის და უილი ქორ­წი­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბით და­ი­ღალ­ნენ და სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტეს, რომ და­შო­რე­ბუ­ლიყ­ვნენ.

ჯე­ი­დას თქმით, ის და უილი დიდი ხა­ნია ცალ-ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლან და ამას არც გეგ­მა­ვენ.

52 წლის პინ­კეტ სმიტ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ამ­ჟღავ­ნა, რომ მან სა­კუ­თარ თავს პი­რო­ბა მის­ცა, ის და უილი არას­დროს გან­ქორ­წინ­დე­ბოდ­ნენ. "ვფიქ­რობ, ორი­ვე ჩვენს ფან­ტა­ზი­ებ­ში ვი­ყა­ვით ჩარ­ჩე­ნი­ლი და მხო­ლოდ იმა­ზე ვფიქ­რობ­დით, რო­გო­რი უნდა იყოს სხვა ადა­მი­ა­ნი."

გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვიუ ჯე­ი­და პინ­კეტ სმი­ტის მე­მუ­ა­რე­ბის, Worthy-ს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე გა­სა­ჯა­როვ­და. წიგ­ნის შე­ძე­ნა მომ­დევ­ნო კვი­რი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

წყვი­ლი ოს­კა­რე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მომ­ხდა­რი სკან­და­ლის გამო, შარ­შან ტაბ­ლო­ი­დუ­რი ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კან­ზეც კი მოხ­ვდა. ჯე­ი­და­ზე უხე­შად ხუმ­რო­ბის გამო, უილ სმიტ­მა კრის როკს ხელი და­არ­ტყა. როკ­მა პინ­კეტ სმი­ტის სი­მე­ლო­ტე­ზე იხუმ­რა, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობს ალო­პე­ცი­ის გამო აქვს. ცალ­კე მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, პინ­კეტ სმიტ­მა People-ს უთხრა, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ეს და­გეგ­მი­ლი ხუმ­რო­ბის ნა­წი­ლი ეგო­ნა: "მა­შინ­ღა მივ­ხვდი რა ხდე­ბო­და, როცა უილი ჩვენს მა­გი­დას­თან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და."

ჯე­ი­დამ და უილ­მა ერ­თმა­ნე­თი 1994 წელს გა­იც­ნეს და 3 წელ­ში იქორ­წი­ნეს. მათ ორი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ - ჯე­ი­დე­ნი და ვი­ლოუ. ამას გარ­და, უილს პირ­ველ ცოლ­თან, შერი ზამ­პი­ნოს­თან კი­დევ ერთი ვაჟი ჰყავს, ტრეი.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

7 წლის შემდეგ გამჟღავნებული საიდუმლო: რატომ მალავდნენ სმიტები დაშორების ამბავს - "ვფიქრობ, ორივე ჩვენს ფანტაზიებში ვიყავით ჩარჩენილი"

7 წლის შემდეგ გამჟღავნებული საიდუმლო: რატომ მალავდნენ სმიტები დაშორების ამბავს - "ვფიქრობ, ორივე ჩვენს ფანტაზიებში ვიყავით ჩარჩენილი"

ჯეიდა პინკეტ სმიტი ახალ ინტერვიუში ამხელს, რომ ის და მისი მეუღლე, უილ სმიტი, 2016 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები ბოლო 7 წლის განმავლობაში განცალკევებით ცხოვრობდნენ, აქამდე ამ ამბის საჯაროდ განსახილველად მზად არ იყვნენ. NBC-სთან ინტერვიუში პინკეტ სმიტი ამბობს, რომ ის და უილი ქორწინების შენარჩუნების მცდელობით დაიღალნენ და საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ დაშორებულიყვნენ.

ჯეიდას თქმით, ის და უილი დიდი ხანია ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ ოფიციალურად არ განქორწინებულან და ამას არც გეგმავენ.

52 წლის პინკეტ სმიტმა ინტერვიუში გაამჟღავნა, რომ მან საკუთარ თავს პირობა მისცა, ის და უილი არასდროს განქორწინდებოდნენ. "ვფიქრობ, ორივე ჩვენს ფანტაზიებში ვიყავით ჩარჩენილი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, როგორი უნდა იყოს სხვა ადამიანი."

გულახდილი ინტერვიუ ჯეიდა პინკეტ სმიტის მემუარების, Worthy-ს გამოქვეყნებამდე გასაჯაროვდა. წიგნის შეძენა მომდევნო კვირიდან იქნება შესაძლებელი.

წყვილი ოსკარების დაჯილდოების ცერემონიაზე მომხდარი სკანდალის გამო, შარშან ტაბლოიდური ჟურნალების გარეკანზეც კი მოხვდა. ჯეიდაზე უხეშად ხუმრობის გამო, უილ სმიტმა კრის როკს ხელი დაარტყა. როკმა პინკეტ სმიტის სიმელოტეზე იხუმრა, რომელიც მსახიობს ალოპეციის გამო აქვს. ცალკე მიცემულ ინტერვიუში, პინკეტ სმიტმა People-ს უთხრა, რომ თავდაპირველად ეს დაგეგმილი ხუმრობის ნაწილი ეგონა: "მაშინღა მივხვდი რა ხდებოდა, როცა უილი ჩვენს მაგიდასთან გაბრაზებული დაბრუნდა."

ჯეიდამ და უილმა ერთმანეთი 1994 წელს გაიცნეს და 3 წელში იქორწინეს. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ - ჯეიდენი და ვილოუ. ამას გარდა, უილს პირველ ცოლთან, შერი ზამპინოსთან კიდევ ერთი ვაჟი ჰყავს, ტრეი.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა