საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯაზი და კლასიკად ქცეული მუსიკა – ვინ ასრულებს ქართულად  ლეგენდარულ "ჩიკაგოს" კომპოზიციებს
ჯაზი და კლასიკად ქცეული მუსიკა – ვინ ასრულებს ქართულად  ლეგენდარულ "ჩიკაგოს" კომპოზიციებს

ად­ვი­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი, მიმ­ზიდ­ვე­ლი, გულ­ში­ჩამ­წვდო­მი, ინ­ტი­მუ­რი, ზოგ­ჯერ ცე­ცხლო­ვა­ნი, ზოგ­ჯერ კი სევ­დი­ა­ნი, იუ­მო­რის­ტუ­ლი და სარ­კას­ტუ­ლი – ასე­თია მი­უ­ზიკლ „ჩი­კა­გოს“ კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი და სიმ­ღე­რის ტექ­სტე­ბი, რომ­ლე­ბიც რთუ­ლია მოს­მე­ნის შემ­დეგ და­ი­ვი­წყოთ. კარ­გი ამ­ბა­ვი კი ის არის, რომ ლე­გენ­და­რუ­ლი მი­უ­ზიკ­ლის ნახ­ვას ამი­ე­რი­დან სა­ქარ­თვე­ლო­შიც შეძ­ლებთ და, შე­სა­ბა­მი­სად, მას­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი­თაც ისი­ა­მოვ­ნებთ.

„ჩი­კა­გოს“ წარმდგე­ნი და სპონ­სო­რია „არქი“ - ლი­დე­რი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

„ჩი­კა­გო“ წის­ქვი­ლის ჯგუ­ფის „თე­ატ­რის“ ახა­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი დად­გმაა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე უკვე წარ­სდგა. მან მა­ყუ­რე­ბელ­თა დიდი მო­წო­ნე­ბა უკვე და­იმ­სა­ხუ­რა, რაც გა­საკ­ვი­რი სუ­ლაც არ არის, რად­გან „ჩი­კა­გო“ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­უ­ზიკ­ლია მსოფ­ლიო თე­ატ­რის ის­ტო­რი­ა­ში. მისი ამ­გვა­რი წარ­მა­ტე­ბა კი, და­უ­ვი­წყა­რი სი­უ­ჟე­ტი­სა და სა­კულ­ტოდ ქცე­უ­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის გარ­და, მუ­სი­კამ გან­სა­ზღვრა.

„ჩი­კა­გოს­თვის“ მუ­სი­კა კომ­პო­ზი­ტორ­მა ჯონ კენ­დერ­მა შექ­მნა. ის ჯა­ზის ელე­მენ­ტე­ბი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი და ვო­დე­ვი­ლის ჟან­რის ძლი­ერ გავ­ლე­ნას გა­ნიც­დის. მი­უ­ზიკ­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი ნომ­რე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ხა­ტავს გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-იანი წლე­ბის ეპო­ქას – მის სულ­სა და გან­წყო­ბებს. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის მახ­ვილ­გო­ნივ­რუ­ლი ტექ­სტე­ბი, რომ­ლებ­ზეც ლი­რი­კოს­მა ფერდ ებმა იმუ­შა­ვა. სა­ტი­რით, შავი იუ­მო­რით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ტექ­სტე­ბი, რომ­ლებ­შიც ავ­ტო­რი ოს­ტა­ტუ­რად თა­მა­შობს სი­ტყვე­ბით, უნი­კა­ლურ სი­უ­ჟე­ტურ ქარ­გას ქმნის. ამას­თან ერ­თად, კი­დევ უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­მოკ­ვეთს პერ­სო­ნაჟ­თა ხა­სი­ათს. „ჩი­კა­გოს“ ქარ­თუ­ლი დად­გმის­თვის ტექ­სტზე თეა და სოსო ყიფ­ში­ძე­ებ­მა იმუ­შა­ვეს.

მუ­სი­კის ტექ­სტებ­ზე კი ირი­ნა სა­ნი­კი­ძემ, რო­მელ­მაც ნამ­დვი­ლად ოს­ტა­ტუ­რად შეძ­ლო ისე აეჟ­ღე­რე­ბი­ნა მუ­სი­კა, თით­ქოს ქარ­თუ­ლად და­ი­წე­რა.

„ეს უბ­რა­ლოდ მი­უ­ზიკ­ლი არ არის, ეს არის ვო­დე­ვი­ლი, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ფე­რია ნაჩ­ვე­ნე­ბი. ავ­ტორს არ და­უ­წე­რია არც ერთი სი­ტყვა ტყუ­ი­ლად და არ მე­გო­ნა ამ­ხე­ლა სიღ­რმეს თუ შე­ვე­ჯა­ხე­ბო­დი“, – ამ­ბობს თეა ყიფ­ში­ძე.

„ჩი­კა­გოს“ მუ­სი­კა­ლურ ხელ­მძღვა­ნე­ლი კი თა­მუ­ნა არჩვა­ძე გახ­ლავთ, რო­მელ­მაც შეძ­ლო და ერ­თნა­ი­რი წარ­მა­ტე­ბით აამ­ღე­რა რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ისე არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღერ­ლე­ბი.

„ჩი­კა­გო“ არის ურ­თუ­ლე­სი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი და რა საკ­ვირ­ვე­ლია, ის ძა­ლი­ან დიდი შრო­მი­სა და ენერ­გი­ის ფა­სად შე­იქ­მნა. „თე­ატ­რში“ გვყავს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღერ­ლე­ბი, მაგ­რამ არა არ­ტის­ტე­ბი და, პი­რი­ქით, არ­ტის­ტე­ბი, მაგ­რამ არა მომ­ღერ­ლე­ბი. ეს სინ­თე­ზი ჩემ­თვის კი­დევ უფრო დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო, მაგ­რამ, ამა­ვე დროს, სა­ინ­ტე­რე­სო. ვფიქ­რობ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თავი ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად გა­არ­თვა. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია, არ­ცერ­თი სი­ტყვა არ არის ჩა­წე­რი­ლი, არ არის ფო­ნოგ­რა­მა, მა­სი­უ­რი სცე­ნე­ბი და ბე­ქე­ბიც კი. თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ცო­ცხლად შეს­რუ­ლე­ბაა.“, – გვი­თხრა თა­მუ­ნა არჩვა­ძემ.

„ჩი­კა­გო“ წის­ქვი­ლის „თე­ატ­რში“ თვე­ში ორ­ჯერ გა­ი­მარ­თე­ბა, რა საკ­ვირ­ვე­ლია, ტრა­დი­ცი­უ­ლად, სა­უ­ცხოო ვახ­შმის თან­ხლე­ბით. კა­ლენ­დრის სა­ნა­ხა­ვად გა­და­დით „თე­ატ­რის“ ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე და და­ჯავ­შნეთ ბი­ლე­თი თქვენ­თვის სა­სურ­ველ დროს.

NS

ავტორი:

ჯაზი და კლასიკად ქცეული მუსიკა – ვინ ასრულებს ქართულად  ლეგენდარულ "ჩიკაგოს" კომპოზიციებს

ჯაზი და კლასიკად ქცეული მუსიკა – ვინ ასრულებს ქართულად  ლეგენდარულ "ჩიკაგოს" კომპოზიციებს

ადვილად დასამახსოვრებელი, მიმზიდველი, გულშიჩამწვდომი, ინტიმური, ზოგჯერ ცეცხლოვანი, ზოგჯერ კი სევდიანი, იუმორისტული და სარკასტული – ასეთია მიუზიკლ „ჩიკაგოს“ კომპოზიციები და სიმღერის ტექსტები, რომლებიც რთულია მოსმენის შემდეგ დაივიწყოთ. კარგი ამბავი კი ის არის, რომ ლეგენდარული მიუზიკლის ნახვას ამიერიდან საქართველოშიც შეძლებთ და, შესაბამისად, მასში გაჟღერებული კომპოზიციებითაც ისიამოვნებთ.

„ჩიკაგოს“ წარმდგენი და სპონსორია „არქი“ - ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში.

„ჩიკაგო“ წისქვილის ჯგუფის „თეატრის“ ახალი გრანდიოზული დადგმაა, რომელიც ქართული აუდიტორიის წინაშე უკვე წარსდგა. მან მაყურებელთა დიდი მოწონება უკვე დაიმსახურა, რაც გასაკვირი სულაც არ არის, რადგან „ჩიკაგო“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიუზიკლია მსოფლიო თეატრის ისტორიაში. მისი ამგვარი წარმატება კი, დაუვიწყარი სიუჟეტისა და საკულტოდ ქცეული ქორეოგრაფიის გარდა, მუსიკამ განსაზღვრა.

„ჩიკაგოსთვის“ მუსიკა კომპოზიტორმა ჯონ კენდერმა შექმნა. ის ჯაზის ელემენტებითაა გაჯერებული და ვოდევილის ჟანრის ძლიერ გავლენას განიცდის. მიუზიკლის მუსიკალური ნომრები არაჩვეულებრივად გამოხატავს გასული საუკუნის 20-იანი წლების ეპოქას – მის სულსა და განწყობებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია კომპოზიციების მახვილგონივრული ტექსტები, რომლებზეც ლირიკოსმა ფერდ ებმა იმუშავა. სატირით, შავი იუმორით გაჯერებული ტექსტები, რომლებშიც ავტორი ოსტატურად თამაშობს სიტყვებით, უნიკალურ სიუჟეტურ ქარგას ქმნის. ამასთან ერთად, კიდევ უფრო სიღრმისეულად გამოკვეთს პერსონაჟთა ხასიათს. „ჩიკაგოს“ ქართული დადგმისთვის ტექსტზე თეა და სოსო ყიფშიძეებმა იმუშავეს.

მუსიკის ტექსტებზე კი ირინა სანიკიძემ, რომელმაც ნამდვილად ოსტატურად შეძლო ისე აეჟღერებინა მუსიკა, თითქოს ქართულად დაიწერა.

„ეს უბრალოდ მიუზიკლი არ არის, ეს არის ვოდევილი, რომელშიც ყველაფერია ნაჩვენები. ავტორს არ დაუწერია არც ერთი სიტყვა ტყუილად და არ მეგონა ამხელა სიღრმეს თუ შევეჯახებოდი“, – ამბობს თეა ყიფშიძე.

„ჩიკაგოს“ მუსიკალურ ხელმძღვანელი კი თამუნა არჩვაძე გახლავთ, რომელმაც შეძლო და ერთნაირი წარმატებით აამღერა როგორც პროფესიონალი, ისე არაპროფესიონალი მომღერლები.

„ჩიკაგო“ არის ურთულესი შესასრულებელი და რა საკვირველია, ის ძალიან დიდი შრომისა და ენერგიის ფასად შეიქმნა. „თეატრში“ გვყავს პროფესიონალი მომღერლები, მაგრამ არა არტისტები და, პირიქით, არტისტები, მაგრამ არა მომღერლები. ეს სინთეზი ჩემთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ, ამავე დროს, საინტერესო. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, თავი ყველამ ძალიან კარგად გაართვა. რაც ყველაზე მნიშნელოვანია, არცერთი სიტყვა არ არის ჩაწერილი, არ არის ფონოგრამა, მასიური სცენები და ბექებიც კი. თავიდან ბოლომდე ცოცხლად შესრულებაა.“, – გვითხრა თამუნა არჩვაძემ.

„ჩიკაგო“ წისქვილის „თეატრში“ თვეში ორჯერ გაიმართება, რა საკვირველია, ტრადიციულად, საუცხოო ვახშმის თანხლებით. კალენდრის სანახავად გადადით „თეატრის“ ოფიციალურ ვებგვერდზე და დაჯავშნეთ ბილეთი თქვენთვის სასურველ დროს.

NS