პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოუვა ორგანიზმს, თუ ძილის წინ 1 ჭიქა რძეს დალევთ?
რა მოუვა ორგანიზმს, თუ ძილის წინ 1 ჭიქა რძეს დალევთ?

რძე არის სას­მე­ლი, რო­მე­ლიც უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბით. ინ­დურ მი­თო­ლო­გი­ა­ში არ­სე­ბობს რწმე­ნა „რძის ოკე­ა­ნის“ შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს უკ­ვდა­ვე­ბა­სა და ძა­ლას ანი­ჭებ­და. აფ­რი­კუ­ლი მი­თე­ბი მოგ­ვი­თხრობს, რომ სამ­ყა­რო სწო­რედ რძის წვე­თი­დან და­ი­ბა­და. ბერ­ძნუ­ლი ლე­გენ­დის თა­ნახ­მად კი, ჰერ­კუ­ლე­სი მხო­ლოდ რძი­თა და ყვე­ლით იკ­ვე­ბე­ბო­და.

რძე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ფოს­ფორს, კალ­ცი­უმს და ცი­ლებს შე­ი­ცავს. ის გა­ცი­ე­ბი­სა და ვირუ­სე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. შე­საძ­ლოა გსმე­ნი­ათ, რომ ძი­ლის წინ ერთი ჭიქა რძის და­ლე­ვა კარ­გია ზო­გა­დი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და ძი­ლის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, ასე­ვე შფოთვი­სა და და­ძა­ბუ­ლო­ბის მო­სახ­სნე­ლად. მო­დით, გა­ვარ­კვი­ოთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­გეხ­მა­როთ რძე და­ძი­ნე­ბა­ში და რა მოხ­დე­ბა, თუ მას ყო­ველ­დღე და­ლევთ.

რძე შე­ი­ცავს მე­ლა­ტო­ნინს და ტრიპ­ტო­ფანს – ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ნამ­დვი­ლად აუმ­ჯო­ბე­სე­ბენ ძი­ლის ხა­რისხს. თუ ჭიქა რძეს ყო­ველ სა­ღა­მოს, ძი­ლის წინ და­ლევთ, მე­ლა­ტო­ნი­ნი თქვენს ორ­გა­ნიზმს ძი­ლის­თვის „მო­ა­წეს­რი­გებს“ და და­გეხ­მა­რე­ბათ მის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ში. ტრიპ­ტო­ფა­ნი ზრდის სე­რო­ტო­ნი­ნის, ბედ­ნი­ე­რე­ბის ჰორ­მო­ნის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, რო­მე­ლიც ასე­ვე და­გეხ­მა­რე­ბათ და­ის­ვე­ნოთ და უკეთ და­ი­ძი­ნოთ.

სა­სარ­გებ­ლო შე­მად­გენ­ლო­ბის გარ­და, ძი­ლის წინ ჭიქა რძეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ეფექ­ტიც აქვს: თბი­ლი სას­მე­ლი ღა­მით, რო­მელ­საც ბავ­შვო­ბა­ში გვას­მევ­დნენ, და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე, ამ­შვი­დებს და მოქ­მე­დებს რო­გორც ერ­თგვა­რი სა­ძი­ლე აბი.

კი­დევ რის­თვის არის რძე კარ­გი?

  1. თუ ერთი ჭიქა რძის და­ლე­ვას ძი­ლის­წი­ნა ჩვე­ვად აქ­ცევთ, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ამ­ჩნევთ სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბებს ორ­გა­ნიზ­მში. რძის რე­გუ­ლა­რუ­ლი მი­ღე­ბა ამაგ­რებს ძვლებ­სა და კბი­ლებს, რად­გან შე­ი­ცავს კალ­ცი­უმს, D ვი­ტა­მინს და ფოს­ფორს - ისი­ნი ხელს უწყო­ბენ სხე­უ­ლის ჩონ­ჩხის და სხვა ძვლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.
  2. რძე ხელს უწყობს წო­ნის კონ­ტროლს. რძის და­ლე­ვა და­გეხ­მა­რე­ბათ ზედ­მე­ტი წო­ნის დაკ­ლე­ბა­ში და წო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში. სას­მე­ლი შე­ი­ცავს პრო­ტე­ინს, რო­მე­ლიც ხელს უწყობს წო­ნის დაკ­ლე­ბის პრო­ცე­სის რე­გუ­ლი­რე­ბას.
  3. რძე აუმ­ჯო­ბე­სებს ტვი­ნის მუ­შა­ო­ბას, რად­გან შე­ი­ცავს ომე­გა-3 ცხი­მო­ვან მჟა­ვებს, რომ­ლე­ბიც და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ტვინ­ზე და ასე­ვე ამ­ცი­რებს მეხ­სი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბი­სა და ალ­ცჰე­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბის რისკს.

რა შემ­თხვე­ვა­ში უნდა აირ­ჩი­ოთ ქარ­ხნუ­ლი, პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძე? – ამ კი­თხვით კომ­პა­ნია „დღის“ ტექ­ნო­ლოგს, ნინო ბუ­რძგლას მივ­მარ­თეთ.

- პას­ტე­რი­ზა­ცია არის რძის გარ­კვე­ულ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე მიყ­ვა­ნის პრო­ცე­სი ბაქ­ტე­რი­ე­ბის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიზ­ნით. პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძე სოფ­ლის რძეს­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით უსაფრ­თხოა, რად­გან მან გა­ი­ა­რა პას­ტე­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც კლავს მავ­ნე მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მებს, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ა­ვა­დე­ბა. გარ­და ამი­სა, ის სოფ­ლის რძის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უფრო დიდ­ხანს ინა­ხე­ბა. თუ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის პრობ­ლე­მა გაქვთ, პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძე უკე­თე­სი არ­ჩე­ვა­ნია. ქარ­ხნუ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი რძე უკვე მზა­დაა და­სა­ლე­ვად და არ სა­ჭი­რო­ებს და­მუ­შა­ვე­ბას (ადუ­ღე­ბას).

თუ რძე­ზე რა­ი­მე უკუჩ­ვე­ნე­ბა არ გაქვთ, მა­გა­ლი­თად, ლაქ­ტო­ზის აუ­ტან­ლო­ბა, და­ლი­ეთ თბი­ლი რძე ძი­ლის წინ, არა­უგ­ვი­ა­ნეს ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე. მა­ღა­ლი ქო­ლეს­ტე­რი­ნის შემ­თხვე­ვა­ში უმ­ჯო­ბე­სია და­ლი­ოთ პას­ტე­რი­ზე­ბუ­ლი ქარ­ხნუ­ლი რძე ცხი­მის და­ბა­ლი შემ­ცვე­ლო­ბით.

ნედლ რძე­საც ჰყავს თა­ვი­სი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, რო­მელ­თაც მო­წონთ მისი გემო და ცხი­მი­ა­ნო­ბა. და­მუ­შა­ვე­ბულ რძეს, პას­ტე­რი­ზე­ბულ რძე­სა და ნედლ რძეს შო­რის არ­ჩე­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლია თქვენს პი­რად პრე­ფე­რენ­ცი­ებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Walter White
7

პასტერიზებული რძის მძაგებლელ კომენტარების ავტორებს- მსოფლიოში რძის წარმოება იმდენად დიდია,რომ ევროკავშირში და ზოგიერთი სხვა ქვეყნებში შემოღებული იქნა ლიმიტები, რომლის გადაცილების მერე მწარმოებლები ჯარიმდება. 

ეხლა ამას მოჰყვება კომენტარი რომ ე.წ. მსხვილი ფერმერული რძე არ არის სასარგებლო. მაგრამ საავტომობილო ტრასებიის გასწვრივ მოთიბული ბალახით ნაკვები და შარაგზაზე გასული ძროხის რძე კი სასარგებლოა.

ზურაბ-ს
15

ძროხა მომკლავს, თუ ურძეობა დიდი განსხვავება არაა. 30 წელია ძროხა ყავს ჩვენს ოჯახს და მაგის მოვლას, იმხელა ენერგია და ჯანი უნდა, უკვე ყველა მოსავლელები გავხდით. ჩვენს საკვებს ისე არ ვდარდობთ, როგორც ძროხისას, საკვებს კი თიბვა უნდა, მოტანა, დაბინავება, რომ ზამთარში გამოკვებო. ამის გარდა ყიდვაც საჭიროა, რახან ძროხაა არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ბალახი და თივა უნდა. ვწველით ბატონო, მაგრამ მირთმევის თავი აღარავის გვაქვს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რა მოუვა ორგანიზმს, თუ ძილის წინ 1 ჭიქა რძეს დალევთ?

რა მოუვა ორგანიზმს, თუ ძილის წინ 1 ჭიქა რძეს დალევთ?

რძე არის სასმელი, რომელიც უძველესი დროიდან ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით. ინდურ მითოლოგიაში არსებობს რწმენა „რძის ოკეანის“ შესახებ, რომელიც ადამიანებს უკვდავებასა და ძალას ანიჭებდა. აფრიკული მითები მოგვითხრობს, რომ სამყარო სწორედ რძის წვეთიდან დაიბადა. ბერძნული ლეგენდის თანახმად კი, ჰერკულესი მხოლოდ რძითა და ყველით იკვებებოდა.

