ავტორი:

როგორ გამოიყურება კონსტანტინე მელაძის მდიდრული სასახლე მოსკოვში, რომელიც 350 მილიონად გაყიდა - "ყველა ტრანზაქცია მისი დედის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს"

როგორ გამოიყურება კონსტანტინე მელაძის მდიდრული სასახლე მოსკოვში, რომელიც 350 მილიონად გაყიდა - "ყველა ტრანზაქცია მისი დედის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს"

პროდიუსერ კონსტანტინე მელაძეს დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა, რათა მოსკოვში რუბლიოვკაზე მდებარე ათასწლეულის პარკის საცხოვრებელ კომპლექსში მდიდრული სასახლე გაეყიდა. მელაძე იქ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ვერა ბრეჟნევასთან ერთად ცხოვრობდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბინა 350 მილიონ რუბლად (დაახლოებით 3 500 000 დოლარი) გაყიდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

"ჩვენი ინფორმაციით, ახლა მზადდება ყველა საჭირო დოკუმენტი. მყიდველის მთავარი პირობა დეპოზიტის დადებამდე იყო სრული კონფიდენციალურობა. ჩვენი ინფორმირებული თანამოსაუბრის თქმით, მთელი ტრანზაქცია კონსტანტინეს მოხუცი დედის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს" - განაცხადა წყარომ.

მელაძის სახლი 700 კვადრატული მეტრია. აქვს ოთხი საძინებელი, მისაღები ოთახი, სპორტული დარბაზი და ჰამამი. ფართი გაფორმებულია ხელნაკეთი ავეჯით იტალიიდან. ვინ გადაიბარა ძვირადღირებული სასახლე ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ვერა ბრეჟნევამ იპოვა ძალა, რათა ეღიარებინა, რომ განქორწინდა. ქალი კონსტანტინე მელაძესთან 2015 წლიდან იყო ოფიციალურ ქორწინებაში. მომღერალს დაშორების მიზეზებზე არ უსაუბრია. როგორც ჩანს, ყოფილმა მეუღლეებმა მოახერხეს კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, რადგან კონსტანტინე ძველებურად აგრძელებს ყოფილი ცოლის კარიერაზე მუშაობას.

"ბოლო წელიწადნახევარი ძალიან რთული იყო ჩემთვის. არ ვიცოდი, როგორ მეპოვა საკუთარი თავი. არ ვიცოდი საიდან უნდა დამეწყო. მივხვდი, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნო და არა მხოლოდ ფიზიკურზე“, - განაცხადა 41 წლის შემსრულებელმა და აღნიშნა, რომ დეპრესიით იყო დაავადებული.

უკრაინელმა შემსრულებელმა რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დატოვა. მან გარკვეული დრო გაატარა პოლონეთში, სადაც მუშაობდა მოხალისედ და ეხმარებოდა ლტოლვილებს. შემდეგ კი იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად. ახლა მომღერალი მუშაობს, იწერს სიმღერებს, მაგრამ მხოლოდ მშობლიურ ენაზე.

"შინაგან გლოვაში ვიყავი. შიგნით სიჩუმე და სიბნელე იყო, მუსიკა არ ისმოდა და თუ ღიმილი ვიღიმოდი, მხოლოდ სახეზე იყო და არა თვალებში, არც სულში. მე ვეძებდი პასუხებს კითხვებზე, ვისწავლე რომ არ დავსახო გრძელვადიანი გეგმები და უბრალოდ მადლობელი ვიყო იმისთვის, რაც მაქვს. ამის შემდეგ მივაღწიე სტაბილურობას...“ - ამბობდა ბრეჟნევა დაშორების შემდეგ.

წაიკითხეთ ასევე: