Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ... " - რა თქვა პრეზიდენტმა ღონისძიებაზე, სადაც ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა
"არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ... " - რა თქვა პრეზიდენტმა ღონისძიებაზე, სადაც ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა

არ ვიცი, რამ­დე­ნი დღე დამ­რჩა, რო­გორც პრე­ზი­დენტს, მაგ­რამ ჩემ­თვის ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ის, რომ თუ ასე გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი, ეს იყოს ჩემ მიერ ჯილ­დოს ბო­ლო­ჯერ გა­და­ცე­მა ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი 22 წლის ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას ღირ­სე­ბის მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დღვან­დე­ლი დღე სიმ­ბო­ლუ­რია.

"ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა. არ ვიცი, რამ­დე­ნი დღე დამ­რჩა რო­გორც პრე­ზი­დენტს, მაგ­რამ ჩემ­თვის ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ის, რომ თუ ასე გან­ვი­თარ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ მოვ­ლე­ნე­ბი, ეს იყოს ჩემ მიერ ჯილ­დოს ბო­ლო­ჯერ გა­და­ცე­მა ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის და თა­ო­ბის­თვის. მინ­და, ეს დღე და ეს და­ჯილ­დო­ვე­ბა ასე წარ­მო­ვიდ­გი­ნო. ეს ცხა­დია, იმ ახალ­გაზ­რდის ხსოვ­ნას მი­ე­ძღვნე­ბა, რო­მელ­მაც მოკ­ლე დრო­ში ბევ­რი შეძ­ლო და ბევ­რი და­უ­ტო­ვა თა­ვის მე­გობ­რებს ოჯახს, თა­ო­ბას. ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი არის ის, რი­თაც ჩვენ ვიზ­რდე­ბით, რი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ­სე­ბობს. რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გვი­ჭირს დღეს იმის და­ნახ­ვაა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს თა­ვი­სი სი­ცო­ცხლის უნა­რი. პა­რა­დოქ­სია, რომ ზოგ­ჯერ გარ­დაც­ვა­ლე­ბა მო­ი­ცავს სწო­რედ ამ უზარ­მა­ზარ სი­ცო­ცხლის უნარს. ალ­ბათ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რია სწო­რედ ესაა, რომ ყვე­ლა­ზე დიდი ტრა­გე­დი­ე­ბი­დან იწყე­ბა ახა­ლი ეტა­პი, ახა­ლი ძალა, ენერ­გია, თუ არა­და აქამ­დე დღემ­დე არ მო­ვი­დო­დით. არ მინ­და დღეს ჩვენ ტრა­გე­დი­ად გან­ვი­ცა­დოთ ის, რაც ოჯა­ხის­თვის და მისი მე­გობ­რე­ბის­თვის ტრა­გე­დი­აა და ამას ვე­რა­ფე­რი წაშ­ლის. მაგ­რამ ამ ტრა­გე­დი­ის იქით, მინ­და და­ვი­ნა­ხო იმე­დი, მინ­და და­ვი­ნა­ხო ის ახა­ლი თა­ო­ბა, რო­მე­ლიც მო­დის, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს ფლობს, სა­დაც არ უნდა იყოს. ვი­ცით, რომ უცხო­ეთ­ში იყო გაზ­რდი­ლი, ნას­წავ­ლი, ბევ­რი ქვე­ყა­ნა მო­ი­ა­რა და ეს არის დღე­ვან­დე­ლი დღის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რომ არა­ვინ არ არის ერთ ად­გი­ლას. ამით ვართ დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლი­ოს ნა­წი­ლი. ჩა­კე­ტი­ლო­ბა არ­სდროს იყო ჩვენ­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი და არას­დროს იქ­ნე­ბა. დიდი იმე­დი მაქვს, რომ ეს ახალ­გაზ­რდე­ბი მა­ინც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს ქვე­ყა­ნა მათი ქვე­ყა­ნაა; აქ არის მათ­თვის პერ­სპექ­ტი­ვა და არ ჩა­იქ­ნე­ვენ ხელს, არ იფიქ­რე­ბენ, რომ სხვა­გან და მხო­ლოდ სხვა­გან უნდა მო­ნა­ხონ ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვა. ეს ჩვე­ნი, ვინც აქ ვართ და ვი­საც გვაქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, გა­სა­სა­კე­თე­ბე­ლია, რომ ისევ და­ი­ნა­ხონ, რომ ამ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა თა­ვი­სი ახალ­გაზ­რდო­ბა, სჭირ­დე­ბა ახა­ლი თა­ო­ბა, სჭირ­დე­ბა ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბი, სჭირ­დე­ბა ისე­თი ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც შორს მჭვრე­ტე­ლე­ბი არი­ან და ხე­და­ვენ, რომ ახა­ლი მსოფ­ლიო იქ­მნე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო მო­ცე­მუ­ლი... სამ­წუ­ხა­როდ, მისი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მალე დას­რულ­და და და­ნარ­ჩე­ნი ჩვენ დაგ­ვი­ტო­ვა ყვე­ლას გა­სა­კე­თებ­ლად“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაკარია
2

"არ ვიცი რამდენი დღე დამრჩაო" რომ თქვა, ხალხმა ზლუქუნი დაიწყო!

თუ რეალობას შეხედავ, შენ არც არასდროს ყოფილხარ ჩვენი პრეზიდენტი; შენი თავი ოცნებამ შემოგვაჩეჩა, ახლა კონსტიტუციაც გევიწროვება; ერთაფერთი რაც გქონდა, ნაცებთან შეუპოვარი იყავი და ესეც დაკარგე ... ხან სალობიეში შემოგივარფნენ, ხან რა გიძახეს და რა გიწოდეს და შენც თავი მათთან დასკუპებით დაიცავი!

და კიდევ: სააკაშვილი რომ გადაშავდა 2013 წელს, ერთი ვედრო მედლები გააყოლა და მერე მთელი წელი არიგებდა ხან სად და ხან ვის ...

123
3

რა შუაშია? ღირსების მედალს აქვს თავისი შინაარსი!!!! რა შუაში იყო!!!! პოპულისტობაა აბა რა?!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ... " - რა თქვა პრეზიდენტმა ღონისძიებაზე, სადაც ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა

"არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ... " - რა თქვა პრეზიდენტმა ღონისძიებაზე, სადაც ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა

არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება ის, რომ თუ ასე განვითარდა მოვლენები, ეს იყოს ჩემ მიერ ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ღირსების მედლით დააჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღვანდელი დღე სიმბოლურია.

"ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი დღეა. არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება ის, რომ თუ ასე განვითარდა ეს ყველაფერი, რომ მოვლენები, ეს იყოს ჩემ მიერ ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის და თაობისთვის. მინდა, ეს დღე და ეს დაჯილდოვება ასე წარმოვიდგინო. ეს ცხადია, იმ ახალგაზრდის ხსოვნას მიეძღვნება, რომელმაც მოკლე დროში ბევრი შეძლო და ბევრი დაუტოვა თავის მეგობრებს ოჯახს, თაობას. ასეთი მაგალითები არის ის, რითაც ჩვენ ვიზრდებით, რითაც საზოგადოება არსებობს. რაც ყველაზე მეტად გვიჭირს დღეს იმის დანახვაა, რომ საზოგადოებას აქვს თავისი სიცოცხლის უნარი. პარადოქსია, რომ ზოგჯერ გარდაცვალება მოიცავს სწორედ ამ უზარმაზარ სიცოცხლის უნარს. ალბათ, ჩვენი ქვეყნის ისტორია სწორედ ესაა, რომ ყველაზე დიდი ტრაგედიებიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ძალა, ენერგია, თუ არადა აქამდე დღემდე არ მოვიდოდით. არ მინდა დღეს ჩვენ ტრაგედიად განვიცადოთ ის, რაც ოჯახისთვის და მისი მეგობრებისთვის ტრაგედიაა და ამას ვერაფერი წაშლის. მაგრამ ამ ტრაგედიის იქით, მინდა დავინახო იმედი, მინდა დავინახო ის ახალი თაობა, რომელიც მოდის, რომელიც ყველაფერს ფლობს, სადაც არ უნდა იყოს. ვიცით, რომ უცხოეთში იყო გაზრდილი, ნასწავლი, ბევრი ქვეყანა მოიარა და ეს არის დღევანდელი დღის მოცემულობა, რომ არავინ არ არის ერთ ადგილას. ამით ვართ დღევანდელი მსოფლიოს ნაწილი. ჩაკეტილობა არსდროს იყო ჩვენთვის მიმზიდველი და არასდროს იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ახალგაზრდები მაინც მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანა მათი ქვეყანაა; აქ არის მათთვის პერსპექტივა და არ ჩაიქნევენ ხელს, არ იფიქრებენ, რომ სხვაგან და მხოლოდ სხვაგან უნდა მონახონ ახალი პერსპექტივა. ეს ჩვენი, ვინც აქ ვართ და ვისაც გვაქვს პასუხისმგებლობა, გასასაკეთებელია, რომ ისევ დაინახონ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება თავისი ახალგაზრდობა, სჭირდება ახალი თაობა, სჭირდება ნიჭიერი ახალგაზრდები, სჭირდება ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც შორს მჭვრეტელები არიან და ხედავენ, რომ ახალი მსოფლიო იქმნება. ეს ყველაფერი იყო მოცემული... სამწუხაროდ, მისი ცხოვრება ძალიან მალე დასრულდა და დანარჩენი ჩვენ დაგვიტოვა ყველას გასაკეთებლად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.