რძე დიდი რაოდენობით ფოსფორს, კალციუმს და ცილებს შეიცავს. ის გაციებისა და ვირუსების სამკურნალოდ გამოიყენება და რეკომენდებულია იმუნიტეტის გასაძლიერებლად. შესაძლოა გსმენიათ, რომ ძილის წინ ერთი ჭიქა რძის დალევა კარგია ზოგადი ჯანმრთელობისთვის და ძილის გასაუმჯობესებლად, ასევე შფოთვისა და დაძაბულობის მოსახსნელად. მოდით, გავარკვიოთ, როგორ შეიძლება დაგეხმაროთ რძე დაძინებაში და რა მოხდება, თუ მას ყოველდღე დალევთ.

რძე შეიცავს მელატონინს და ტრიპტოფანს – ეს ნივთიერებები ნამდვილად აუმჯობესებენ ძილის ხარისხს. თუ ჭიქა რძეს ყოველ საღამოს, ძილის წინ დალევთ, მელატონინი თქვენს ორგანიზმს ძილისთვის „მოაწესრიგებს“ და დაგეხმარებათ მის დარეგულირებაში. ტრიპტოფანი ზრდის სეროტონინის, ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც ასევე დაგეხმარებათ დაისვენოთ და უკეთ დაიძინოთ.

სასარგებლო შემადგენლობის გარდა, ძილის წინ ჭიქა რძეს ფსიქოლოგიური ეფექტიც აქვს: თბილი სასმელი ღამით, რომელსაც ბავშვობაში გვასმევდნენ, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამშვიდებს და მოქმედებს როგორც ერთგვარი საძილე აბი.

კიდევ რისთვის არის რძე კარგი?

  1. თუ ერთი ჭიქა რძის დალევას ძილისწინა ჩვევად აქცევთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად შეამჩნევთ სასიამოვნო ცვლილებებს ორგანიზმში. რძის რეგულარული მიღება ამაგრებს ძვლებსა და კბილებს, რადგან შეიცავს კალციუმს, D ვიტამინს და ფოსფორს - ისინი ხელს უწყობენ სხეულის ჩონჩხის და სხვა ძვლოვანი სტრუქტურების გაძლიერებას.
  2. რძე ხელს უწყობს წონის კონტროლს. რძის დალევა დაგეხმარებათ ზედმეტი წონის დაკლებაში და წონის შენარჩუნებაში. სასმელი შეიცავს პროტეინს, რომელიც ხელს უწყობს წონის დაკლების პროცესის რეგულირებას.
  3. რძე აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, რადგან შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს ტვინზე და ასევე ამცირებს მეხსიერების დაქვეითებისა და ალცჰეიმერის დაავადების რისკს.

რა შემთხვევაში უნდა აირჩიოთ ქარხნული, პასტერიზებული რძე? – ამ კითხვით კომპანია „დღის“ ტექნოლოგს, ნინო ბურძგლას მივმართეთ.

- პასტერიზაცია არის რძის გარკვეულ ტემპერატურაზე მიყვანის პროცესი ბაქტერიებისგან განთავისუფლების მიზნით. პასტერიზებული რძე სოფლის რძესთან შედარებით გაცილებით უსაფრთხოა, რადგან მან გაიარა პასტერიზაციის პროცესი, რომელიც კლავს მავნე მიკროორგანიზმებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის დაავადება. გარდა ამისა, ის სოფლის რძისგან განსხვავებით, უფრო დიდხანს ინახება. თუ იმუნური სისტემის პრობლემა გაქვთ, პასტერიზებული რძე უკეთესი არჩევანია. ქარხნულად დამზადებული პასტერიზებული რძე უკვე მზადაა დასალევად და არ საჭიროებს დამუშავებას (ადუღებას).

თუ რძეზე რაიმე უკუჩვენება არ გაქვთ, მაგალითად, ლაქტოზის აუტანლობა, დალიეთ თბილი რძე ძილის წინ, არაუგვიანეს ნახევარი საათით ადრე. მაღალი ქოლესტერინის შემთხვევაში უმჯობესია დალიოთ პასტერიზებული ქარხნული რძე ცხიმის დაბალი შემცველობით.

ნედლ რძესაც ჰყავს თავისი თაყვანისმცემლები, რომელთაც მოწონთ მისი გემო და ცხიმიანობა. დამუშავებულ რძეს, პასტერიზებულ რძესა და ნედლ რძეს შორის არჩევანი დამოკიდებულია თქვენს პირად პრეფერენციებსა და საჭიროებებზე.