ავტორი:

ნიკოლ ფაშინიანი დსთ-ს სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს

ნიკოლ ფაშინიანი დსთ-ს სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ბიშკეკში დაგეგმილ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამიტს ვერ დაესწრება, - ინფორმაციას რუსული მედია ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი სომხური მხარის ინიციატივით გაიმართა და პოლიტიკოსებმა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, მათ შორის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს მოახლოებული შეხვედრა, განიხილეს, რომელიც ბიშკეკში, 13 ოქტომბერს იმართება.

„საუბრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სინანულით გამოაცხადა, რომ რიგი გარემოებების გამო, დსთ-ს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებს“, - აცხადებენ ყირგიზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში.