ღაზას საზღვარზე არსებული კფარ აზას სოფელი სამხედრო შეტაკებების აქტიური ზონაა. ცოტა ხნის წინ აქ საზარელი შემთხვევა დაფიქსირდა - ჰამასის ტერორისტებმა ქალებსა და ბავშვებს თავები მოკვეთეს.
ისრაელის არმიის ქვედანაყოფები მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრების ანგრევებიდან ამოყვანას ცდილობენ. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ჯარისკაცები ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ნანგრევებიდან 40 - მდე ჩვილის და მცირეწლოვანის ცხედარი ამოიყვანეს.
"ეს არ არის ომი, ეს არ არის ბრძოლის ველი. თქვენ ხედავთ საკუთარ სახლებში მოკლულ ბავშვებს, დედებს, მამებს... ეს ხოცვა-ჟლეტაა" - აღნიშნა IDF - ის გენერალ-მაიორმა იტაი ვერუვმა.
ცნობისთვის, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000 ადამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში ისრაელის საელჩო “ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს.
მათი ცნობით, გარდაცვლილია 1 008 ადამიანი, ხოლო როგორც მინიმუმ 3 418 დაჭრილია.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნეს, რომ მათ არ შეუძლიათ საელჩოს მიერ გავრცელებული ციფრების “დადასტურება ან უარყოფა”. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა CNN-თან საუბარში აღნიშნა, რომ მათთვის 900 გარდაცვლილის შესახებ არის ცნობილი.
ამავდროულად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ღაზაში გარდაცვლილთა რაოდენობა 830-მდე გაიზარდა, ხოლო 4 250 ადამიანი დაჭრილია. სამინისტროს ცნობით, ინტერნეტის შეფერხებები გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციის განახლებებს ხელს უშლის.
წაიკითხეთ ასევე: