ავტორი:

"ექსპერტმა, რამდენადაც შეეძლო, ყველაფერი დააზიანა... რა გააკეთე, გაკვეთე მარტო ჩემი შვილი და აუწონე შინაგანი ორგანოები?" - დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის დედა

"ექსპერტმა, რამდენადაც შეეძლო, ყველაფერი დააზიანა... რა გააკეთე, გაკვეთე მარტო ჩემი შვილი და აუწონე შინაგანი ორგანოები?" - დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის დედა

"უფლებები საქართველოს" ინფორმაციით, დიდ დიღომში 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება.

მათივე ცნობით, საქმის მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, "უფლებები საქართველოს“ იურისტები მიიჩნევენ, რომ ჩადენილია მტკიცებულებათა განადგურებისკენ მიმართული დანაშაული და დაუყოვნებლივ საჭიროა მინიმუმ ერთი ექსპერტის მიმართ ბრალის წარდგენა, რასაც საგამოძიებო უწყება დაუსაბუთებლად აჭიანურებს.

გარდაცვლილი ბავშვის დედის თქმით, სავარაუდოდ, ექსპერტი ვიღაცის დანაშაულის დაფარვას შეეცადა, სხვა შემთხვევაში, ნატო ხუტაშვილის პოზიციით, შეუძლებელია გამოცდილ ექსპერტს ამდენი შეცდომა გაპარვოდა.

"ექსპერტმა, როგორც შეეძლო, რამდენადაც შეეძლო, ყველაფერი დააზიანა, რამ გამოიწვია ეს. არ მჯერა, რომ ეს მისი არაკვალიფიციური ქმედებაა. შეიძლება ერთი, ორი რაღაც დააზიანო, მაგრამ გამოგეპაროს ამდენი რამე, ხუთ-ექვს პუნქტზეა საუბარი. მაგალითად, ჩადო მასალა არაშესაბამის პაკეტში, დააობო, რომ მერე გამოუსადეგარი გახდეს. როგორ შეიძლება ექსპერტმა ამხელა სტაჟით, ამდენი შეცდომა დაუშვას?! ექვსი შეცდომა დაუშვა ერთ ღამეში. სავარაუდოდ, ვიღაცას ხელს აფარებდა. რა გააკეთე, გაკვეთე მარტო ჩემი შვილი და აუწონე შინაგანი ორგანოები, მეტი რა გააკეთე?" - მიმართავს ექსპერტს გარდაცვლილი გოგონას დედა.

ასევე იხილეთ: