პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიცოცხლის ბოლომდე გვერდით სოხუმელი მეგობრები ედგნენ...." - ჩცდ-ს ყოფილი მსახიობი, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა გარდაიცვალა: რას ჰყვება მასზე მეგობარი?
"სიცოცხლის ბოლომდე გვერდით სოხუმელი მეგობრები ედგნენ...." - ჩცდ-ს ყოფილი მსახიობი, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა გარდაიცვალა: რას ჰყვება მასზე მეგობარი?

დარე ლა­ცუზ­ბა­ია პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლო­გი, მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბით“ გა­იც­ნო, გარ­და­იც­ვა­ლა. ქალ­ბა­ტო­ნი დარე ბოლო 15 წლის მან­ძილ­ზე სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და. სამი წლის წინ, ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ ვე­რა­გი სენი და­ა­მარ­ცხა.

მისი ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. წლე­ბის წინ, აფხა­ზე­თის ომამ­დე, ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და მშობ­ლი­ურ სო­ხუმ­ში და ად­გი­ლობ­რივ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და. ომმა მისი ცხოვ­რე­ბა და­ან­გრია - ჯერ იყო დევ­ნი­ლო­ბის ხვედ­რი, შემ­დეგ სამ­შობ­ლო­დან შორს ცხოვ­რე­ბა და სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი, რის გა­მოც, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

დარე სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის - ირი­ნა კუპ­რა­ვას როლს თა­მა­შობ­და. ის ყო­ველ­თვის ბედ­ნი­ე­რი იყო სა­კუ­თა­რი ეპი­ზო­დუ­რი რო­ლით და უხა­რო­და, რომ ხალ­ხის­თვის საყ­ვა­რელ სე­რი­ალ­ში თა­მა­შობ­და.

დარე ლა­ცუზ­ბა­ი­ას შე­სა­ხებ, Ambebi.ge-ს მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, ცნო­ბი­ლი ექი­მი, მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი ესა­უბ­რა.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, დარე სამი წლის წინ ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ სიმ­სივ­ნე და­ა­მარ­ცხა, რა მოხ­და ახლა, რო­დის დამ­ძიმ­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა?

- დარე წლე­ბია, რაც სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის, პირ­ვე­ლად, და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის წინ გა­ი­გო და ამის შემ­დეგ იყო მუდ­მი­ვი ბრძო­ლა. ამ პე­რი­ო­დებ­ში ჰქონ­და ცალ­კე­უ­ლი გამ­წვა­ვე­ბე­ბი, იტა­რებ­და კონ­ტროლს. ბო­ლოს ისე დამ­ძიმ­და, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნა ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

- თქვენ ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობთ ერ­თმა­ნეთს, სო­ხუ­მი­დან მო­დი­ხართ...

- არც მახ­სოვს დარე რო­დის გა­ვი­ცა­ნი, სო­ხუმ­ში ერთ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დით. ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო, უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და. ამა­ვე დროს იყო მო­დის პირ­ვე­ლი შე­მომ­ტა­ნი ქა­ლაქ­ში, ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად იც­ვამ­და. ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. არ მახ­სოვს არა­სო­დეს ცუდ ხა­სი­ათ­ზე ყო­ფი­ლი­ყო, შე­იძ­ლე­ბა რა­მე­ზე ენერ­ვი­უ­ლა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ოპ­ტი­მის­ტუ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი. არ მი­ნა­ხავს არა­სო­დეს ვინ­მე­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, ნა­წყე­ნი, ამას ხმა­მაღ­ლა არა­სო­დეს გა­მო­ხა­ტავ­და.

და­რეს დედა გა­მორ­ჩე­უ­ლი ქალი იყო, ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გი გახ­ლდათ სო­ხუმ­ში. ძა­ლი­ან სხვა­ნა­ი­რი ქალი იყო, მისი ეში­ნო­დათ და თან ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ. თვი­თო­ნაც ფი­ლო­ლო­გი იყო, სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა.

- სე­რი­ალ­ში რომ მი­იწ­ვი­ეს, ალ­ბათ ძა­ლი­ან უხა­რო­და?

- დიახ, მა­ში­ნაც ჰქონ­და და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბის პე­რი­ო­დე­ბი, მაგ­რამ ძა­ლი­ან უხა­რო­და სე­რი­ალ­ში რომ იღებ­დნენ, უყ­ვარ­და ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა.

- ბო­ლოს რო­დის ნა­ხეთ, რო­გორ გან­წყო­ბა­ზე იყო.

- სახ­ლში იყო, უკვე ძა­ლი­ან ცუ­დად. ბო­ლომ­დე მის გვერ­დით იყ­ვნენ სო­ხუ­მე­ლი მე­გობ­რე­ბი და მე­უღ­ლე, ზაზა, რო­მელ­მაც სამ­სა­ხუ­რი მი­ა­ტო­ვა და მას უვ­ლი­და. და­რეს ორი უფ­რო­სი ვაჟი ჰყავს. ბო­ლოს ცოტა ხნის წინ ვნა­ხე, ჩემ დას და­ვა­ლა­პა­რა­კე, ნატო სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს და მას­თან სა­უ­ბა­რი უნ­დო­და. ამ დროს უკვე ძა­ლი­ან მძი­მედ იყო, ყო­ველ­დღი­ურ რა­ღა­ცებ­ზე სა­უბ­რობ­და, მაგ­რამ მა­ინც სჯე­რო­და, რომ ად­გე­ბო­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

არაგველი
8

ძალიან სამწუხაროა, ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.

