პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ 14 წლის აითაჯ შახმაროვას ბიძა დააკავა - რა დამატებით დეტალებს ავრცელებს შსს საზარელ დანაშაულზე?
პოლიციამ 14 წლის აითაჯ შახმაროვას ბიძა დააკავა - რა დამატებით დეტალებს ავრცელებს შსს საზარელ დანაშაულზე?

პო­ლი­ცი­ამ სა­გა­რე­ჯო­ში მოკ­ლუ­ლი 14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას ბიძა და­ა­კა­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა გო­გო­ნა გენ­დერუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ნიშ­ნით მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, აი­ძუ­ლა ცო­ლად გაჰ­ყო­ლო­და ალიმ ას­ლა­ნოვ-სა­დი­გოვს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მოკ­ლუ­ლი 14 წლის გო­გო­ნას ბიძა - 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ნ.მ., ოჯა­ხის არას­რულ­წლო­ვა­ნი წევ­რის ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა 2009 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.შ. გენ­დერუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ნიშ­ნით, შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, აი­ძუ­ლა ცო­ლად გაჰ­ყო­ლო­და 1996 წელს და­ბა­დე­ბულ ა.ს. -ს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, ა.ს. - მ არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნას ცო­ლად შერ­თვის მიზ­ნით თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თა და სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში წა­იყ­ვა­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბით, ასე­ვე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის ცნო­ბი­ლი იყო ა.ს.- ს მხრი­დან ა.შ.-ს მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა მან ამის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ შე­ა­ტყო­ბი­ნა. გო­გო­ნას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვანს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კვლავ აი­ძუ­ლებ­და ა.ს. -სთან იძუ­ლე­ბით ქორ­წი­ნე­ბა­ში დარ­ჩე­ნას.

მიმ­დი­ნა­რე წლის 6 ოქ­ტომ­ბერს ა.ს. - მ ა.შ.-ს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სამ­ძებ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ა.ს. სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.ოჯა­ხის არას­რულ­წლო­ვა­ნი წევ­რის ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე კი გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 150-ე პრი­მა და სსკ-ის 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, 6 ოქ­ტომ­ბერს სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ­მა შემ­ზა­რავ­მა მკვლე­ლო­ბამ ქვე­ყა­ნა შეძ­რა. სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში, 14 წლის გო­გო­ნა მას­თან არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყოფ­მა 27 წლის ალიმ ას­ლა­ნოვ-სა­დი­გოვ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა და და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნა აი­თაჯ შახ­მა­რო­ვა წარ­მო­შო­ბით დმა­ნი­სის სო­ფელ მა­მიშ­ლო­დან იყო. 10 ოქ­ტომ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პო­ლი­ცი­ამ სა­გა­რე­ჯო­ში ძებ­ნი­ლი მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბექა
0

ალბათ უნდა შემოიღონ კანონი, რომ მცირეწლოვანის მშობლებსაც დაეკისროთ პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კოდექსით. სხვა შემაკავებელი გზა არ ჩანს.

ნანა
3

კი მაგრამ მაგ ხალხზე საქართველოს კანონმდებლობა არ მოქმედებს???რატომ ვხსნით აზერბაიჯანულ და სომხურ სკოლებს.ისწავლონ ქართულიი.დედა ინტერვიუს თარჯიმნით იძლეოდა.რა ხდება ხალხოოო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

პოლიციამ 14 წლის აითაჯ შახმაროვას ბიძა დააკავა - რა დამატებით დეტალებს ავრცელებს შსს საზარელ დანაშაულზე?

პოლიციამ 14 წლის აითაჯ შახმაროვას ბიძა დააკავა - რა დამატებით დეტალებს ავრცელებს შსს საზარელ დანაშაულზე?

პოლიციამ საგარეჯოში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას ბიძა დააკავა. ინფორმაციას შინაგან სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა გოგონა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა ალიმ ასლანოვ-სადიგოვს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის გოგონას ბიძა - 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ., ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2009 წელს დაბადებული ა.შ. გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა 1996 წელს დაბადებულ ა.ს. -ს. აღნიშნულის შემდეგ, ა.ს. - მ არასრულწლოვან გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წაიყვანა.

გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო ა.ს.- ს მხრიდან ა.შ.-ს მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. გოგონას წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრალდებული არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით კვლავ აიძულებდა ა.ს. -სთან იძულებით ქორწინებაში დარჩენას.

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ა.ს. - მ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ა.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ბრალდებით დააკავეს.ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა და სსკ-ის 376-ე მუხლებით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 6 ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარმა შემზარავმა მკვლელობამ ქვეყანა შეძრა. სოფელ ლამბალოში, 14 წლის გოგონა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 27 წლის ალიმ ასლანოვ-სადიგოვმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

მოკლული გოგონა აითაჯ შახმაროვა წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო. 10 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ საგარეჯოში ძებნილი მამაკაცი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.