კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება" - "უფლებები საქართველო“
"დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება" - "უფლებები საქართველო“

დიდ დი­ღომ­ში 12 წლის ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე, ექ­სპერ­ტის ბრა­ლე­უ­ლო­ბა დას­ტურ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო“ ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, საქ­მის მა­სა­ლე­ბის დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლის შე­დე­გად, "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს“ იუ­რის­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ჩა­დე­ნი­ლია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა გა­ნად­გუ­რე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ სა­ჭი­როა მი­ნი­მუმ ერთი ექ­სპერ­ტის მი­მართ ბრა­ლის წარ­დგე­ნა, რა­საც სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა და­უ­სა­ბუ­თებ­ლად აჭი­ა­ნუ­რებს.

"2023 წლის 5 ივ­ლისს, "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლომ“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნო­ბა, რომ დიდ დი­ღომ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 12 წლის ანის საქ­მე­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, კერ­ძოდ, საკ­ვლე­ვი მა­სა­ლე­ბის შე­ნახ­ვის წე­სის დარ­ღვე­ვის შე­დე­გად, გო­გო­ნას გვა­მი­დან აღე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბი და­ობ­და. გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ჩა­დე­ნის ფაქ­ტზე - და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში კონ­კრე­ტუ­ლი სფე­როს ექ­სპერ­ტე­ბის მიერ მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი­თა და წე­რი­ლო­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დგინ­დე­ბა, თუ რო­გო­რი მე­თო­დე­ბით უნდა მომ­ხდა­რი­ყო გვა­მი­დან ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნი­მუ­შის აღე­ბა და რო­გორ პი­რო­ბებ­ში უნდა შე­ნა­ხუ­ლი­ყო ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლე­ბი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის/გა­ნად­გუ­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლის შე­დე­გად, "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს“ იუ­რის­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ჩა­დე­ნი­ლია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა გა­ნად­გუ­რე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ სა­ჭი­როა მი­ნი­მუმ ერთი ექ­სპერ­ტის მი­მართ ბრა­ლის წარ­დგე­ნა, რა­საც სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა და­უ­სა­ბუ­თებ­ლად აჭი­ა­ნუ­რებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ გარ­დაც­ვლი­ლის სხე­უ­ლი­დან აღე­ბულ ნივთმტკი­ცე­ბებს აღე­ნიშ­ნე­ბათ მო­შა­ვო-მო­ნაც­რის­ფრო, ობის­მაგ­ვა­რი და­ნაშ­რე­ვე­ბი და ნა­დე­ბე­ბი. სა­უ­ბა­რია იმ კა­ტე­გო­რი­ის ნივთმტკი­ცე­ბებ­ზე, რო­მელ­თა გა­მოკ­ვლე­ვი­თაც, შე­საძ­ლოა, დად­გე­ნი­ლი­ყო გო­გო­ნას სხე­ულ­ზე უცხო ადა­მი­ა­ნის დნმ-ის არ­სე­ბო­ბის ფაქ­ტი ან/და საქ­მი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვა გა­რე­მო­ე­ბა.

აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ 2023 წლის 16 აგ­ვის­ტოს "უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს“ იუ­რის­ტებ­მა და­მა­ტე­ბით მი­მარ­თეს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს და მო­ი­თხო­ვეს გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის სხვა ფაქ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც, მათ შო­რის, 12 წლის ანის გვა­მის აღ­მო­ჩე­ნის ად­გი­ლი­სათ­ვის, 2023 წლის 5 აპ­რილს, პირ­ვან­დე­ლი სა­ხის შეც­ვლა­სა (ხე­ე­ბის გა­ჩეხ­ვა-ს) და საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ვიჩ­ნევთ, რომ დღის წეს­რიგ­ში დგას სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის მიერ რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რა­მაც არ­სე­ბი­თი გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს ანის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე.

"უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო“ 12 წლის გო­გოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებს USAID სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბის პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით აწარ­მო­ებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
0

ნათელში იყოს 

,,ტრიე,,-ს
2

არა ,,სტანჯავდე რაა,,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება" - "უფლებები საქართველო“

"დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება" - "უფლებები საქართველო“

დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება, - ამის შესახებ ინფორმაციას "უფლებები საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქმის მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, "უფლებები საქართველოს“ იურისტები მიიჩნევენ, რომ ჩადენილია მტკიცებულებათა განადგურებისკენ მიმართული დანაშაული და დაუყოვნებლივ საჭიროა მინიმუმ ერთი ექსპერტის მიმართ ბრალის წარდგენა, რასაც საგამოძიებო უწყება დაუსაბუთებლად აჭიანურებს.

"2023 წლის 5 ივლისს, "უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას აცნობა, რომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანის საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არის დაზიანებული, კერძოდ, საკვლევი მასალების შენახვის წესის დარღვევის შედეგად, გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა. გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიების პროცესში კონკრეტული სფეროს ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებებითა და წერილობითი მტკიცებულებებით დგინდება, თუ როგორი მეთოდებით უნდა მომხდარიყო გვამიდან ბიოლოგიური ნიმუშის აღება და როგორ პირობებში უნდა შენახულიყო ბიოლოგიური მასალები, მტკიცებულების დაზიანების/განადგურების თავიდან ასაცილებლად.

საქმის მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, "უფლებები საქართველოს“ იურისტები მიიჩნევენ, რომ ჩადენილია მტკიცებულებათა განადგურებისკენ მიმართული დანაშაული და დაუყოვნებლივ საჭიროა მინიმუმ ერთი ექსპერტის მიმართ ბრალის წარდგენა, რასაც საგამოძიებო უწყება დაუსაბუთებლად აჭიანურებს.

შეგახსენებთ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებს აღენიშნებათ მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევები და ნადებები. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის 16 აგვისტოს "უფლებები საქართველოს“ იურისტებმა დამატებით მიმართეს საქართველოს გენერალურ პროკურორს და მოითხოვეს გამოძიების დაწყება მტკიცებულებების დაზიანების სხვა ფაქტებზე, რომლებიც, მათ შორის, 12 წლის ანის გვამის აღმოჩენის ადგილისათვის, 2023 წლის 5 აპრილს, პირვანდელი სახის შეცვლასა (ხეების გაჩეხვა-ს) და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებების დაზიანებას უკავშირდება.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ დღის წესრიგში დგას საგამოძიებო უწყების მიერ რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობა, რამაც არსებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ანის გარდაცვალების გარემოებების გამოძიების მიმდინარეობაზე.

"უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალების და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.