ავტორი:

"სიცოცხლის ბოლომდე გვერდით სოხუმელი მეგობრები ედგნენ...." - ჩცდ-ს ყოფილი მსახიობი, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა გარდაიცვალა: რას ჰყვება მასზე მეგობარი?

"სიცოცხლის ბოლომდე გვერდით სოხუმელი მეგობრები ედგნენ...." - ჩცდ-ს ყოფილი მსახიობი, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა გარდაიცვალა: რას ჰყვება მასზე მეგობარი?

დარე ლაცუზბაია პროფესიით ფილოლოგი, მსახიობი, რომელიც წლების წინ საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებით“ გაიცნო, გარდაიცვალა. ქალბატონი დარე ბოლო 15 წლის მანძილზე სიმსივნეს ებრძოდა. სამი წლის წინ, ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ვერაგი სენი დაამარცხა.

მისი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. წლების წინ, აფხაზეთის ომამდე, ბედნიერად ცხოვრობდა მშობლიურ სოხუმში და ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობდა. ომმა მისი ცხოვრება დაანგრია - ჯერ იყო დევნილობის ხვედრი, შემდეგ სამშობლოდან შორს ცხოვრება და სიმსივნის დიაგნოზი, რის გამოც, ის საქართველოში დაბრუნდა.

დარე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" კულტურის მინისტრის - ირინა კუპრავას როლს თამაშობდა. ის ყოველთვის ბედნიერი იყო საკუთარი ეპიზოდური როლით და უხაროდა, რომ ხალხისთვის საყვარელ სერიალში თამაშობდა.

დარე ლაცუზბაიას შესახებ, Ambebi.ge-ს მისი უახლოესი მეგობარი, ცნობილი ექიმი, მანანა მგალობლიშვილი ესაუბრა.

- ქალბატონო მანანა, დარე სამი წლის წინ ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ სიმსივნე დაამარცხა, რა მოხდა ახლა, როდის დამძიმდა მისი მდგომარეობა?

- დარე წლებია, რაც სიმსივნეს ებრძვის, პირველად, დაახლოებით 15 წლის წინ გაიგო და ამის შემდეგ იყო მუდმივი ბრძოლა. ამ პერიოდებში ჰქონდა ცალკეული გამწვავებები, იტარებდა კონტროლს. ბოლოს ისე დამძიმდა, რომ მისი გადარჩენა ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.

- თქვენ ბავშვობიდან იცნობთ ერთმანეთს, სოხუმიდან მოდიხართ...

- არც მახსოვს დარე როდის გავიცანი, სოხუმში ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი იყო, უამრავი მეგობარი ჰყავდა. ამავე დროს იყო მოდის პირველი შემომტანი ქალაქში, ყოველთვის გამორჩეულად იცვამდა. ყველას ძალიან უყვარდა. არ მახსოვს არასოდეს ცუდ ხასიათზე ყოფილიყო, შეიძლება რამეზე ენერვიულა, მაგრამ ყოველთვის ოპტიმისტურად იყო განწყობილი. არ მინახავს არასოდეს ვინმეზე გაბრაზებული, ნაწყენი, ამას ხმამაღლა არასოდეს გამოხატავდა.

დარეს დედა გამორჩეული ქალი იყო, ცნობილი პედაგოგი გახლდათ სოხუმში. ძალიან სხვანაირი ქალი იყო, მისი ეშინოდათ და თან ძალიან უყვარდათ. თვითონაც ფილოლოგი იყო, სოხუმის უნივერსიტეტი დაამთავრა.

- სერიალში რომ მიიწვიეს, ალბათ ძალიან უხაროდა?

- დიახ, მაშინაც ჰქონდა დაავადების გამწვავების პერიოდები, მაგრამ ძალიან უხაროდა სერიალში რომ იღებდნენ, უყვარდა ეკრანზე გამოჩენა.

- ბოლოს როდის ნახეთ, როგორ განწყობაზე იყო.

- სახლში იყო, უკვე ძალიან ცუდად. ბოლომდე მის გვერდით იყვნენ სოხუმელი მეგობრები და მეუღლე, ზაზა, რომელმაც სამსახური მიატოვა და მას უვლიდა. დარეს ორი უფროსი ვაჟი ჰყავს. ბოლოს ცოტა ხნის წინ ვნახე, ჩემ დას დავალაპარაკე, ნატო საზღვარგარეთ ცხოვრობს და მასთან საუბარი უნდოდა. ამ დროს უკვე ძალიან მძიმედ იყო, ყოველდღიურ რაღაცებზე საუბრობდა, მაგრამ მაინც სჯეროდა, რომ ადგებოდა.

წაიკითხეთ ასევე: