ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადა მეიცადი კფარ აზაში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება. მისი ინფორმაციით, ტერორისტებმა 4 ბავშს მოაჭრეს თავი. აღნიშნული განცხადება ელჩმა "ფორმულას" ეთერში გააკეთა.
"კფარ აზა გახლავთ მცირე კიბუცი ღაზის სექტორთან ახლოს. 4 ბავშვს მოაჭრეს თავი, მანამდე აიყვანეს ტყვედ 1000-კაციანი კიბუცი. ვნახეთ, როგორ გაჰქონდათ მრავალი საათის განმავლობაში ცხედრები. სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ ჩვენი გრძნობები გამოვხატო მას შემდეგ, რაც "ჰამასმა" ამოწყვიტა და გააუპატიურა ასობით უდანაშაულო ადამიანი. ეს გახლავთ ბარბაროსული ომის აქტი. ასეთ რამეს უკანასკნელი წლების განმავლობაში არ მოვსწრებივართ. "ჰამასი" და "ისლამური სახელმწიფო" ერთი და იგივეა. მსოფლიომ დაინახა "ჰამასის" რეალური სახე" - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ღაზას საზღვარზე არსებულ კფარ აზას სოფელში საზარელი შემთხვევა დაფიქსირდა - ჰამასის ტერორისტებმა ქალებსა და ბავშვებს თავები მოკვეთეს.
ისრაელის არმიის ქვედანაყოფები მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრების ანგრევებიდან ამოყვანას ცდილობენ. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ჯარისკაცები ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ნანგრევებიდან 40 - მდე ჩვილის და მცირეწლოვანის ცხედარი ამოიყვანეს.
"ეს არ არის ომი, ეს არ არის ბრძოლის ველი. თქვენ ხედავთ საკუთარ სახლებში მოკლულ ბავშვებს, დედებს, მამებს... ეს ხოცვა-ჟლეტაა" - აღნიშნა IDF - ის გენერალ-მაიორმა იტაი ვერუვმა.